სიკვდილი მაინც არ დავარქვათ გარდაცვალებას

გარდაცვალებაბევრჯერ ვცადე სიკვდილზე დამეწერა რამე, არც ისე ადვილი ყოფილა, არ ვიცი ჯო კოკერის 70 წლის ასაკში გარდაცვალებამ გადამაწყვეტინა თუ ამ ბოლოს აკვიატებული ფიქრების ბრალია, მაგრამ სიკვდილზე ლაპარაკის/ფიქრის მიდრეკილებასთან ერთად პოსტის წერის სურვილიც აღმოვაჩინე საკუთარ  თავში.

პირველად ძაააალიან რომ განვიცადე ადამიანის გარდაცვალება ცამეტი წლის ვიქნებოდი დაახლოებით. არ ვიცი, რატომ მეწყინა ასე ძალიან ჩემი კარის მეზობელი ირაჩკას გარდაცვალება, რომელთანაც არცისე ახლო ურთიერთობა არ მქონდა, მაგრამ  ფაქტი ერთია, პირველად სწორედ მაშინ გავიგე გარდაცვალების “გემო” ან გავიგე კი საერთოდ?

“ყველაფერს აქვს დადებითი მხარე”- ამაზემაგარი მხოლოს “უმიზეზოდ არაფერი ხდება” მახსენდება ..

ხალხთან არც  ისე ახლო ურთიერთობის ქონა ცუდია, უმეგობრობა, სოციალური კაპიტალის სიმცირე.. მაგრამ დადებითი ის არის რომ როდესაც საყვარელი ადამიანები არ გყავს ვერც მათი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს გრძნობ.

ხანდახან ისეთი ადამიანის დაღუპვა მეწყინება,  თავადაც რომ ვერ გავიაზრებ,  უცნობი ადამიანი, რომელიც დანახულიც არ მყავს და მასზე რამის ცოდნაზე ლაპარაკი ზედმეტია ასე ძალიან რატომ მტკივა. ანდა “უცნობი” უფრო მტკივა თუ მისი ნაცნობები ახლო მეგობრები და მშობლები, ნათესავები ..

დედამიწა ყოველდღე ცარიელდება

დედამიწა ყოველდღე ცარიელდება

დედამიწა ყოველდღე ცარიელდება

ამ სიტყვებს გულში უამრავჯერ ვიმეორებ და ვხვდები აღარ მინდა მესმოდეს რაიმე სიკვდილზე, ვიცი, გარდაუვალია და ვერავინ გავექცევით..

ისეთი ადამიანი არ დამიკარგავს (გარდაცვალებას ვგულისხმობ მხოლოდ) რომელიც ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანი ყოფილა ჩემთვის, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანების მშობლების,  მეგობრების, ნათესავების დაღუპვას იმაზე მეტად განვიცდი ვიდრე ჩემთავს შეუძლია წარმოიდგინოს.

2 thoughts on “სიკვდილი მაინც არ დავარქვათ გარდაცვალებას”

  1. ვცდილობ, რომ სიკვდილზე ფიქრს შევეშვა. ადრე თუ გვიან, ის მაინც მოვა. ისე, საინტერესოა, სიკვდილის შემდეგ რა ხდება. ასე უბრალოდ, ქრება ადამიანი? ქრება მთელი მისი ისტორია? თუმცა, ჯობს იმას დავჯერდე რაც ვიცი🙂
    პ.ს. გესტუმრები ხოლმე.

    1. ვცდილობდი მეც და ერთი პერიოდი გამომივიდა კიდეც.. უბრალოდ ამ ბოლოს ისევ იმდენი ადამიანის დაღუპვის ამბავი გავიგე..
      “ჯობს იმას დავჯერდე რაც ვიცი” ჰო, მართლა მასე ჯობია..
      პ.ს სიხარულით დაგხვდებით ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s