..და მაინც “ყველაფერი კარგად იქნება”

ყველაფერს ვიფიქრებდი იმის გარდა რომ 18 წლის ასაკში დავიღალე თქო ვიტყოდი. დავიღალე არა რამე ფიზიკური შრომით არამედ.. ხო აი ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ჯერ კიდევ ვერ ვხვდები რითი დავიღალე უბრალოდ ფაქტია, რომ დაღლილი ვარ.

დავიღალე სკოლაში სიარულით  ტრანსპორტის ლოდინით და დაგვიანებით დავიღალე. უაზრო, დამღლელი, არაფრისმომცემი გაკვეთილებით, ცარიელი სახეების და უსიცოცხლო სხეულების ყურებით. ამ ხალხის უაზრო დაღლილობით სავსე გამოხედვამ, უსიცოცხლობამ, უსიცოცხლისხალისიანობამ, უუნარობამ და სიზარმაცემ იმდენად დამღალა ჩემი დაღლის რეალური  მიზეზებიც კი დამავიწყდა.. მასწავლებლებთან სიარულზე მეტად გზა მღლის, მეცადინეობაზე მეტად კი გაჩერებაზე დგომა მეზარება. ტემპერატურის დაცემამ გამოიწვია ხალხის გაციება თუ “დროა ახლა ასეთი”-ს უნდა დავაბრალო არ ვიცი მაგრამ  2-3 თვეა ყველას სხვანაირად ვუყურებ სხვა მხრიდან, ზოგი უფრო მომწონს ზოგში კიდევ იმდენი უარყოფითი დავინახე რომ,,

არადა ყოველთვის მეგონა რომ მე 12 კლასი ყველაზე კარგად გამახსენდებოდა, როგორ ველოდებოდი ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხაროდა მე 12 ში რო გადავდიოდი, ახლა ვხვდები რომ ტყუილად..

პრინციპში მართალი ყოფილა წინასწარ არაფერი არ უნდა დაგეგმო არ აგიხდებაო, ზაფხულის გეგმების არ იყოს და არც აბიტურიენტობა გამოდგა ისეთი როგორიც წარმომედგინა.

სულ მიკვირდა ხალხი რომ ამბობდა სკოლის დამთავრება გვინდაო, ვერ ვიტან სკოლასო და ასე შემდეგ, რას ვიფიქრებდი რომ როდესმე სკოლის უაზროდ გაცდენის სურვილი გამიჩნდებოდა ან გაკვეთილების მალე დამთავრებას ვიატრებდი, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, ზედმეტად გვიან ვხვდები მგონი მე რაღაცეებს. მიუხედავად ჩემი ფიქრებისა იმის შესახებ, რომ ადამიანები ძალიან იშვიათად იცვლებიან ფაქტია რომ “შეცვლილ” ადამიანებში შევდივარ მეც. ეს ფაქტი ერთისმხრივ მომწონს მეორეს მხრივ მაწუხებს.

გაგიკვირდებათ და ასე მგონია 18ის რაც გავხდი მას მერე მართლა გავიზარდე, სასაცილოდ ჟღერს მაგრამ სრულწლოვანი აშკარად სხვანაირად ვუყურებ სხვადასხვა საკითხებს, და უფრო დამოუკიდებლადაც ვგრძნობ თავს.

მგონი ყველა თემას მივედ-მოვედე რაც თავში მომივიდა წერის დროს პირველი მსოფლიო და ცივი ომების გარდა, რომლებიც აუცილებლად უნდა ვისწავლო ახლა.

XO

2 thoughts on “..და მაინც “ყველაფერი კარგად იქნება””

  1. იმდენად დიდ ” სიამოვნებას არ მანიჭებს ამის კითხვა ” ლიტერატურული ” თვალსაზისით ” რამდენადაც ” ავტორში ” შჶნში მომხდარი ცვლილებების თვალყურის დევნება ^_^ წინასწარ რომ არაფერზე არ უნდა გააკეთო დასკვნები მაგაში გეთნხმები იმაშიც გეთანხმები რომ ზოგჯერ ( უმეტესადაც კი ) ცხოვრება ძალიან დამღლელია მიკვის ერთი რომ შჶნ ეს ყველაფერი სრულწლოვანების მხოლოდ 18 წლის ასაკში შეამჩნიე

    პს. ერთგული მკითხველი

    1. მაინც მიხარია ცხოვრება! მაინც კარგად ვიქნები! :დ მაინც არ მიცემ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ დეპრესიაში ვიყო და მელანქოლიამ შემპმიტიოს! ყველაფერი კარგად არის! :დ

      მადლობ რომ ჩემი ბლოგის ერთგული მკითხველი ხარ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s