13 წლის და საერთოდ -13!

da-mo-52_large11წლის რომ გავხდი მას მერე მიყვარს რიცხვი 13 არ ვიცი რატომ მიუხედავად იმისა რომ ამ რიცხვთან კარგი არაფერი მაკავშირებს და საერთოდ, არცერთ 13-ში კარგი არაფერი მახსენდება და იმასაც კი ვფიქრობ, რომ ამ წელს საერთოდ არფერი მოხდება ისეთი რაცშემდეგ კარგად გამახსენდება.. მოკლედ “შემიყვარდა” ეს რიცხვი და მას მერე ველოდებოდი როდის გავხდებოდი 13 წლის მაშინ მეგონა რომ ეს უკვე გაზრდა იყო და დიდი გოგო ვიქნებოდი მაგრამ მას მერე 4 წელი კიდე გავიდა და ვხვდები, რომ 17 წლისასაც კი არ მეთქმის  “დიდი გოგო”…

დადგა ეს ნანატრი 13 წელიც და.. და რა? არაფერი კარგი, ჩემს დაქალებს თუ შეყვარებულები ყავდათ და მხოლოდ მათზე ფიქრობდნენ ჩემი ერთადერთი საფიქრალი ის იყო როგორმე კარგი ქვა მეპოვნა “კლასობანას”  სათამაშოდ ანდა ცოტა სიმაღლეს ვნატრობდი კალათში ბურთი კარგად რომ ჩამეგდო..

დღემდე მაინტერესებს რატომ ერქვა “კლასობანა” ამ თამაშს მაგრამ უბრალოდ ვერ ვხვდები, ამ რამდენიმე დღის წინ ვთქვი

თქვენხელა (13-14წლის) რომ ვიყავი კლასობანას ვთამაშობდი თქო და ეგ რაღააო მკითხეს ავუხსენი და უი მგონი ერთხელ მაქვს ნათამაშებიო… არ მესიამოვნა, თურმე რა კარგი ბავშვობა მქონია და ვერ ვაფასებდი.

ზუსტად 13 წლის წლის ვიყავი ჩემმა საუკეთესო მეგობარმა გამომიცხადა მე უკვე გავიზარდე და აღარ მინდა თამაშიო.

რაღაც თითქოს უემოციო წელი იყო (ბუნდოვნად მახსოვს ;დ)  13 წლისამ დავამთავრე მუსიკალური (სოლფეჯიო, მუს.ლიტერატურა,გუნდი, ანსამბლი, ფორტეპიანო, თეატრალური, მეტყველება) და ქართული ხალხური ცეკვების 4 წლედი . და დაიწყო უაზრობა..

13 წლის ვიყავი სკოლა რომ შევიცვალე, რომ გითხრათ არაკომონიკაბელური ვარ და გამიჭირდა შეგუება ან ბავშვებთან/მასწავლებლებთან მეთქი მოგატყუებთ.. ერთადერთი რაც სკოლის შეცვლაში სასიხარულო იყო გახლდათ ის რომ ოდნავ მოშორებით იყო სკოლა, წინა კი პირდაპირ ჩემი შენობის წინ იყო. 9 საათზე სახლიდან გავდიოდი მაგრამ 9-ს 15 წუთი აკლდა სკოლაში, რომ მივდიოდი.. ჰო ვიცი..

და საერთოდ ყველაფრის მიუხედავად 13 წლისას მე ცხოვრება/სიცოცხლე მიხაროდა .. დღეს კი, დღეს  მე ისევ 13 წლის გოგონას ვგავარ(მგონი ვიზუალურადაც;დ;დ) რომელსაც არ აინტერესებს სიყვარული, შური, ღალატი.. საერთოდ არაფერი თითქოს არც იცის ამ სიტყვების მნიშვნელობა, უბრალოდ ტკბება ცხოვრებით,  უყვარს მეგობრები და მუსიკა. ძალიან მალე ივიწყებს ნებისმიერ წყენას და შეუძლია ყველას ყველაფერი აპატიოს🙂

One thought on “13 წლის და საერთოდ -13!”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s