“არდადეგები”

ზედმეტი შესავლების გარეშე ვიტყვი, რომ საშინელი, საშინელი,  სა-ში-ნე-ლი არდადეგები მქონდა წელს. ან უსაშინლესი. მოკლედ, მგზავრობა-საშინელი “ტუდაც, ატ სუდაც” სიმღერები იყო უუუუუუუუუუუფ ახლაც ყურებში ჩამესმის “ნეტა რა მემართება ნეტა რა მემართება მე სიყვარულის ალში ვიწვიიიი”  არა ყველაფერი ყველაფერი მაგრამ ეს საქართველოს ჰიმნი რატო ჰქონდათ ან 2 ჯერ რატო მოგვასმენინეს  ვერმივხვდი😐 მთაში ვიყავი, აი ძალიან რომ ველოდებოდი და ძალიან მინდოდა წასვლა. მოკლე პოსტი მინდა დავწერო იმაზე როგორია “ჩვენი მთა” და არა იმაზე რაოდენ უნაყოფო და ცუდი გამოდგა ჩემი არდადეგები.

971420_195882737245752_1538323417_n

ეს არის ადგილი სადაც ასე ველოდებოდი წასვლას,  სახლებს “ეილები” ჰქვია (თუარვცდები (და მგონი ვცდები) თურქული სიტყვა უნდა იყოს)  რომელიც გამოიყურება ასე წინიდან

1305517_544887472226412_683792569_n

გვერდიდან

DSC04711

მეორე გვერდიდან

DSC04715

ხოლო უკნიდან ასე

DSC04710

პირადად ჩემი ადგილიაეს. მივისაკუთრე და როგორი სიცივეც არ უნდა ყოფილიყო ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი. DSC04709

რადაგიმალოთ და ბევრად უკეთესი დროის გატარებას ვგეგმავდი მთაში,, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა ამიტომ ახლა უბრალოდ ტკბილად ვიხსენებ შარშანწინდელ დასვენებას, მართლა დასვენებას მთაში. პრინციპში ყველა შემთხვევაში ისვენებ ადგილზე, რომელიც გარე სამყაროს არის მოწყვეტილი, ელემენტარული დენიც კი არ არის. ყველაზე მეტად მაგ მიზეზის გამო წავედი ალბათ.. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვისთან ერთად და როგორ სიტუაციაში წახვალ ზოგადად დასასვენებლად და არამარტო. ადრე ვფიქრობდი, რომ მარტოობა კარგი იყო მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მარტო ვერ გავძლებ, მეგობრის გარეშე. .

large (5)

ეს პოსტი უნდა გამოსულიყო რაც მთავარია კარგი, თემა უნდა ყოფილიყო : მთა, არდადეგები, როგორია ადგილი სადაც ვისვენებდი მაგრამ რომ გადავიკითხე .. ზემოთ რაც ვახსენე არცერთს არ შეესაბამება🙂

P.s ვწუხვარ უხარისხო და ცოტა სურათების გამო.. გადასაღები იმაზე მეტი იყო ვიდრე წარმოგიდგენიათ მაგრამ..

4 thoughts on ““არდადეგები””

  1. სამწუხაროა არდადეგები ისე რომ ვერ გაატარე როგორც დაგეგმე სამაგიეროდ პოსტი გამოვიტა იმაზე უკეთესი როგორც დაგეგმე 🙂 იცი რატომ ? იმიტომ რომ გულიდან ამოსული იყო🙂

    1. ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვინდა მაგრამ არაუშავს, წინასწარ დაგეგმილს არც იმდენი ხიბლი არ აქვს რამდენიც მოულოდნელს. ზოგი ჭირი მარგებელიაო ხომ იცი. სამაგიეროდ ფიქრისთვის მქონდა ბევრი დრო )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s