ძნელი ყოფილა..

large (1)ძნელი ყოფილა, როდესაც იგებ რომ გატყუებენ. თუნდაც უმნიშვნელოს მაგრამ გატყუუებენ, განსაკუთრებით, როდესაც ისეთი ადამიანი გატყუებს რომლისგანაც ყველაზე ნაკლებად მოელი. შეიძლება ტყუილი ზედმეტად უაზრო არაფრის შემცვლელი მაგრამ “იმისგან” ნათქვამი ბევრად დიდი და ყველაფერი გახდეს.  ძნელი ყოფილა, როდესაც სიმართლეს სხვისგან იგებ.

ძნელი ყოფილა იმის გააზრება, რომ არავის იმედი არ უნდა გქონდეს ცხოვრებაში.  ძნელი ყოფილა გადაწყვეტილებების სწორად მიღება. ძნელი ყოფილა “გაზრდა”.   უფრო ძნელი კი ის ყოფილა როდესაც გრძნობებში ვერ ერკვევი, არ იცი რა იქნება მომავალში და ღირს თუ არა რომ ურთიერთობა გააგრძელო ადამიანთან, რომლის მიმართაც რას გრძნობ არ იცი, უფრო ძნელი კი მარტოობა ყოფილა, ყველა რომ “შენთანაა” და თა არავინ არაა, თავს რომ ზედმეტად გრძნობ და გინდა დაიჯერო ეს ყველაფერი შენი ფანტაზიის ნაყოფია ანდა რთული პერიოდის  ბრალია. ბოლოს კი იმ დასკვნამდე მიდიხარ, რომ თურმე არც არაფერი ყოფილა ფანტაზიის ბრალი და არც ასეთი რთული პერიოდი არ გაქვს.

აბიტურიენტობა არა მაგრამ სახლში მშვიდი ადგილის პოვნა და სიზარმაცისთვის თავის დაღწევა მართლაც ძნელი ყოფილა..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s