კიდევ ერთი ზაფხული. მელანქოლიური თხა.

ჯერ მუსიკა.

 შინაარს ძალიაანაც ნუ ჩაუღრმავდებით.

ჰო ახლა პოსტი ..

ჯერ კიდევ გაზაფხული იყო როდესაც ამ ზაფხულის დაგეგმვა დავიწყე.  არადა ყოველთვის ვცდილობდი წინასწარ არაფერი დამეგეგმა. ჰო, ვცდილობდი მაგრამ არასდროს გამომდიოდა, სულ ვგეგმავ ყველაფერს მთელ დღეს. აი აფსოლიტურად  ყველაფერს. და  და და ბოლოოს რა გამოდის, ყველაფერი სხვანაირად ხდება ეს ჩემი გეგმები კიდე უბრალოდ დროის ტყუილი კარგვაა. სულ სულ ელემენტარული კაბის ჩაცმა რო დავგეგმო იმ დღეს მინიმუმ წვიმაა მაქსიმუმ ქარი. მაგრამ ვიფიქრე იქნებ ამ ერთხელ გამიმართლოს თქო და დავაწყე ეს ოხერი გეგმები და ბოლოს .. ” ქობულეთის და ბათუმის პონტი ჩავარდა ”  სამუშაოც,   გართობაც.

ისევ ახალციხე.. სხვა რა გზაა, 17 წელია არცერთი ზაფხული არ გასულამინიმუმ 1 თვე იქ რომ  არ გავატარო, ახალციხე, ახალციხე  ახალციხე კიდე ახალციხე, კიდე ახალციხე,

ახალციხე

ხალციხე

ალციხე

ლციხე

ციხე

იხე

ხე

ე.

და ეგეც არ ვიცი როდის წავალ.

პირველ სექტემბერს სწავლა მეწყება (მგონი).  6 ივლისია და კიდე რუსთავში ვარ.

მცხელა

ცხელა

ხელა

ელა

ლა

ა.

დღეს ბევრი ვიარე მგონი მზეში😐 ჩემი ფოსფორისფერი ზედით რომელიც ძალიან მოუხდებოდა ზაგარს ;(

ამის წინა პოსტს რომ ვკითხულობ სულ მეტირება ბოლოს. ისეთი გრძნობით მეკითხინება, ძალიან მომწონს ეგ ლექსი, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესია.

მოკლედ ბოდიში, უაზრობისთვის.

ადიოს!

ა, უი კინაღამ დამავიწყდა. წეღან ვიპოვე და მომეწონა . ხოო..  მეც მიკვირს არასდროს მომწონდა ასეთი რაღაცეები. პასუხიც მალევე ვიპოვე: ” თხის რქას არ უყვარს გრძნობების სიტყვებით აფიშირება, ამ ადამიანების უმრავლესობას საერთოდ არ ეხერხება ენის მოჩლექით საუბარი და ურჩევნია საკუთარი სიყვარული ვინმეს მიმართ საქციელით გამოხატოს, ვიდრე უაზრო „უწი-პუწის“ საშუალებით. თხის რქების უმრავლესობისთვის ცხოვრების აზრი სამუშაო და პროფესიული განვითარებაა.” ჰოდა თურმე თხის რქებს მელანქოლიისკენ გვქონია მიდრეკილება და წელს დავრწმუნდი.

ხო ახლა ეს რა შუაშია, არასდროს არცერთი ჩემი მეგობრისთვის არ მითქვამს თბილად არაფერი მაგრამ არც მწარედ, ყოველთვის საქციელით მინდოდა დამემტკიცებინა ჩემი პატივისცემა და სიყვარული მათდამი მაგრამ ეს აშკარად არ მოქმედებს.  ასეთ სურათებზე, კოცნის სმაილებზე, გულებზე, ყოველთვის ანტიპათიური დამოკიდებულება მქონდა და ეს რატო მომეწონა,, რავიცი..

317333_562865843745420_1529941996_n

ახლა მართლა ადიოს და დაგასვენებთ ალბათ აგვისტოს ბბოლომდე, აგვისტოშიც დავგეგმე რაღაც მაგრამ არც ეგ არ გამოვა.

ვიცი. ჰო.. ვიცი : )

3 thoughts on “კიდევ ერთი ზაფხული. მელანქოლიური თხა.”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s