რაღაც.. მაგრამ არა პოსტი ! )

ჯერ კიდევ 31 აგვისტოს ვფიქრობდი შემოდგომაზე პოსტის დაწერას მაგრამ.. “წესით” შემოდგომა ჩემი საყვარელი სეზონია. მაგრამ მხოლოდ წესით რომელიღაც, დაუდგენელით.. წელს შემოდგომაც ყველაზე უღიმღამოა, წელს ხო ყველაფერი ცუდი ხდება მოკლედ.. ასეთი ცუდი წელი ისიც არ იყო შუქი რო გვენატრებოდა და არამარტო, პრინციპში ზედმეტად პატარა ვიყავი იმისთვის რომ რამეს მივმხვდარიყავი. large (3)
ხოო.. კიდე ისე ვარ, მელანქოლიურ დეპრესიულად, 2 დღეა ვდეპრესიულობ.. პრინციპში მარტო როცა ვრჩები ჩემ თავთან სულ ასე მემართება. თან გავცივდი, თან 2 დღეში ექსკურსიაზე მივდივარ თან არ მინდასავით თან ვიცი რომ არ წავიდე ვინანებ თან ვიცი რომ გავერთობი თან მაინც არ მინდა წასვლა თან თან თან არ ვიცი რა .. ეს გამოცდები რაღას გადაიტანეს 12 ში რა. 5 დან ყველა ველოდებოდით მზად ვიყავით თითქოს 1 კვირა არაფერია მაგრამ რაღაც მოტივაცია დავკარგე, აღარც ქულა მადარდებს, ზღვარის გადალახვაზე არ ვნერვიულობ.. ა ხო ამ პოსტში წაიკითხავთ ბევრ სისულელეს და არ შეიმჩნიოთ (ეს თავში უნდა დამეწერა)
უბრალოდ ძალიან არეული ვარ დღეს. თან სავარაუდოდსიცხეც მაქვს და (თან-ების ტავტოლოგიის მეტი არაფერია მგონი ამ პოსტში) დაღლილი ვარ თქო როგორ ვთქვა 17 წლის გოგომ :// მაგრამ აშკარაა.. large (4)

რამდენი ხანია აქაც არაფერი დამიწერია, არა რა სინდისით ვთქვა არ მცალია და იმიტომ თქო.. მაგრამ ვერა რა:/
მოკლედ მომავალ  წესიერ პოსტამდე 

3 thoughts on “რაღაც.. მაგრამ არა პოსტი ! )”

  1. ცხოვრების ეს პერიოდი რომელშიც შენ ხარ ყველა ადამიანს, ყველა თინეიჯერს და ყველა აბიტურიენტს ქონია😉 არ დანებდე, ცხვირი არ ჩამოუშვა, ისე გაივლის ყველაფერი რომ ვერც კი გაიგებ🙂
    პოსტს რაც შეეხება შენი სათქმელი თქვი და ჩვენ მკითხველებმა გავიგეთ, ესაა მთავარი.
    კეთილი სურვილებით, ერთგული მკითხველი .

    1. მესმის შენი ” დაღლა ” შენი დეპრესიისაც მესმის 🙂 ერთი არ მესმის ასეთ გოგოს ვინ გტოვებს მარტო ?🙂

  2. კომენტარებისთვის გულწრფელი მადლობა ორივეს .. ჩემი მოტივატორები ხართ მოკლედ :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s