Category Archives: ჩე-მზე

ცხოვრება ჩემს თავთან

ყველაჯერ მაქვს ნაფიქრი იმაზე, თუ რა იქნებოდა, სადმე ისეთ ადგილზე რომ მოვხვედრილიყავი სადაც არავინ ჩემი ნაცნობი არ იქნებოდა, ჩემთვის ყველაფერი უცხო და ახალი იქნებოდა, არცერთი ადამიანი, რომლებსაც შეხება ექნებოდათ ჩემს განვლილ ცხოვრებასთან და არცერთი ადგილი, რომლებთანაც იარსებებდა რამე, თუნდაც უმნიშვნელო მოგონებები.
დიდიხანი ვამტკიცებდი რომ ოცნებები არ ხდება, მაგრამ როდესაც შენთავზე გამოცდი ისეთ წარმოუდგენელს, როგორიც ზემოთაღნიშნული იყო ჩემთვის, უკვე ყველაფერი შეგიძლია დაიჯერო. აღარ რჩება არაფერი, რისი მოხდენაც შეიძლება ვერ დაუშვა..
თითქმის 2 თვეა გერმანიაში ვცხოვრობ, მარტო, ოღონდ არა სახლში. მარტო ვცხოვრობ ჩემს თავთან.
იმ ჩემს თავთან ასე რომ უყვარს ჯუჯღუნი და სწავლასა და დასვენებას შორის მეორეს რომ მარჩევინებს ხოლმე.
იმ ჩემს თავთან, რომელსაც ამავდროულად შეუძლია თავისუფალი ორი დღე მარტო წიგნებთან გამატარებინოს.
იმ ჩემს თავთან, რომელთან ერთადაც დავდივარ საყიდლებზე, სასეირნოდ..
რომელსაც ვეკითხები რჩევებს,
იმასთან, რომელიც ჩემი მოტივაციაა,
იმასთანაც, რომელიც რასაც არ უნდა აკეთებდეს ყველაფერს გვერდით გადადებს თუ დამჭირდება და 5 წუთს გამონახავს რომ დამეხმაროს უბრალოდ მოსმენით.
იმ ჩემს თავთან, რომელიც ხშირად არასწორ რაღაცებს მარჩევინებს, არასწორ გადაწყვეტილებებს მაღებინებს, მეჯუჯღუნება, სინდისს მიწიოკებს, მაგრამ მერე მიხსნის რაზე ღირს ნერვიულობა და რაზე არა..
იმ ჩემს თავთან, რომელიც ყველაფერზე მაფიქრებს და იმ ზომამდე მივყავარ, რომ აუცილებლად ვიქნებოდი ფიქრისგან თავის გასკდომის მოლოდინში ასე დარწმუნებული რომ არ ვიყო – ასეთი რამ შეუძლებელია ..
ყველაფერზე ვფიქრობ, ყველაფერზე. ხანდახან ისე მინდა ვიღაცას რაღაც მოვუყვე ისე, რომ არ დამჭირდეს ფიქრი იმაზე რასაც ვლაპარაკობ, ანუ ქართულად, ასე მიყუროს, ვუყურებდე ან საერთოდ არ არის ყურება საჭირო უბრალოდ ვიცოდე რომ მისმენს და ვუყვებოდე ნებისმიერ სისულელეს, ჩემი როლიკებით წაქცევის ამბავს, ან რამეს ჩემს პირველ სიყვარულზე, ან იმას ერთ ძალიან მაგარ ბიჭს რომ ვუყვარდი..ნებისმიერ ამბავს რომელიც თუნდაც მილიონჯერ მაქვს მოყოლილი და არ მბეზრდება.
ან უბრალოდ რაღაცის გახუმრება რომ მომინდება შემეძლოს ისე თქმა, როგორც მინდა და სიტყვების არცოდნის გამო არ ვიჭედებოდე.
ან უხერხულობას არ ვგრძნობდე სულ მარტო რომ დავდივარ, რადგან ჩემი არსებული 2 ნაცნობისთვის სადმე წასვლის შეთავაზება მეუხერხულება.
ან არ ვიცი იმდენი რამეა. ყველა.
და ახლა, აქაც გაჩნდა ნაცნობი ადგილები, თავისი პატარა ისტორიებით, რომელიც შემიძლია ჩემს თავთან ერთად გავიხსენო და ვიცინოთ ერთად.
და მეც არ ვიცი, მინდა თუ არა ისევ სადმე ისეთ ადგილზე წასვლა სადაც არ მეყოლება არცერთი ნაცნობი და არცერთ ადგილს არ ექნება დამახსოვრებული ჩემი ისტორია.
მზად ვარ ამისთვის?
წინ კიდევ 10 თვეა.
ჩემს თავთან ცხოვრება კი იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ჩემს წარმოსახვას შეეძლო წარმოედგინა.

