ილიას დავესესხები და “კაცია ადამიანი?!”

ახლა მოგიყვებით ამბავს თუ როგორ დავკარგე წარმოდგენა 2 ადამიანის გამო მთელს კაცობრიოაბზე (90% ზე მაინც).

ერთი კვირა გავიდა მას მერე, ისტორიიდან გამოსული ანას ველოდებოდი, დაახლოებით 9 საათი იყო ან 10 ის ნახევარი, სახლში ერთად ვაპირებდით წამოსვლას, ხიდზე გადმოვდიოდით პატარა ბავშვი რომ შევნიშნეთ ცოტა მეუცნაურა ამ დროს რა უნდა აქ-მეთქი, ანასაც ვუთხარი, მაგრამ უკან ქალი და ბავშვი მოყვებოდნენ და ალბათ ერთად არიანო მითხრა ერთხელ მივიხედე და ფეხი რაღაც ორმოში ჩაუვარდა, მერე წინ რომ გავიხედე და იმ ქალმა და ბავშვმა გადაუხვიეს უკვე მოაჯირზე ადიოდა და თან მტკვრისკენ იყურებოდა,  არ ახვიდე-მეთქი ისეთი ხმით ვუთხარი მეც გამიკვირდა,  მოკლედ არ ვიცი  აპირებდა ეს ბავშვი გადახტომას  თუ არა, მაგრამ რამე რომ დამართნოდა ნამდვილად ვერ გადავიტანდი.. საბოლოოდ სახლამდე მივიყვანეთ და იქ იყო ერთი ამბები პატრული და სამეზობლო შეკრებილი, ქალები ოღონდ, კაცები მწვადს წვავდნენ ქეიფობდნენ და შეშფოთებას გამოთქვამდნენ ალბათ ევროპის ანდა ამერიკისავით🙂 გაგიკვირდებათ და დედა ბავშვს არ ჩახუტებია, 8 წლის გოგონა იყო, მაგდა..  სულ სიკვდილზე ლაპარაკობდა ბებიამ მიყვებაო.. როგორც შემდეგ მივხვდი და გავიგე 6 წელი წასული იყო დედამისი და 1 თუ 2 თვის ჩამოსული ან იქნებოდა ან არა,  პირველი რეაქცია რაც ამ ქერა ნაწნავებიანი ბავშვის დანახვისას ჰქონდა ის იყო რომ დაარტყა, რომ მახსენდება დედამისზე მეტად ჩემთავზე ვბრაზდები, და პატრულზე რა თქმა უნდა, უყურებდნენ ლამის როგორ ცემა დედამ შვილი და ხმა არ ამოუღიათ. თავიდან ვიფიქრე აფექტის მდგომარეობაში იყო და იმიტომ თქო, მაგრამ დაკარგულ შვილს რომ დაინახავ აფექტის მდგომარეობაში უნდა დაარტყაა? თუ უნდა ჩაეხუტო და თბილად დაელაპარაკო?  დაახლოებით ნახევარი საათი ისე ველაპარაკეთ ბავშვს დედა თავიდან შევაყვარეთ, არაფერს მოვატყუებო ყველაფერს ავუხსნი და არ მცემსო, მაგრამ შენც არ მომიკვდე!! იმდენად გაუცხოებული იყო დედა რომ ასე თქვა 6 წელი გაზარდეს ჩამოვედი და მე უნდა დამეკარგოსო? მერე პირადობა პატრულს არ გაყვესო.. ამ დროს მეზობლები ეხუტებოდნენ ბავშვს.  დედა წინ და უკან დადიოდა არც გახსენებია ბავშვთან მისვლა, ერთი-ორი დაარტყა, თმა მოქაჩა თუ მოწიწკნა თუ რავიცი და მორჩა.. ისტორიის და სამოქალაქოს მასწავლებლებთან ვსაუბრობდი მსგავს თემაზე შემდეგ და მოვუყევი რაც მოხდა, ასე მითხრეს ყველა მაგას არ გააკეტებდა ბევრი გვერდზე ჩაუვლიდა და არც მიაქცევდა ყურადღებასო, გავოცდი, როგორ უყურებდნენ პატარა გოგონას რომელიც მოაჯირზე იყო გადაყუდებული და არაფერს იზამდნენ-მეთქი? უსახური!

დღეს კიდევ ჩემი ორი ნაცნობი (შეყვარებულები არიან) ყვება რომ თურმე 1-2 თვის წინ ქართულიდან რომ მიდიოდნენ დაუნახავთ როგორ ცემდა ბიჭი გოგოს, იქვე რამენიმე ბიჭი მდგარა კიდევ, გოგოს დაუძახია ამათი დანახვისთანავე პატრულში დარეკეთო, მერე უკან რომ მიუხედავთ გოგოს ბუჩქებისკენ მიათრევდნენ, აბა გამოიცანით რა ქნა ამ “საყვარელმა” წყვილმა. რა თქმა უნდა არ დარეკა პატრულში. აი მაშინ დავრწმუნდი რომ ყველა კაცი ადამიანი არ არის, დავრწმუნდი რომ სამოქალაქოს მასწავლებელი მართალი იყო რომ მითხრა ყველა არ მივიდოდა იმ ბავშვთან და არ გაარკვევდა რა სჭირდაო, დავრწმუნდი და გამახსენდა ქართულის მასწავლებლმა რომ თემა დაგვაწერინა ადრე “ყველა ვინც ძალადობაზე თვალს ხუჭავს თვითონ ხდება ძალადობის მსხვერპლი” მერე უცებ მოვიშორე ეს ფიქრები თავიდან, მაგრამ მას მერე ისე საშინლად ვგრძნობ თავს იმდენად გაოცებული ვარ როგორ ჩეიძლება მსგავს რამეზე თვალი დახუჭო. ილიას დავესესხები და მართლაც “კაცია ადამიანი?!”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s