…როგორც ეს ტკბილ ოცნებაშია

1ხშირად ვფიქრობ ოცნებაზე.. ზოგადად ოცნებაზე. ვფიქრობ რომ ოცნებები არ სრულდება და  ტყუილი დროის კარგვაა მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი, რათქმაუნდა სხვადასხვა ადამიანებთან.. “ზოგჯერ ადამიანი ოცნებებს უღრმავდება და რეალობაში ურევს, ჰგონია რომ რეალობა ოცნებასავით ტკბილი და საამურია” ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზია იმისა რომ არ მიყვარს ოცნება, აი წარმოიდგინეთ ოცნებაში ყველაფერი ზუსტად ისეა როგორც თქვენ გინდათ ყველაფერს განაგებთ, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ყველაფერი ისე როგორც გინდათ,  წარმოიდგინეთ თქვენი საოცნებო ადგილი.. მართლა წარმოიდგინეთ. ძღვის ნაპირზე საყვარელ ადამიანთან ერთად ანდა ნიუ იურკში, თუნდაც რომელიმე საზღვარგარეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტში, მოკლედ წარმოიდგინეთ ის რაც ყველაზე ძალიან გინდათ.. კარგია ხომ? ფაქტობრივად ახლა თქვენ ცოდვა ჩაიდინეთ..  წმინდა ეგნატეს (ბრიანჩანინოვი) ქადაგებიდან ამონარიდი:  “წარმოდგენის“ ხიბლს გონება საშინელ შეცოდებამდე მიჰყავს, შეშლამდე, როგორც ეს ოცნებას სჩვევია”

გაზეთი კვირის პალიტრა დროდა დრო აქვეყნებს შეკითხვებს რომლებზეც სასულიერო პირები პასუხობენ ერთ-ერთია- შეკითხვა: ოცნება თუ ითვლება ცოდვად? რომელიც ჩემდა უნებურად მოდის, მაგრამ მალევე სხვაზე გადამაქვს ყურადღება. და აღსარებაში თუ უნდა მოვიხსენიო?

პასუხს სცემს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი: “ოცნება ცოდვაა, რადგან ადამიანს რეალობისგან წყვეტს, ამასთან, სასურველმა ფანტაზიებმა დამოკიდებულების ჩამოყალიბება იცის, შესაბამისად, აღსარებაში უნდა თქვათ.”2

პოსტის დაწერა კი დღევანდელმა დიალოგმა “შთამაგონა” მიუხედავად იმისა, რომ რელიგიურ თემას არ შევხებივართ.. დიალოგს იწყებს “ის”

– ოცნებები ხდება?

-ოცნებები არა სურვილები კი, მე არ მიყვარს ოცნება

-არც მე მარა ხომ გააქვს?

-ყველას აქვს ოცნება

-კი ყველას აქვს მარა ოცნება გიყვარდეს უკვე ნაცარქექიობაა. რათქმაუნდა თუ მარტო გიყვარს და არაფერს აკეთებ მის ასახდენად
– ოცნებები არ ხდება! ეგ არის სურვილი თუ იოცნებე და აგიხდა ანუ ისურვე და ყველაფერი გააკეთე ამ სურვილის განსახორციელებლად.
-ოცნება რა არის?
– სურვილი რომელიც იცი რომ არ აგიხდება, აი როცა ისეთი რამ გინდა რაც არის შეუძლებელი მაგალითად “მე ვოცნებობ წარსულში დაბრუნებაზე” ან კიდევ “ნეტავ მომავალში მამყოფა 5 წუთით” პრინციპში ისიც შეიძლება ოცნებებში გავატაროთ “მინდა მქონდეს ბევრი ფული” და ამ ყველაფრისათვის არაფერს აკეთებ. სურვილი კიდე აი მაგალითად “მე მინდა წავიდე მაჩუ პიკჩუში” მუშაობ აგროვებ ფულს და მიდიხარ მაჩუ პიკჩუში.
– ოცნება არის სურვილი რომლის ასრულების იმედიც არის !  ესაა და ეს გააჩნია რამდენად მიზანსწრაფული ხარ
-არა. ოცნება არის სურვილი რომელიც გინდა რომ ასრულდეს მაგრამ იცი რომ არ ასრულდება
– ისეთი ჯარისკაცი ვერაფერს მიაღწევს ვისაც გენერლობა არ უნდა თუ არ გისრულდება ოცნება ესეიგი არ ხარ ღირსი და არ ობრძოლე მისთვის! არსებობს მატერიალური და არამატერიალური ოცნებები რეალისტური და სურეალისტური
-ჯარისკაცი არ ოცნებობს გენერლობაზე. ჯარისკაცს აქვს სურვილი გახდეს გენერალი. და ჯარისკაცი რომელიც იბრძოლებს იმისათვის რომ გახდეს გენერალი გახდება და მისი სურვილიც ასრულდება ესაა და ეს.

