ტკბილი გაღვიძება

   სადაც ტკბილ ძილს, ძილინებისას, ლამაზ სიზმრებს, უფალი გფარავდესს და მსგავსს ვეუბნებით ერთმანეთს ღამე დამშვიდობებისას  რატომ არ შეიძლება “ტკბილი გაღვიძება” ვუსურვოთ? როცა იცი, რომ შენ მიერ გაგზავნილი ესემესის ნახვას ადრესატი მხოლოდ გაღვიძების შემდეგ მოახერხებს, რატომ არ შეიძლება ტკბილი გაღვიძება უსურვო მას? აი სულ ახლახანს დავფიქრდი იმაზე თუ როგორია ტკბილი გაღვიძება, ისეთი ნამდვილად არ აღმოჩნდა, ლამაზ სიზმარს რომ ნახავ და ბედნიერს რომ გაგეღვიძება, უფრო ისეთია რამე საშინელება რომ დაგესიზმრება და ერთი სული გაქვს გააცნობიერო რომეს უბრალოდ სიზმარია.

ტკბილი გაღვიძება პირველ შემთხვევაში გაღვიძება სასიამოვნოზე მეტად უსიამოვნო ხდება, რადგან აცნობიერებ, ეს ყველაფერი სიზმარი იყო და ისევ “დამპალ რეალობაში” გიხდება დაბრუნება, ოცნებიდან/სიზმრიდან რეალობაში დაბრუნება კი იმაზე ბევრად უფრო რთული და მტკივნეულია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანას, ვიცი, რომ ტყუილად ვხსნი, რადგან ყველას ქონია მომენტი, როდესაც ოცნებაში ჩაფლულები იძულებული ხდება არცთუ ისე სასიამოვნო რეალობაში დაბრუნდეს. სწორედ ამ მიზეზის გამო არ მიყვარს ოცნება (თან, ხომ იცით, ოცნებები არ ხდება, მარტო სურვილები..) ხო რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ცოტა უცნაურიც არის, როგორ შეიძლება იყოს საშინელი სიზმრის შემდეგ გაღვიძება ტკბილი. აი ასე, მარტივად, ხვდები რომ ყველაფერი ცუდი სიზმარი იყო და ცხოვრებაში მსგავსი საშინელება არ მომხდარა, შეიძლება არც მოხდეს და ამ “დამპალი ცხოვრებითაც” ასე თუ ისე იმაზე მეტად კმაყოფილი ხარ ვიდრე დაძინებამდე იყავი.

  ჰო, კიდევ არსებობს “ტკბილი გაღვიძებები” და იმათზეც დავწერდი, მაგრამ მე ძირითადად მარტო რომ ხარ და მაინც ტკბილად იღვიძებ ისეთები მხიბლავს ამიტომ მხოლოდ ამით შემოვიფარგლები.

  

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s