როგორც ყველა პოსტი..

-გამარჯობა.                                                                                                                როგორ ხარ(თ)?                                                                                                                მიხარია თქვენი კარგად ყოფნა                                                                            მეც არამიშავს..

ხანდახან ვფიქრობდი ფლეგმატიკი (უგრძნობი ადამიანი) ვარ-მეთქი, მაგრამ  2014-მა წელმა მგონი სენტიმენტალური გამხადა, მეც მიკვირს როგორ შეიძლება ერთმა დღემ შეგცვალოს, არასდროს მიყვარდა ახალი წელი. არადა ისეთ რაღაცებზე მიჩუყდება გული აქამდე რომ წარმოუდგენელი იყო ჩემთვის..  სიმართლლე გითხრათ და ეს სიახლე არც მახარებს და არც მაშფოთებს, მემგონი კარგიც არის არა? მესამე თვე იწურება და ჯერ კიდევ ვერ მივხვდი რამ გამოიწვია ეს ცვლილება.  რაღაც უცნაურ ხასიათზე ვარ წელს, თან მომწონს თან არა, ეს მარტიც ისეთი “ჩემეულია” როდის გამოიდარებს და როდის მოიღრუბლება რომ ვერ მიხვდები ყველაზე მეტად მაგიტომ მიყვარს.                                                                                                                  არვიცი რამდენად გასაკვირია, მაგრამ კეტები  წელს პირველად რომ ჩავიცვი სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი-თქო რომ ვთქვა მაინც ვერ გადმოვცემ იმ სიხარულს რასაც მაშინ ვგრძნობდი.. მერე წვიმაც მოვიდა. მე, წვიმა, მუსიკა..  თან ისეთი აჟიტირებული ვიყავი.. ქართულის გაკვეთილზე ჯემალ ქარჩხაძის “იგის” განვიხილავდით და უცებ სიყვარულზე დავფიქრდი.  იგის და ნის სიყვარულზე კიარა აი ზოგადად სიყვარულზე, (ხანდახან მგონია რაღაც-რაღაცეებს გვიან ვხვდები-თქო მერე ვუფიქრდები და ეს იმიტომ ხდება რომ აქამდე არ დავფიქრებულვარ და ამის გამო საკუთარ თავს ვუბრაზდები ხოლმე) იმდენად დიდი იყო ის გრძნობა რასაც იგი ნის მიმართ გრძნობდა, იმდენად “სულიერი”,  (ანუ ხორციელი სიამოვნება არ იყო იგისთვის მთავარი) შუა მსჯელობაში ისეთმა გახარებულმა წამოვიძახე მივხვდი-მეთქი ჩემი თავის შემრცხვა კიდეც,  როგორ მიყვარდა და ასმაგად მეტად მ იყვარს ახლა ეს ნაწარმოები.  აი იგის რომ ნისგან ის არ უნდოდა რაც სხვებს უნდოდათ და მხოლოდ მისი ყურებით იყო ბედნიერი მისი სიახლოვით, თვალებს რომ ვარსკვლავებს და თმებს ფოთოლცვენას უდარებდა, ნი იგის იდეალი იყო რომელიც წამიმერად დაინგრა, მართალია შემდეგ ისევ ძველი სახე დაიბრუნა მაგრამ მაინც .. ყველაზე გახარებული იმიტომ ვიყავი რომ  უცებ თავიდან გავაცნობიერე ის უკვე გამჯდარი ფაქტი რომ სიყვარული სულიერი კავშირია, და არა ხორციელი, რომ სიყვარული სხვაა, სხვანაირია.. არა სიყვარულზე ლაპარაკი ფაქტია არ გამომდის.. (ვერ გადმოვეცი ჩემი სიხარულის მიზეზი წესიერად მაგრამ უნდა მეთქვა, როგორც შევძლებდი ისე მაინც.. )

^^

ახლა მეც მოუსვენრად ვარ, რაღაც მაწუხებს ალბათ, ოღონდ იგისგან განსხვავებით არ ვიცი რა.

”საცა იყო, იქ ყოფნა არ უნდოდა; იქ უნდოდა, საცა არ იყო. მაგრამ როგორც კი მივიდოდა იქ, საცა არ იყო, უკვე იქ იყო, საცა იყო, და იქ ყოფნა აღარ უნდოდა.”

 

p.s როგორც ჩემი პოსტების უმეტესობაში აქაც გაურკვეველია რაზე “ვცადე”  დაწერა..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s