მე.

ის რაც პოსტებში არ წერია (ან ძველ პოესტებშია, ან ვინც ჯერ “about”-ს ნახულობს,, ;დ )

არ დავიწყებ იმაზე წერას, რომ 20 წლის ვარ და ნინიკო მქვია, არც იმას ვიტყვი რომ სხვების ბედნიერებით შემიძლია გავბედნიერდე და არც იმას ახლა გერმანიაში რომ ვცხოვრობ და არც იმას, რომ დამოუკიდებლობისაკენ გადადგმული ჩემი ნაბიჯები იმაზე უფრო არანაყოფიერია ვიდრე ამ სიტუაციაში უნდა ყოფილიყო. ხო.

ამ ბლოგის არსებობა უფროსწორად ‘ჩემობა’ ჩემმა მხოლოდ რამდენიმე მეგობარმა იცის და მათ ნახევარს დარწმუნებული ვარ არც ახსოვს, ერთის მხრივ საკმაოდ კარგი ამბავია. მეორე.

ღიმილაკი არის ჩემი ახდენილი ოცნება.
ეს არის ადგილი, სადაც ვცდილობ ვიყო ის ვინც ვარ სინამდვილეში,
ვთქვა ის რაზეც ხმამაღლა ვერ ვსაუბრობ.
სადაც შემიძლია განვთავისუფლდე უარყოფითი ფიქრებისგან,
სადაც შემიძლია ვიპოვო სიმშვიდე.
ადგილი რომელმაც ჩემი საიდუმლოები იცის.
ადგილი, სადაც შემოსვლისას მაქვს საშუალება ყველაფერი რაზეც ვფიქრობ მოვუყვე ვინმეს, და ვიცოდე, რომ ერთი ადამიანი მაინც წაიკითხავს.
ღიმილაკი ჩემს ცხოვრებაში ადგილია სადაც ყოველთვის მიმესვლება და დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან, დროის ნებისმიერ მონაკვეთში შემიძლია ვთქვა ‘ხმამაღლა’ ის, რის თქმასაც ბლოგის გარეშე ვერ ვახერხებ.

3 thoughts on “მე.”

  1. (= გამარჯობა, საკუთარი თავზე საუბარი მართლაც ძალიან რთულია მესმის თქვენი, იმიტომ რომ სხვისთვის ისეთები ვართ როგორსაც ისინი გვხედავენ , სინამდვილეში კი ისეთები ვართ როგორადაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს თავს, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
    მაგრამ ვისაც სურს გაიგოს “ნინიტოს ბლოგში” მოფუსფუსე “ბლოგის დიასახლისი” როგორია, არ არის აუცილებელი წაიკითხოს მისი აღწერილი “მე” საკმარისია ყურადღებით გადაიკითხოს ბლოგი, აქ იმდენად გულღიად და გულახდილადაა ყველაფერი დაწერილი რომ აღარაა საჭირო წაიკითხოს ის თუ რას ფიქრობ შენ შენს საკუთარ თავზე, როგორი ხარ, რა მოგწონს, რას აპირებ, რაზე ოცნებობ , რა გსურს, ყველაფერი აქაა მთავარია წაიკითხო და ავტორის სათქმელი გაიგო.
    კარგად წერ, საინტერესოდ, რაც არ უნდა მოხდეს არ დაანებო წერას თავი😉 არ თქვა უარი საკუთარ ოცნებებზე, მუდამ გახსოვდეს “შენ მარტო არ ხარ” “იჩქარე ნელა” და “შეუძლებელი არაფერია”

    კეთილი სურვილებით თქვენი ერთგული მკითხველი. =)

  2. “4 რამ ჩემს შესახებ:

    1. მიყვარს წვიმა ( თბილი, გაზაფხულის), ფიქრი, კითხვა და მარტო სიარული . 2. მომწონს როდესაც ვინმეს ბედნიერების მიზეზი ვარ 3. ვოცნებობ მარტო ცხოვრებაზე (ზოგადად დამოუკიდებლობა მიზიდავს :დ ) 4.ხანდახან ყველაზე ჩამოუყალიბებელი ადამიანი ვარ!!”

    ეს ოთხი რამე შენზე დაწერე თუ ჩემზე? o.O ზუსტად დაემთხვა😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

იდეაში ღიმილიანი ბლოგი

%d bloggers like this: