ეს დღე.

))6 ოქტომბერი სულ განსაკუთრებული დღე იყო ჩემთვის, მაგრამ 2 წელია განსაკუთრებულთან ერთად უცნაური და ირონიულია.  დღეს დედაჩემი 51-ის გახდა, მამაშენის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა.

3 წლის წინ მართლა უცნაური დღე იყო. დედაჩემის დაბადების დღე კი იყო, მაგრამ ჩვენ მაინც დედიკოს ბძაშვილთან მივდიოდით თბილისში. შენი 11-12 საათამდე არ გამოჩენა იმდენად უცნაური იყო ახლა სიტყვებით გადმოცემა რომ არ შემიძლია.  ჩვენი დიალოგი მახსენდება ხოლმე

” – ხომ მშვიდობაა, დედაშენი და მამაშენი კარგად არიან? – გკითხე მას მერე რაც მითხარი, რომ სასწრაფოდ სახლში გახდი წასასვლელი.

-დედაჩემი კარგადაა, მამაჩემი აღარაა – იყო პასუხი “

ვერ გეტყვით რად დამიჯდა მაშინ ცრემლების დამალვა. და რამხელა ძალისხმევა დამჭირდა შენთვის მომეწერა “ვწუხვარ”  რადგან “ვიზიარებ” ყველაზე შეუსაბამო სიტყვა მგონია, მითუმეტეს როდესაც არ ვიცი რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის, ახლობელის დაკარგვა.

დედამიწა ყოველდღე ცარიელდება, დედამიწა ყოველდღე ცარიელდება ..

ყველაზე მეტად სიკვდილის მეშინია. ოღონდ არა ჩემის. ყველას სიკვდილის, თითოეული ადამიანის. ხშირად მგონია ხოლმე რომ მალე მოვკვდები. მაგრამ იმდენად არმინდა რომ ჩანასახშივე ვკლავ ხოლმე მსგავს ფიქრს. ადრე მინდოდა ხოლმე  ვინმე რომ მაბრაზებდა უბრალოდ გამქრალიყო. არ მინდოდა არც მოკვდარიყო, არც რამე მოსვლოდა არც სადმე გადასულიყო.. უბრალოდ გამქრალიყო ჩემი ცნობიერებიდან ჩემი ცხოვრებიდან..

მდენი სიკვდილის შემყურეს სიცოცხლის ხალისი გვეკარგება ..

დედაჩემი ყვება ხოლმე ხშირად (ოღონდ ვერ ვხვდები რატომ) 3 ან 4 წლის რომ ვიყავი ცუდად გამხდარა და მე სადაც ვთამაშობდი იმის გვერდზე ოთახში იყო წამოწოლილი  მე კიდე შევდიოდი და თუ სუნთქავდა ვამბობდი -ცოცხალია?

ცოცხალია და ვაგრძელებდი თამაშს.

ალბათ ვერც ვერასდროს გაიგებს, რომ ახლაც, როდესაც ცუდად გრძნობს თავს მის სუნთქვას ვუსმენ იმის გასაგებად ცოცხალია თუარა..

ყველაზე მეტად სამი რამის მეშინია, სიკვდილის, წარუმატებლობის და იმის, რომ კარგი დედა ვერ ვიქნები..

One thought on “ეს დღე.”

  1. პირველ რიგში, ბლოგს ნუ ივიწყებ ხოლმე :’3
    ემოციების კონტროლი ნამდვილად კარგად მეხერხება, მაგრამ ყელში ბურთგაჩხერილმა ჩავიკითხე ეს პოსტი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s