სა-ზამთრო

large (4)“შემოდგომამშვიდობისა” რა კარგად ჟღერს და ეს “ზამთარმშვიდობისა” რაღაც ვერ ხვდება ყურში კარგად, პირველი დეკემბერია და ჯერ კიდევ ის დრო მგონია 2013 რომ დადგა და უკმაყოფილო ვიყავი უიღბლო იქნება ჩემთვის ეს წელი თქო. ისე მალე მოვიდა მეორე ზამთარი გააზრებაც ვერ მოვასწარი .. აქვე მინდა აღვნიშნო რომ ასე ძალიან ზამთარს კიარადა ახალ წელს არასდროს არ ველოდებოდი, შარშან მინდოდა ‘გამომეტოვებინა’ ახალი წელი, მთლიანად ზამთარი ჩემი დაბადების დღითურთ და პირდაპირ შემოდგომა მოსულიყო. ეგ კიარა პირველ იანვარს მარტო დავრჩი სახლშ რომელიღაც სიმღერა ჩავრთე რომელიც სასტიკად “მგრუზავდა” და უბრალოდ დავჯექი. მერე მარტოც ვიბოდიალე ქუჩებში გავიყინე და ისევ სახლში დავბრუნდი. ორში და სამშიც არ მომიკლავს თავი გართობით და საერთოდ ერთი სული მქონდა სკოლა დაწყებულიყო, მაგრამ არ ვიცი წელს რაშეიცვალა, ფაქტია ახალი წელი მინდა .. Glowing lights in the dark.საახალწლო სამზადისის დღეები მინდა, ის კიარა სახლში როა ფუსფუსი და გადარბენ-გადმორბენა, აი ქუჩაში ყველაფერი რომ მორთულია ხალხი სიცივის მიუხედავად ბედნიერი როა, პოზიტიურ განწყობას რო გადმოგდებენ, მაღაზიებში სიარულის პროცესიც საჩუქრების არჩევა, ყველგან ყველაფერი რომ ძალიან ლამაზია .. ნაძვისხის მორთვა მინდა, საახალწლო სიმღერები და განწყობა მინდა, მემგონი თოვლიც მინდა არასდროს რომ არ მდომებია.

p.s ადრე ერთადერთი რაც ახალ წელს მანდომებდა ხოლმე ეს რეკლამა იყო  

ახალ წელს ბევრი საჩუქარიი მოვააა ისიაამოოოვნე კოკაა-კოლააააააა (music)

One thought on “სა-ზამთრო”

  1. რეკლამის სიყვარულისა რა მოგახსენო აი ახალი წელი კი მართლა ძალიან მიყვარს ის განწყობა მიყვარს ქალაქში რომ სუფევს🙂 კარგი პოსტია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s