-სურვილი და ოცნება ერთი და იგივეა
-არ არის!
– მაგრამ როცა სურვილი არ სრულდება მალე და დიდხანს გრძელდება და იბრძვი და ცდილობ რომ ასრულდეს მერე ხდება ოცნება და თუ იბრძოლებ აგიხდება თუ რეალურია და სურეალისტური არაა მაგალითად თვალისდახამხამებაში მარსზე მოხვედრა და იქ ტანტალი ესეც დროის და პროგრესის ამბავია
-მგონი ერთიდაიგივეს ვამტკიცებთ..

შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ აშკარად იგრძნობა დათმობა მისი მხრიდან .. 3

ზოგიერთი ადამიანისათვის საკმაოდ რთულია ამ თემაზე საუბარი ზოგისათვის კი ძალიან მარტივი, რადგან ოცნებას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, ვიღაცისათვის ის მთელი ცხოვრებაა, რომელშიც მათი მეორე ნახევარიც არის და თბილი ოჯახიც აი ისეთი “მთელი ცხოვრება რომ ოცნებობენ” ხოლმე. ოცნება მათი ცხოვრების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია, არ წარმოუდგენიათ ცხოვრება ოცნების გარეშე. მაგრამ არის ხალხის ის კატეგორიაც რომელიც ოცნებას დროის ფუჭ ხარჯვას უწოდებს. თვლის რომ მხოლოდ ოცნება არაფერია თუ მისი ასრულებისათვის არ იბრძოლე. უაზროდ ჯდომასა და ოცნებას ჯობია არაფერი დაიშურო იმისათვის რომ ოცნებები აგიხდეს. რადგან მხოლოდ ოცნებას, მისთვის ბრძოლის გარეშე, ახდენა არ უწერია.

ჩემთვის ყველაზე რთული ოცნებიდან რეალობაში გადასვლაა რადგან ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ეს ტკბილ ოცნებაშია..

4 thoughts on “…როგორც ეს ტკბილ ოცნებაშია”

  1. კარგი გოგო ხარ : მე ვფიქრობ რომ ოცნება ხელმოცარულთ ხვედრია ( ანუ ჩემიც ) . ” აი წარმოიდგინეთ ოცნებაში ყველაფერი ზუსტად ისეა როგორც თქვენ გინდათ ყველაფერს განაგებთ, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ყველაფერი ისე როგორც გინდათ, წარმოიდგინეთ თქვენი საოცნებო ადგილი.. მართლა წარმოიდგინეთ. ” მართლია ოცნებაში ყველაფერი ისეა როგორც გინდა🙂 მაგრამ იცი კი რა გინდა ? მე პირადად სრულყოფილებას ოცნებაშიც კი ვერ ვაღწევ. მაგალითდ არ შემიძლია ვიფიქრო ოცნების ქალზე რადგან ის შეიძლება ათსგვარი იყოს🙂 ანდაც ზოგადად გარემოზე რომელიც ასევე მრავალგვარია🙂 რაც შეეხება მისგან მონიჩებულ სიამოვნებას ის ჩჶმში დიდია🙂 მე პირადად რეალურთნ მიახლოებული ოცნება მიზიდავს რომლის ასრულების შანსები არსებობს .

    1. ერთ დასკვნამდე მივედი ” ოცნებაშიც კი არ ვუქნივარ ღმერთს ”🙂

      1. “რეალურთნ მიახლოებული ოცნება მიზიდავს რომლის ასრულების შანსები არსებობს” ეგ მომწონს მეც, და არა რაღაც შეუძებელი და აუხდენელი, და ზუსტად მაგას ვუწოდებ სურვილს. მაჩუ პიკჩუ არაა ჩემი ოცნება ჩემი სურვილია რომელსაც ავისრულებ :3 მადლობა კომენტარისთვის და ერთგული მკითხველი რომ ხარ მაგისთვისაც

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s