გარეგნობის მნიშვნელობა ურთიერთობაში ანუ აქვს თუ არა არსებითი მნიშვნელობა ვიზუალურ მხარეს

ალბათ დამეთანხმებით რომ პირველი ეფექტი ყოველთვის ვიზუალურია. ნურავინ იტყვის რომ არ აქვს მნიშვნელობა თავისი მეორე ნახევრის/მეგობრის გარეგნობას  რადგან ყველამ კარგად ვიცით რომ ადამიანზე პირველ წარმოდგენას მისი სულიერი სამყარო ვერ შეგვიქმნის.

მგონი ყველა გოგოს უოცნებიან სიმპატიურ მოკლედ რომ ვთქვათ “თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე” ბიჭებს კი.. მოკლედ ბიჭებსაც ექნებათ ეგეთი ოცნებები ქერა ცისფერთვალება ან შავგვრემან ან ამ ბოლოს  რაღაც მოდაში შემოსულ წითურ გოგოებზე,  მაგრამ ეს ყველაფერი ღრმა ბავშობაში ხდება. ნელ-ნელა კი ასაკის თუარა ჭკუის მატებასთან ერთად რაღაც-რაღაცებზე წარმოდგენა გვეცვლება ვარდისფერ სათვალეს რმელიც ზოგს სულ არ კეთებია ვიხსნით და ცხოვრებას სხვანაირად ვუყურებთ.

არცთუ ისე ცოტა შემთხვევა ყოფილა როდესაც ამ თემაზე მილაპარაკია, ისიც კი მითქვამს რამნიშვნელობა აქვს როგორი იქნება ადამიანი გაარეგნულად მთავარია გავუგოთ ერთმანეთს და აზროვნებდეს თქო მაგრამ შესასრულებლად იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა. მინახავს ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია გარდა გარეგნობისა. ზოგი ამბობს მთავარია ურთიერთობაში გაუგოთ ერთმანეთს და სხვა ყველაფერი უმნიშვნელოაო. მერე იმასაც აყოლებენ ადამიანს კარგად რო გავიცნობ გარეგნობას მნიშვნელობა აღარ აქვს ამიტომ ვცდილობ სიმპატიურები/ლამაზები გავიცნოო.let me explore your mind

ამ რამდენიმე დღის წი ვფიქრობდი და უცებ აღმოვაჩინე რომ როგორი დამოკიდებულებაც გაქვს ადამიანთან ისეთად გეჩვენება ანუ ვთქვათ მომეწონა სიმპატიური ბიჭი და თავიდან ძალიან კარგი გეჩვენება მერე აღმოაჩენ რო რაღაც ხასიათებით ვერ უგებ და ბოლოს იქამდე მიდიხარ რომ არც ისე სიმპატიური არ ყოფილა :დდ ანალოგიურის თქმა შემიძლია როდესაც აადამიანი არ არი გამორჩეული თავისი გარეგნობით მაგრამ როცა გაიცნობ იმნდენ დადებითს დაინახავ რომ ვიზუალურადაც უფრო ლამაზი და კარგი გეჩვენება, არ ვიცი თუ დაკვირვებიხართ მაგრამ ჩემ  შემთხვევაში ასე მოხდა.

ღრმა ბავშვობაში მეც მიოცნებია იდეალურ შეყვარებულზე და ეს ნამდვილად არ მეამაყება, მაგრამ ახლა რომ ვუკვირდები ჩემი მეორე ნახევარი არ იქნება იდეალური, არც ვეძებ ასეთს, შეიძლება სიგარეტსაც ეწეოდეს როცა საჭირო იქნება იგინებოდეს და ჩხუბობდეს ხოლმე იქნებ “ტო”-ებითაც ლაპარაკობდეს. არც უსიმპატიურესს ვეძებ არც მდიდარს და არც უგზო-უკვლოდ განათლებულს.

მაგრამ ალბათ ეს ყველაფერიც დროებითია ისევე როგორც თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე ოცნება. მე მჯერა რომ ნამდვილი სიყვარულისა და მეგობრობისთვის გარეგნული შეზღუდვები არ არსებობს.

3 thoughts on “გარეგნობის მნიშვნელობა ურთიერთობაში ანუ აქვს თუ არა არსებითი მნიშვნელობა ვიზუალურ მხარეს”

  1. საინტერესო მოსაზრებაა ბევრ რამეში გეთნხმები კიდეც მეც ხშირად დამმართნია ის როგორც შენს პოსტში წავიკითხე, ადამიანის გარეგნობა ჩემს თვალში ჩემივე დამოკიდებულებისამებრ იცვლება მის ხასიათთან და ზოგადად შინაგან სამყაროსთნ. სიმართლე გითხრა მეც ბევრი მიფიქრია სილამაზესა და მის წარმავალობაზე . სილამაზე რომ სულიერებაზე ეფექტურია მაგას მტკიცება არ სჭირდება ხშირად მიძებნია ლამაზ ადამიანში შინაგანი სამყაროს დადებითი მხარეები და პირიქით. იმაშიც გეთნხმები რომ შეუძლებელია შენს გვერდით იდეალური ადამიანი იდგეს , შეუძლებელია არა იმიტომ რომ ასეთები ცოტანი , არამედ იმიტომ რომ არ არსებობს სიტყვა იდეალური რადგანაც იდეალი შენს გონებაში იბადება და ის მრავლადაა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ასეც რომ არ იყოს შენთვის იდეალური შეიძლება ჩემთვის არაფერს წარმოადგენდეს ამას კი ისევ ამ სიტყვის ამაოებამდე მივყავართ. მოკლედ კარგი პოსტია და კარგი მოსაზრებებია .

    1. მადლობა, გეთანხმები, არ არსებობენ იდეალური ადამიანები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s