“აჩკარიკა” მე

სამი რამ არ მაძლევს მოსვენებას პირველი არსებობდა თუ არა პერიოდი როდესაც ომი, ბრძოლა და უაზრო მასობრივი სისხლისღვრა არ იყო (და თუ არსებობდა დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი, მაგრამ ვაი რომ ჯერ ვერ აღმოვაჩინე ეგეთი პერიოდი და უფრო ვაი რომ ვერ ვცხოვრებ აღმოჩენის შემთხვევაში) მეორე, როდის მოვკვდები და მესამე რას ერჩის ჩემი უბანი, სანათესაო, სოფელი, ოჯახი და კიდე ვინ იცის ვინ აღარ, ჩემს სათვალეს :))ოთხთვალა მე ^^

ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მაწუხებს ამ მომენტში. მამაჩემს კიდევ ვერ დავაჯერე რომ მჭირდება და ექიმმა დამინიშნა და ყველა საღამოს “რატო გიკეთია შვილო ეგ სათვალე ნეტა გამაგებინა”-ს მეუბნება, ჩემი ძმა ძმაკაცებითურთ მეუბნება რომ მოვიხსნა, სოფელში არდადეგებზე რომ ჩავედი აღმოვაჩინე რომ არცერთ გოგოს იქ სათვალე (მხედველობის) არ უკეთია და არც კეთებია. ნუ ერთს მარტო და იმანაც თქვა რომ უბრალოდ ეკეთა, მოდის გამო. მერე მეზობლებმა გამარჩიეს იქ თურმე  რომ ჯერ პატარა ვარ და სათვალე როგორ მიკეთია მე საწყალს, თან რამხელა სათვალეა ნწ ნწ.. (არადა ბავშვების განყოფილებაში ვიყიდე რომ დიდი არ მქონოდა –– ) ნათესავები “მოიხსენი ერთი რა სათვალით დადიხარ”, “გჭირდებოდეს მანც”, “აყვა ესეც მოდას” და ა.შ  დედაჩემმა დამინახა თუარა მოიხსენი რა სათვალეში ვერ გიყურებო. ეს ყველაფერი იქით იყოს და იმდღეს მეზობელი მეძახის უკნიდან: ნინოო ბატონო-მეთქი და შევბრუნდი, სათვალე რატომ გიკეთია გჭირდება თუ ისეო მკითხა  მჭირდება-მეთქი ვუპასუხე. რატო მატყუებ მოდისთვის გიკეთიაო –– გავბრაზდი მაგრამ ძალიან მშვიდად ვუპასუხე-კარგი, მოდისთვის მიკეთია-მეთქი და გეთქვა მერე თავიდანვე რას მატყუებდიო, ტყუილი რომ არ მინდოდა იმიტო გითხარი რომ მჭირდებოდა-მეთქი ვუთხარი და წამოვედი -_- და კიდევ მსგავსი მრავალი და მრავალი :)))))))

აააააააააააააააააააა (ვყვირი) რა ჯანდაბა უნდა ამ ხალხს ჩემი სათვალისგან რომელიც ყველა დანარჩენის თქმით ძალიან მიხდება?  როდემდე უნდა ყოფდეს ეს ხალხი სხვის ცხოვრებაში ცხვირს? არ დაიღალნენ?

არა მე დავიღალე და რავიცი ))

:გაბრაზებულზედაწერილიპოსტი:

4 thoughts on ““აჩკარიკა” მე”

  1. მოდი გაუსწორე ოთხივე თვალი სიმართლეს და თქვი რომ ” ცოტა მოდაზეც ” გიკეთია . ახლა გაგიჩნდება ლეგიტიმური პრეტენზია და იტყვი სათვაალე ან გჭირდება ან არაო მაგრამ იმაზე თუ გიფიქრია რომ არ გიხდებოდეს გაიკეთებდი თუ არა.

    1. რომ არ მიხდებოდეს ორი იმდენ მაღაზიას შემოვივლიდი რაც შემოვიარე და ვიპოვიდი ისეთს, რომელიც მომიხდებოდა ან კიდევ ისევ ვიდგებოდი გაჩერებებზე დიდხანს იმის იმედით რომ სხვასაც ენდომებოდა ჩემი სასურველი ნომერი მარშუტი. და კიდევ რომ გინდა ადამიანს კარგად გამოიყურებოდე ეგ მოდაზე აყოლა არაა მგონი. ^^

  2. პირველად გამეცინა სასურველი მარშუტის მოლოდინში სხვის იმედზეო მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ასეთებიც არსებობენ და მე მესმის მათ.

  3. http://d267w4oc0y54w5.cloudfront.net/images/4916/glasses.jpg?1327953917
    რამდენი ადამიანიცაა შენს გარშემო იმდენი აზრი იქნება სათვალეებთან მიმართებაში, ზოგს ცოტა შურს და “მოდას აყვაო” იტყვის მაგასაც, ისე დადასტურებული ფაქტია რომ სათვალიანი ადამიანი 15 პუნქტით უფრო ჭკვიანი ჩანს გარშემომყოფებში , ჩემი აზრით, იმის მიუხედავად გინდაც სულ არ გჭირდებოდეს გიხდება ^^ არასდროს არცერთი მოვლენა არ ხდება ისე რომ მომხრეები და მოწინაღმდეგეები არ ყავდეს,
    სხვის აზრს თუ მიაქციე ყურადღება და ყველაფერზე “დაიგრუზე” ცხოვრებაში ვერც ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამ წინ.
    საუკეთესო სურვილებით..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s