R.I.P რუსთავის თეატრი

1967 წლის 30 ნოემბერს რუსთავის თეატრი გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ოფიციალურად გაიხსნა, გუშინ კი მისი ვარსკვლავი გაიხსნა.giga_lortkipanidze_v1371824210

რუსთავში ბევრი აქტუალური პრობლემაა რომელთა უმრავლესობაც რუსთავის ყველა მცხოვრებთან ერთად ახალგაზრდებსაც აწუხებთ. თუნდაც ის ფაქტი, რომ ქალაქში არ არის  კინოთეატრი და შეჩერებულია თეატრის ფუნქციონირებაც . კინოს თუ არა თეატრს მაინც ყავდა მაყურებელი, პირადად მეც ხშირი სტუმარი ვიყავი, სწორედ ამიტომ კინოთეატრზე მეტად, რომელიც უკვე მესამე წელია დაკეტილია თეატრის დახურვა მომხვდა გულზე,  რუსთავის დრამატული თეატრის ცუნქციონირების შეჩერების ერთადერთი მიზეზი ის გახდა, რომ საკრებულომ არ მოიწონა სარეკომენდაციო საბჭოს მიერ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად წარდგენილი გიორგი შალუტაშვილის კანდიდატურა და არ დაამტკიცა. რუსთავის თეატრი ივლისის მერე  პარალიზებულია და მუშაობას ვერ აღადგენს სანამ სამხატვრო ხელმძღვანელს არ დაამტკიცებს ქალაქის საკრებულო.რუსთავის დრამატული თეატრს ისეთი პრობლემა აქვს, რომლის გადაჭრაც საკრებულოს ძალიან მარტივად შეუძლია მაგრამ ფაქტია, რომ ამას არ აკეთებს, ამის გამო კი რუსთავის მოსახლეობა ზარალდება, რაც პირადად მე და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ რუსთაველს აწუხებს.

კინოთეატრის დახურვის მიზეზები არ ვიცი მაგრამ ფაქტია, რომ ახალგაზრდებს დედაქალაქში გვიწევს კინოში სიარული, არადა კაცმა რომ გვკითხოს საქართველოში სიდიდით მესამე თუარა მეოთხე ქალაქში მაინც ვცხოვრობთ.

და მაინც, თეატრი რომელიც 1967 წელს გაიხსნა რატომ ვერ ახერხებს ფუნქციონირებას 2013 წელს?!

პ.ს ხანდახან კითხვები ჯობია პასუხებს..

2 thoughts on “R.I.P რუსთავის თეატრი”

  1. თეატრში სიარული რომ მოგწონს ეს ძლიან კარგია , ჩემის აზრით ბევრი არა მაგრამ არის ხალხი ვინც განიცდიდა ამ საკითხს . ეს უფრო გულისტკივილი იყო და როგორც პოსტს ვერ შევაფასებ ისე კიდევ უფრო “ახლოს გაგიცანი შორიდან”

    1. ჰოო, რუსთავში კინოს არ არარსებობას უფრო განიცდიან მაგრამ აი თეატრი სხვაა რა :3 მადლობ რომ კითხულობ პოსტებს..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s