ზედმეტად პირადი ანუ უ-კარგხასიათო დღე

tumblr_mjal4mwiCh1rhmxy6o1_500_largeსაშინელი დღე მქონდა უფროსწორად უსაშინლესი, მოწყენილობისა და უხასიათობის პიკზე ვარ. ჯანდაბა (ამ სიტყვას ცუდად შევეჩვიე ჰო? ეგ არაფერი). მოკლედ დილიდანვე ცუდად დაიწყო დღე ნუ 12-ის მერე დაძინება ვცადე მაგრამ ჩემი ფიქრეები მხოლოდ ჩემი mp3-კენ იყო მიმართული რომელსაც 2 დღეა ‘ვგლოვობ’ საწყალი.. არადა რა კარგი იყო 8 გბ ჰქონდა მეხსიერება კინოებსაც ვუყურებდი ხოლმე, დიქტოფონის ფუნქციასაც ასრულებდა და კარგი ხმაც ქონდა. ეჰჰ ცხონებული.. ჯიბიდან  ამომივარდა, ძალიან მეწყინა ამ ნივთის დაკარგვა, ძვირფასი იყო რაღაცნაირად. ‘რა? სად? როდის?’-ში მოვიგე.  მოკლედ ასე ძლივს ჩაძინებულს 7-ის ნახეხვარზე გამეღვიძა  და მერე ისე ჩამეძინა9-ის 15 წუთზე ძლივს ავწიე თავი ეგეც იმიტომ, რომ გავიაზრე 9-ის ნახევარზე სახლიდან უნდა გავსულიყავი  სკოლაშ რომ არ დამეგვიანა.  “მარშუტკაში” ლამის ჩამომეძინა,  ისევ mp3 გამახსენდა და ისევ ცუდი ხასიათი..ეგ კიარადა ამ წამს გავაანალიზე რომ დღეს შავები მეცვა.. გაკვეთილები არცთუ ისე უაზროდ გავიდა მაგრამ მე7 და მე8 ქიმია უკვე ზედმეტი იყო.. გაკვეთილების მერე კიდე დარჩენა მომიწია.. რეპრესირებულია ჩემი ქიმიის მასწავლებლის ბაბუა და პატარა ინტერვიუ მინდოდა გამომერთმია, მოკლედ ნახევარი საათი ვუარე ხან რა ვკითხე ხან რა და სიცილით რომითხრა არაა პრობლემა მკითხე რა გაინტერესებსო მომეშვა.. ისე ვიფიქრე 10 მაქსიმუმ 15 წუთი დასჭირდება და მუზეუმშიც მოვასწრებ გასვლას თქო მაგრამ ნურას უკაცრავად 35 წუთი ლაპარაკობდა ოცდათხუთმეტი.. რათქმაუნდა მუზეუმში დამაგვიანდა, მაგრამ აზრი? გადაუდიათ გამოფენა, 30-იან წლებშ რეპრესირებულ ქალებზე უნდა ყოფილიყო. ასე მითხრეს მაილზე შეგატყობინებთ როდის იქნება ალბათ 28 შიო. ოღონდ ვერ გავიგე 28ში რაღათ მინდა 20 ში თემა უნდა ჩავაბარო მოკლედ მაქედან დაღლილი+მშიერი წამოვედი და მუზეუმის ჭიშკართან ერთი გოგო შემხვდა და ვუთხარი არ არის გამოფენა ტყუილა მიდიხარ თქო და და და და ვინანე ხმა რო ამოვიღე საერთოდ. ასე გასაცოდავებულს ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის და რო ჩაირთ არ გაჩერებულა აი ყველაფერი მითხრა სად სწავლობდა სად ცხოვრობდა.. ერთადერთი კარგი რაც თქვა ის იყო რომ 15 წლისას გავხარო ეგეც იმიტო გამიხარდა რომ აქამდე 12 წლისას მამგვანებდნენ..  მერე საერთოდ გაჩერდა ყვავილები გიყვარსო მკითხა და დაიხარა.. მერეღა შევაჩნიე რო იები იყო იქვე და იმას კრეფდა არადა ჩემი მხრიდან უტაქტობა იქნებოდა რომ წამოვსულიყავი ამიტომ ძალაუნებურად დაველოდე.. ბევრი ვეცადე რომ ჩამომეშორებინა მაგრამ ნურასუკააცრავად.. უკან დამსდევდა, ბოლოს დაქალის სახლს რომ მივუახლოვდი დავურეკე შენ სახლთან ახლოს ვარ და მოვალ თქო მაგრამ ის მათემატიკაზე მიდიოდა, ეგ არაფერი ოღონდ ეს მომეშორებინა ვუთხარი დაქალთან მივდივარ თქო და მეც მაქეთ წამოვალ სახლში წასვლა არ მინდა მიუხედავად იმისა რომ არ მცალიაო ცეკვაზე მიდიოდა თურმე.. მოკლედ ჩემი დაქალის სახლამდე მომყვა მერე ჩვენ სხვა გზით მივდივართ ასე მერიასთან ვერ გახვალ თქო ვუთხარი (ფაქტობრივად ზრდილობიანად ვუთხარი მომშორდი თქო) და ბედნიერი წავედი დაქალთან ერთად.. მაგას თ ბედნიერება ერქვა. ასე დაღლილი მივედი სახლში და იმდენი დრო იყო უკვე გასული ჭამაც ვერ მოვასწარი იისე წავედი აერობიკაზე თან გაჩერებაზე მივდიოდი თან ვჭამდი სადმე რო არ წავქცეულიყავი.. მოკლედ ძალიან გამიგრძელდა და საშინლად დამღლელი დღე იყო აი ძალიან დამღლელი..

One thought on “ზედმეტად პირადი ანუ უ-კარგხასიათო დღე”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s