.. და დამთავრდა

ზაფხული, ყოველთვის რომ ძალიან მიყვარდა და დიდისამბით ველოდებოდი ხოლმე, მიუხედავად იმისა რომ ახალციხის ფარგლებს არ ცდებოდა ჩემი არდადეგები, მიუხედავად იმისა რომ ჩემ სოფელში ბევრი ბავშვი არ იყო, უფრო სწორად არ ვიცნობდი.. არდადეგებით, ბეევრი წაუკითხავი და ცოტა წაკითხული წიგნით და ბოლო კვირისათვის შემონახული მთელი დავალებით ,large (1)სულ მახსენდება პირველი ზაფხული დედიკოს გარეშე , როგორ რთული იყო მისი სახლში დატოვება და ჩემი წასვლა, იქამდე 1 დღეც არ მქონდა დედიკოს გარეშე არსად გატადებული, მაგრამ მაშინ ისე იყო საჭირო, გადატვირთული გრაფიკის გამო ახლა მასთან ერთად სადმე წასვლა მენატრება.

ყველაზე ბედნიერი ზაფხული და ყველაზე მეტად  შეყვარებული “ის”, შენ კი- გახარებული მისი ყველა სიტყვით, მოქმედებით, საქციელით, როცა იცი რომ ის ამ ყველაფერს შენთვის აკეთებს, მორცხვი ის და ბედნიერი შენ. მისთვის რთულად წარმოსათქმელი და შენი უთქმელი მიყვარხარ, (ალბათ არც მიყვარდა ..) მისი უბრალო გაღიმება და შენი გულის ძგერის ერთი-ორჯერ აჩქარება, შენი 1 კმ-ის ზედმეტი გავლა მხოლოდ იმიტომ რომ შორიდან დაინახო მისი სიყვარულით სავსე თვალები, large  მის დაუფიქრებელ ხუმრობაზე გაბრაზებული შენ და უამრავი დამშვიდობება, დავიწყებული დაბადების დღე და 23 საათი და 59 წუთი მისი წერილის მოლოდინში,  ნაწყენი შენ და თავისთავზე გაბრაზებული ის,

მთა და უკომუნიკაციობა, არც ტელეფონი, ინტერნეტი, შუქი. მხოლოდ ბავშვები და თქვენ, უაზროდ თამაშში გათენებული ღამეები, ამ დღეების არ დასრულების სურვილი და ბოლოს სიკვდილი,

არა მისი არა,, ბებიის.. იქ დაიწყო ჩემში ყველაფერი და იქვე დაპაუზდა,, 1 წლით გაადაიდო:/ მერე იყო ტირილი, შავები, სასწრაფოდ წასვლა, იქაც ცრემლები..

პირველი “სიყვარული”  და დღემდე მოწერილი “ისევ მიყვარხარ” tumblr_mfziawmWV61rc7xdyo1_500_large

ზედმეტი მომივიდა მემგონი : // მაგრამ,  უთქმელობაც აღარ შეიძლებოდა ..

2 thoughts on “.. და დამთავრდა”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s