სად წავიდოდი..

ახლა დიდი სიამოვნებით გავიდოდი გარეთ, ხალხი არ არის, წვიმს, გადაჭარბებული თუ არ იქნება ვიტყვი გაზაფხულის შხაპუნა წვიმაა-თქო. წარმოიდგინე, რომ მიდიხარ ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე და თან მუსიკას უსმენ,  ან უბრალოდ  წვიმის ხმით “ტკბები”..  გავიდოდი თუნდაც მარტო ან საყვარელ ადამიანთან ერთად, მაგრამ,  ვინაიდან და რადგანაც ჩემთვის “საყვარელი ადამიანი” ისევ მე ვარ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება ისევ მაარტო გასვლა იქნებოდა.  იქნებოდა, მაგრამ არასდროს არ იქნება,  იმიტომ რომ ღამე მარტო პირველი, რომ არავინ გამიშვებს და მეორე – მ ე შ  ი ნ ი ა!

მაგრამ ეს ყველაფერი ახლა 8 მარტს დილის 2:11 წუთზე, საერთოდ კი წავიდოდი ვენეციაში, კუზკოში, კუბაში, იაპონიაში, ეგვიპტეში, ბერლინში,  პრაღაში, საკრამენტოში.. რამდენი ადგილი ყოფილა სადაც წასვლა მინდა  თურმე.. მაგრამ ყველაფერს აქვს კონკრეტული მიზეზი რატომ მინდა ამა თუ იმ ადგილზე წასვლა, რომლებსაც ნელ-ნელა შემოგთავაზებთ მომდევნო პოსტებში, ანუ მომდევნო 8 პოსტი სავარაუდოდ იმ ქვეყნებს მიეძღვნება სადაც მინდა რომ აუცილებლად მოვხვდე .. და ბოლოს გილოცავთ 8 მარტს!

3 thoughts on “სად წავიდოდი..”

  1. ღამე, წვიმა, მუსიკა… რა ჯობია ^_^ შენ ჩამოთვლითაგან რამოდენიმეს ნახვა მეც მინდა . ჰო და კიდევ ნინიკო 8 მარტს გილოცავ, შენ და ბლოგი ერთად იზრდებით ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s