შიში?

ყველაზე მეტად რისი გეშინიაო რომ მკითხონ, დაუფიქრებლად ვუპასუხებ სიკვდილის და იმის, რომ კარგი დედა არ ვიქნები-მეთქი. სიკვდილისას “შიში” რამდენად ქვია არ ვიცი, მაგრამ ამ კითხვას ხშირად ვუსვამ საკუთათ თავს და პირველი სულ ეს ორი რამ მომდის თავში. შემდეგ წარუმატებლობა და მოკლედ ეს სხვა დროს იყოს.
დღეს მინდა იმაზე დავწერო, თუ როგორ მინდა კარგი დედა ვიყო. ყველა დეტალს, რომელიც არ მომწონს მშობლების ქცევაში საგულდაგულოდ ვახარისხებ გონებაში და ჩემს თავს ხშირად ვუმეორებ, რომ ასეთი არ უნდა ვიყო. არამარტო მე, არამედ არცერთი მშობელი.
არ ვიცი ის პოსტი გამოვაქვეყნე თუ დრაფტებში მაქვს საიმედოდ შენახული, მაგრამ ამ შიშმა ერთი პერიოდი სერიოზული მოტივაცია მომცა. პროფესიის არჩევისასაც კი ვფიქრობდი, მე რომ ვიყო ამ პროფესიის ჩემი შვილი თუ იამაყებს ამით ? ვიქნები მისთვის მისაბაძი ადამიანი? მექნება საშუალება შევუქმნა ნათელი მომავალი? თავიდან, როდესაც სოციალური მუშაობის შესახებ გავიგე თვითონ საქმე მომეწონა, მაგრამ სახელი დიდად არ მხიბლავდა. რას იტყვის ჩემი კრავაი (პირობითათ. ისე კი ძალიან მინდა შვილს კრავაი დავარქვა) დედაჩემი სოციალური მუშაკიაო? ამაზე იმიტომ ვფიქრობდი, რომ ახლაც, როდესაც ვამბობ სოციალური მუშაკი ვიქნები რომ დავამთავრებ უნივერსიტეტს-მეთქი “ეს მუშაკი რა უბედურებააო” და აგდებული დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ მე მართლა კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით და მიხარია რომ ეს პროფესია ავირჩიე.  მერე დავფიქრდი, ამაზე მაგარს ვერფერს გავაკეთებ. ჩემი შვილისთვის კიდე სახელი კი არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი არამედ ის, რომ ღირსეული, საამაყო დედა ჰყავდეს განურჩევლად პროფესიისა, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში სათაკილოა მეეზოვედ მუშაობა, მაგრამ მე ვნახე ძალიან მაგარი, საამაყო დედები, რომლებიც არიან მეეზოვები, რომლებიც არაფერს თაკილობენ და უმაგრესი ადამიანებიც არიან.
სულ მინდოდა ვინმე მისაბაძი მაგალითი მყოლოდა, მერემივხვდი რომ ამით საკუთარ თავს ზღუდავ ასე თუ ისე. თითქოს საზღვრებს უწესებ, მაგრამ  მე მაინც მინდა ჩემი შვილების თუ შვილიშვილებისთვის მისაბაძი მაგალითი თუარა საამაყო დედა და ბებია ვიყო.
ძალიან ძალიან არ მესმის იმ დედების, რომლებსაც უნდათ ბავშვები ყველაფერს უსრულებდნენ რასაც ეტყვიან თანაც ისე, რომ არანაირი კითხვა და პროტესტი არ გაუჩნდეთ. არ ვიცი ეს იმითაა
განპირობებული, რომ უნდათ ბავშვები თავიანთ ჭკუაზე ატარონ რომ შემდეგ ზედმეტი სანერვიულო აირიდონ თავიდან თუ იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში საშინლად დანერვოზებულია ყველა და ყველას ნერვები საშინელ  დღეშია, მაგრამ ვიცი, რომ ეს აღზრდის სტილი არასწორია და სასწრაფოდ უნდა გაქრეს ჩვენი მეხსიერებიდან, ცნობიერებიდან და საერთოდ მისი არსებობა არც გავიხსენოთ. მე-10 კლასში ვიყავი როცა გავიგე ჩემი ფიზიკის მასწავლებელი თავის შვილს ბანკეტის მერე ექსკურსიაზე რომ გაჰყვა და სხვები მწვადს რომ წვავდნენ ეს თეთრ ხორცს რომ უწვავდა თავის შვილს. აჰ და ბანკეტზე არ გაუშვა 18 წლის ბიჭი იმიტომ, რომ მშობლები არ მიჰყავდათ!!!
ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ იყო კარგი დედა არ ნიშნავს იჯდე სახლში,ბავშვს გამზადებულ საჭმელს ახვედრებდე და სახლს ულაგებდე, მაგრამ ძალიან ვაფასებ დიასახლისებს, რადგან მათ მთელი ცხოვრება ოჯახს შესწირეს, აი ასე, გადადეს ყველაფერი გვერდით და დაჯდნენ სახლში, რასაც მე ალბათ ვერ ვიზამ. კარგ დედას დროის სწორად განაწილება  უნდა შეეძლოს, რაც ძალიან
ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი.
12665681_1106949839324386_292083137_n

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s