“ძილის წინ ყოველთვის არის გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით”

“ძილის წინ ყოველთვის არის გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით” – გურამ დოჩანაშვილის ამ სიტყვებმა რატომღაც პოსტის დაწერა მომანდომა, თუ რა ხდება ძილის წინ და რაზე ფიქრობს ადამიანი.
სხვადასხვა ასაკში ძილის წინა, გარდამავალი წამი სხვადასხვაგვარია.
ახალშობილის “გონება” მაგ დროს მხოლოდ საჭმელზე ფიქრობს, შემდეგ ზღაპრებზე, ბაღი, სკოლა.. ნელ-ნელა იზრდება ადამიანი, მასთან ერთად იცვლება შეხედულებები, აზრები და აქედან გამომდინარე ძილისწინა წამიც ასაკთან ერთად იცვლება, ჩემი ასაკის ადამიანის უმეტესობის საფიქრალი ალბათ ბევრი არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. კაცმა რომ მკითხოს არ მეშინია გამოცდების, არ ვნერვიულობ. და საერთოდ ძალიან წყნარად და აუღელვებლად ვლაპარაკობ გამოცდებზე, მაგრამ ძილის წინ ჩემი ფიქრები მაინც გამოცდებს, ჩაბარებას, პროფესიასა თუ სამსახურს უკავშირდება, ეს ყველაფერი ხომ ჯაჭვივითაა ერთმანეთზე გადაბმული და ერთი რგოლის ამოვარდნითაც ყველაფერი დამთავრდება. პრინციპში ძილისწინა წამი მხოლოდ ერთ თემაზე ფიქრს როდი ეთმობა, შეიძლება მთელი დღის ანდა ცხოვრების გააზრებაც მოასწრო ამ დროს, ყველა შენს გაკეთებულ თუ გაუკეთებელ მოქმედებაზე, გადაუდგმელ ანდა არასწორად გადადგმულ ნაბიჯზე, არასწორად ნათქვამ სიტყვაზე დასაფიქრებელი დროა, ფიქრობ აწმყოზე, მომავალზე. რა ხდება დღეს და რამოხდება ხვალ, რისი გაკეთება ღირს და რისი არა, შეიძლება თავში ისეთი რამე ამოგიტივტივდეს რამაც მთელი ღამე მოსვენების და ძილის საშუალება არ მოგცეს, ტყუილად ნურავინ იტყვის, რომ ცხოვრებაში ისეთი არაფერი გაუკეთებია რაც წამიერად მაინც არ უნანია თან ძალიან, მოკლედ ვისთვის სერიოზული და ვისთვის უაზრო მიზეზების გამო ბევრს ღამე ფიქრში გაუთევია და გარდამავალი წამი რამდენიმე საათად ქცეულა. ეს ის წამია როდესაც ტყუილად დაკარგულ დროს მისტირი და დროის უკან დაბრუნება გინდება.. ხანდახან დროის უკან დაბრუნება მხოლოდ იმიტომ გინდა რომ ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთო როგორც გააკეთე. ანდა ბავშვობა გენატრება, ზედმეტი საფიქრალი რომ არ გქონდა. მხოლოდ გართობაზე რომ ფიქრობდი, და სადარდებელი მხოლოდ ის გქონდა ხვალ რომელი თამაში გეთამაშა ანდა შენი თოჯინისათვის რომელი კაბა ჩაგეცმია. ძილისწინა საფიქრალს მხოლოდ ასაკი არ განაპირობებს. არსებობს გარემო ფაქტორები რომლებიც დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე, მის ჩამოყალიბებაზე.. “ცხოვრებამ მოიტანა”-ო იტყვიან ხოლმე და მართალიც არის, უკიდურესი გაჭირვება ადამიანს ისეთ რამეს გააკეთებს რაც იქამდე წარმოუდგენელი ეგონა მაგრამ როდესაც საქმე ოჯახს და შვილებს ეხება ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი. ასევეა ზედმეტი ფუფუნებაც იგი ადამიანს “აფუჭებს” რაღაც პერიოდის შემდეგ ყველაფრის სურვილს უკარგავს, უქრობს. მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანებიც რომლებიც, ფულზე არ იყიდებიან და ღირსებას არ კარგავენ.
საბოლოოდ კი იმ აზრამდე მივედი, რომ ძილისწინა წამი საუკეთესო დროა მომავალზე დასაფიქრებლად და წარსულის შეცდომების გასააზრებლად. და მაინც “ძილის წინ ყოველთვის არის გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით”
P.s ,,დღისით ძალიან ადვილია გულგრილად უყურო ყველაფერს, ღამით კი სულ სხვა საქმეა.” (ჰემინგუეი)

შემდეგ პოსტამდე..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s