დამთავრებული(?) აბიტურიენტობა

გამოცდები დავამთავრე დღეს. აღარ ვარ აბიტურიენტი? თუ რომ ჩავირიცხები უნივერსიტეტში მერე აღარ ვიქნები? თუ პასუხების გაგებამდე აბიტურიენტი ვარ? თუ უნივერსიტეტში რომ მივალ მას მერე აღარ ვარ აბიტურიენტი ? თუ? არა მართლა მაინტერესებს როდის მთავრდება აბიტურიენტობა (თუ უკვე არ დამთავრდა). მემგონი მომენატრება :დ არა,მემგონი კიარა მართლა მომენატრება, სულ გადარბენაზე ყოფნა, ბევრი ახალი ნაცნობი,  გათენებული ღამეები (ხან მეცადინეობაში, ხან ისე). ალბათ არარსებული ბანკეტი და ასევე არარსებული მეგობრული კლასელებიც მომენატრებიან. ყოველ დილით სკოლაში დაგვიანება, 9 დან 9 მდე სახლში ვერ შემოსვლა, დიდ დასვენებაზე პირველი რომ გავრბოდი ბუფეტში და დირექტორის მონოლოგებს რომ ვუსმენდით მთელი სკოლა ფოიეში ეგეც მომენატრება(ალბათ).  არმიღებული სკოლის სტიპენდია და გაჩერებებზე გატარებული დროც. არადა არც დიდი გადასარევი აბიტურიენტობა არ მქონია, ერთი ჩვეულებრივი წელი იყო, მგონი. exams_over_da_id_by_pigeons_and_chives

რა უნდა ვაკეთო ახლა? მას მერე რაც გავიაზრე რომ ტყუილად ვწუწუნებ და შეცდომებს ვერ ვუშველი პირველი ეგ კითხვა დავუსვი საკუთარ თავს, რა უნდა ვაკეთო ახლა. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ პასუხები სანამ დაიდებოდა “მოვკვდებოდი ნერვიულობით” მაგრამ, ერთადერთი რისი ქულაც მაინტერესებს ისტორიაა (ჯერ არ დადებულა ტესტები თორემ მაგაზეც არ ვინერვიულებდი)..

რა ამ თემის გაგრძელებაა, მაგრამ ახლახანს დავაკვირდი რომ ყველაფერს პოსტის წერის დროს ვაკვირდები :დდ აი დავიწყე ერთ თემაზე წერა მერე რაღაც ახალი აღმოვაჩინე გადავერთე იმაზე, მერე კიდე ახალი და ა.შ. ისიც აღმოვაჩინე რომ როდესაც წინასწარ ვიცი სათაური არასდროს არ გამომდის ის პოსტი ან სათაურის შეცვლა მიწევს, ვიწყებ ერთ თემაზე წერას და მეათე თემით ვამთავრებ.

 

2 thoughts on “დამთავრებული(?) აბიტურიენტობა”

  1. ამ პოსტის თავისებურობა განვლილ ერთ წელს და გამოცდებისგან მიღებულ ემოციას დავაბრალოთ ^_^ ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s