Advertisements

მე-დეა, სალო-მე, მე-გი, მე-რი ან სხვ. ანუ ჩემი “დღიური”

ყოველთვის, როდესაც ჩემს ახალ და საკმაოდ მოხერხებულ პატარა წითელ ბლოკნოტს ვიჭერ ხელში, რომელსაც აუცილებლად უნდა დავარქვა სახელი! მახსენდება ეს ბლოგი და სინდისი მაწუხებს პოსტებს რომ არ ვწერ.

ჩემი წითელი "მე"
ჩემი წითელი “მე”

ამ ბოლოს სულ “ვწერ” ძირითადად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, საჯარო ლექციებზე, მერე კი საკუთარ თავს დავცინი იმის გამო რომ ყოველთვს ვცდილობ სხვას არ დავანახო რას ვწერ და რაღაც საოცარ მოქმედებებს ვაკეთებ. დღეს მივხვდი რომ “დღიურისთვის” სახელის დარქმევა კარგი იდეაა, აი წარმოიდგინეთ მარტო სეირნობის ხასიათზე რომ ხარ, მაგრამ ყველა გაკვირვებულია ფაქტით რომ მარტო სეირნობ და გირეკავენ მარტო ხარ? გამოვიდე? ნეტა მარტო სერინობას რა აზრი აქვს და მსგავსი კომენტარები რომ არის აარჩევ რაიმე სახელს მე-დეას, სალო-მეს, მე-გის, მე-რის ან სხვას (სასურველია “მე” ერიოს) და რომ გკითხავენ უპასუხებ, რომ მე-დეასთან ერთად ხარ ან სალო-მესთან ან მე-გისთან, მერე რა თქმა უნდა ლოგიკური კთხვაც ჩნდება ვინ არის  ეს ზემოთ ხსენებული გოგონა და აქვეა პასუხი, ძალიან მარტივი. მეგობარია, კურსელი ან ნაცნობი უბრალოდ .. რეალურად კი დადიხართ შენ და შენი პატარა წითელი ბლოკნოტი, რომლის უკანა ჯიბე და რეზინი ერთმანეთზე მეტად მოგწონს და რომლის ზუსტი ანალოგი 3 წლის წინ მაააგრად დაგეხმარა, ისევე როგორც ეს ახლა. თან ყველაზე კარგი ის არის შენი ვიღაც-მე სულ რომ თან დაგაქვს-დაგყავს (სახლში დატოვება არ ღირს ცუდი მოგონებები მაქვს)

“ვერატანის” ბევრი მიზეზი.

ვერ ვიტან ჩემ თავს ნათესავებისთვის ძალით ნათქვამი, მიწერილი მიყვარხარის გამო, ვერ ვიტან ჩემთავს ყველა მომენატრესთვის, რომელიც ზრდილობის გამო მითქვამს.. ვერ ვიტან ჩემთავს ყველა ყალბი სითბოს გამო, დაუფიქრებლობის, უპატიებელი სიტყვების, “იმაზე” დაწერილი პოსტების გამო ვითომ სიყვარულის გამო, რომელმაც  ა დ ა მ ი ა ნ ი დამაკარგვინა, მაგრამ ეს საჭირო იყო მისთვის და არა ჩემთვის.. ვერვიტან ჩემთავს გულუბრყვილობის, ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამო. კიდევ იმის გამო, რომ ცუდი მეგობარი ვარ, კიდევ იმიტომ, რომ მაშინ რომ “ის” წიგნი მაჩუქე არ ჩაგეხუტე არადა ძალიან მინდოდა. ჩემთავს ვერვიტან იმის გამოც, რომ ვიცი შეიძლება ეს პოსტი ნახო და მაინც ვწერ.. ამიტომ ეგოისტობის გამოც ვერვიტან საკუთარ თავს. უნებისყოფობის, გაუცრუებული იმედების, ყველა ზრდილობისთვის დწერილი გულის სმაილის, ზოგჯერ ცინიკურობის გამო-ც ვერვიტან ჩემთავს. იმის გამოც პრინციპებს ასე ხშირად რომ ვღალატობ, კიდევ არარსებული პირადი ცხოვრების გამო (სიყვაეული და მეორე ნახევარი არ მოიაზრება) ასეთი უგრძნობი რომ ვარ ხანდახან(?) იმის გამოც და კიდევ მრავალი მსგავსნი.
საბოლოდ მაინც ვერ ვიგებ ჩემთავს  ამ ყველაფრის გამო მართლა ვერვიტან.თუ უბრალოდ მეცოდება..

image

“აჩკარიკა” მე

სამი რამ არ მაძლევს მოსვენებას პირველი არსებობდა თუ არა პერიოდი როდესაც ომი, ბრძოლა და უაზრო მასობრივი სისხლისღვრა არ იყო (და თუ არსებობდა დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი, მაგრამ ვაი რომ ჯერ ვერ აღმოვაჩინე ეგეთი პერიოდი და უფრო ვაი რომ ვერ ვცხოვრებ აღმოჩენის შემთხვევაში) მეორე, როდის მოვკვდები და მესამე რას ერჩის ჩემი უბანი, სანათესაო, სოფელი, ოჯახი და კიდე ვინ იცის ვინ აღარ, ჩემს სათვალეს :))ოთხთვალა მე ^^ Continue reading “აჩკარიკა” მე

ის დღე 19 წელი რომ ველოდი.

ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება, უფროსწორად ყველაფერი ხომ შეიძლება მოხდეს და როდესღაც  ეს “ყველაფერი” ხომ პირველად ხდება.  მერე შეიძლება ეს პირველად მომხდარი ერთადერთად გადაიქცეს ან იმდენად ყოველდღიური გავხადოთ, რომ ვერ ისიც ვერ გავაცნობიეროთ, ოდესღაც “ამის” გარეშე ვცხოვრობდით. უბრალოდ არ ვფიქრობთ ხოლმე ასეთ თემებზე, მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა რამეზე ფიქრს გავურბივართ, ან ვცდილობთ გავექცეთ, დავფიქრდებით ხოლმე მსგავს რამეზე. არა განა რამეს შეცვლის იმაზე ფიქრი, რომ  ოდესღაც პირველად იტირე ტკივილის შესამსუბუქებლად ან  პირველად იტკინე რამე, მაგრამ მაინც.lallaaa

ჩემს ოქროს დაბადების დღესშევხვდი იმედით, რომ რაიმე განსაკუთრებული მოხდებოდა, რაიმე განსხვავებულის აღმოჩენის, დასამახსოვრებლის გაკეთების და საერთოდ პოზიტიური დღის იმედი მქონდა. მოვიტყუები თან ძალიან რომ გითხრათ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა მეთქი, იმასაც მოვიტყუები ახალი არაფერი არ აღმომიჩენია მეთქი და იმასაც პოზიტიური დღე არ იყო  მეთქი რომ ვთქვა. აი ისეთი დღე იყო მოკარგო მოგონებები რომ დაგრჩება, მაგრამ ფაქტია წინა 18-ს ჯობდა. როგორ ველოდი ამ დღეს, სულ მეგონა უმაგრესი დღე იქნებოდა, 19 წელი იმხელა ასაკი მეგონა აი იმაზე დიდი, ყველაზე ჩამოყალიბებული მეგონა რომ ვიქნებოდი, სამსახურით მარტო ცხოვრებით და რავიცი,  სულ იმას ვიძახდი მაგარ დროს მაქვს ოქროს დაბადების დღე მეთქი, ალბათ ზედმეტად დიდმა მოლოდინებმა გამოიწვიეს ჩემი ასეთი განწყობა მაგრამ..  ისევ თავს ვიმართლბ, მე ხომ უბრალოდ ვერ ვიტან ჩემს დაბადების დღეს .

ასე მგონია მე თვითონ ვირთულებ ცხოვრებას, აი ასე უბრალოდ, შეიძლება ბევრი რამ უფრო მარტივად მოხდეს მაგრამ მე ყველაფერს ვართულებ,  ვურევ, ვხლართავ.

დედაჩემთან ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია, მაგრამ ამბოლოს ვატყობ, გიჟი ვგონივარ. აი ასე, გიჟად მთვლის მგონი. ოღონდ ისეთ გიჟად არა, მე რომ ვამბობ ხოლმე, დადებით და პოზიტიურ კონტექსტში.

პ.ს ბლოგი 3-ის არის უკვე, აი იმ ასაკშია ბავშვები ყველაზე საყვარლები რომ არიან ხოლმე, ეშველოს იქნებ ამასაც რამე ^_^ :დდ

 

სიკვდილი მაინც არ დავარქვათ გარდაცვალებას

გარდაცვალებაბევრჯერ ვცადე სიკვდილზე დამეწერა რამე, არც ისე ადვილი ყოფილა, არ ვიცი ჯო კოკერის 70 წლის ასაკში გარდაცვალებამ გადამაწყვეტინა თუ ამ ბოლოს აკვიატებული ფიქრების ბრალია, მაგრამ სიკვდილზე ლაპარაკის/ფიქრის მიდრეკილებასთან ერთად პოსტის წერის სურვილიც აღმოვაჩინე საკუთარ  თავში.

პირველად ძაააალიან რომ განვიცადე ადამიანის გარდაცვალება ცამეტი წლის ვიქნებოდი დაახლოებით. არ ვიცი, რატომ მეწყინა ასე ძალიან ჩემი კარის მეზობელი ირაჩკას გარდაცვალება, რომელთანაც არცისე ახლო ურთიერთობა არ მქონდა, მაგრამ  ფაქტი ერთია, პირველად სწორედ მაშინ გავიგე გარდაცვალების “გემო” ან გავიგე კი საერთოდ? Continue reading სიკვდილი მაინც არ დავარქვათ გარდაცვალებას

დ ა ს ა ს რ უ ლ ი

:3მოკლედ, ჩემი მონატრებების  სერიები დასრულდა :დდ აი წამიერი “გამიხარდა” მომენტებიც და კიდევ ბევრი უაზრობებიც.

ამ ფაქტით გახარებულმა (1 კვირის მერე გავაცნობიერე) სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე ამიტომ ..