ის დღე 19 წელი რომ ველოდი.

ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება, უფროსწორად ყველაფერი ხომ შეიძლება მოხდეს და როდესღაც  ეს “ყველაფერი” ხომ პირველად ხდება.  მერე შეიძლება ეს პირველად მომხდარი ერთადერთად გადაიქცეს ან იმდენად ყოველდღიური გავხადოთ, რომ ვერ ისიც ვერ გავაცნობიეროთ, ოდესღაც “ამის” გარეშე ვცხოვრობდით. უბრალოდ არ ვფიქრობთ ხოლმე ასეთ თემებზე, მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა რამეზე ფიქრს გავურბივართ, ან ვცდილობთ გავექცეთ, დავფიქრდებით ხოლმე მსგავს რამეზე. არა განა რამეს შეცვლის იმაზე ფიქრი, რომ  ოდესღაც პირველად იტირე ტკივილის შესამსუბუქებლად ან  პირველად იტკინე რამე, მაგრამ მაინც.lallaaa

ჩემს ოქროს დაბადების დღესშევხვდი იმედით, რომ რაიმე განსაკუთრებული მოხდებოდა, რაიმე განსხვავებულის აღმოჩენის, დასამახსოვრებლის გაკეთების და საერთოდ პოზიტიური დღის იმედი მქონდა. მოვიტყუები თან ძალიან რომ გითხრათ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა მეთქი, იმასაც მოვიტყუები ახალი არაფერი არ აღმომიჩენია მეთქი და იმასაც პოზიტიური დღე არ იყო  მეთქი რომ ვთქვა. აი ისეთი დღე იყო მოკარგო მოგონებები რომ დაგრჩება, მაგრამ ფაქტია წინა 18-ს ჯობდა. როგორ ველოდი ამ დღეს, სულ მეგონა უმაგრესი დღე იქნებოდა, 19 წელი იმხელა ასაკი მეგონა აი იმაზე დიდი, ყველაზე ჩამოყალიბებული მეგონა რომ ვიქნებოდი, სამსახურით მარტო ცხოვრებით და რავიცი,  სულ იმას ვიძახდი მაგარ დროს მაქვს ოქროს დაბადების დღე მეთქი, ალბათ ზედმეტად დიდმა მოლოდინებმა გამოიწვიეს ჩემი ასეთი განწყობა მაგრამ..  ისევ თავს ვიმართლბ, მე ხომ უბრალოდ ვერ ვიტან ჩემს დაბადების დღეს .

ასე მგონია მე თვითონ ვირთულებ ცხოვრებას, აი ასე უბრალოდ, შეიძლება ბევრი რამ უფრო მარტივად მოხდეს მაგრამ მე ყველაფერს ვართულებ,  ვურევ, ვხლართავ.

დედაჩემთან ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია, მაგრამ ამბოლოს ვატყობ, გიჟი ვგონივარ. აი ასე, გიჟად მთვლის მგონი. ოღონდ ისეთ გიჟად არა, მე რომ ვამბობ ხოლმე, დადებით და პოზიტიურ კონტექსტში.

პ.ს ბლოგი 3-ის არის უკვე, აი იმ ასაკშია ბავშვები ყველაზე საყვარლები რომ არიან ხოლმე, ეშველოს იქნებ ამასაც რამე ^_^ :დდ

 

4 thoughts on “ის დღე 19 წელი რომ ველოდი.”

  1. ” პ.ს ბლოგი 3-ის არის უკვე, აი იმ ასაკშია ბავშვები ყველაზე საყვარლები რომ არიან ხოლმე, ეშველოს იქნებ ამასაც რამე ^_^ :დდ ” – ” დიდი კაცია კუვე ” ^_^ :დდ წარმატებებს ვუსურვებ. იმედია ახლო მომავალში “შეგვაწუხებ” ახალი პოსტებით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s