ქართველი “ვაჟკაცი”

ჩემს ეზოში ჩხუბობენ.  ისევ.  არა ნამვიდლად აღარ მიკვირს, მიეჩვია ალბათ თვალიც და ყურიც. მალე ალბათ ერთი პოლიციის შენობის ჩემს ეზოში ჩადგმას ან კიდევ არ ვიცი რამე მსგავსს  მოვითხოვ, მერე იტყვიან საზღვარგარეთ ყველაფერზე პატრულში რეკავენო. არადა წინა ჩხუბის დროს პატრულში რომ დაერეკათ ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭი რომელიც  მაღაზიაში  მიდიოდა და შემთხვევით შეესწრო ჩხუბს და გაშველება გადაწყვიტა თვალს არ დაკარგავდა. მართლა მიკვირს როგორ შეუძლიათ კაცებს  ჯერ ერთმანეთი დალოცონ, ღვთისმშობლის და საერთოდ მშობლის სადღეგრძელო დალიონ და 1-2 საათში აგინონ ერთანეთს მეორე დღეს კი  ისევ ძმობას ეფიცებოდნენ ერთმანეთს.  ხანდახან რომ ვუფიქრდები მგონია რომ არაფერი აღარ მიკვირს, მაგრამ მერე ისეთი რამე მოხდება იძულებული ვხდები ეგ ფიქრი თავიდან ამოვიგდო ისევ.  აი TV11-ზე რომ გადის “ქართველი ვაჟკაცი” ეგეთი მყოლია ეზოში და ვერ ვხედავდი, ნუ კარგი, სასმელს დავაბრალოთ დღევანდელი საქციელი. ჩხუბი რატომ დაიწყო იცით? “მამა როგორ შემაგინა ჩემი დედაო..” ერთმა თქვა :))) ჯერ კიდევ გაოგნებული ვარ. ვიდეო უნდა გადაიღონ  ბოლოში წარწერით  ქართველი ვაჟკაცი მშობლებს პატივს ცემს, ან ქართველი ვაჟკაცი არავის აპატიებს მშობლის შეურაცხყოფას. მოკლედ ერთი  კარგი ვიდეო გამოუვათ რა. მერე იტყვიან ქალებს რა უნდათ ვერ გაუგიათო, ჩამოუყალიბებლები არიანო, დიახ ასეა,  მაგრამ ის კაცები მაინც არ უნდა ამბობდნენ მაგას დედის გინებისთვის პასუხს ჩემი დედათი რომ ითხოვენ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s