როცა გაზრდაში უარყოფითების აღმოჩენას იწყებ ..

ხანდახან არის მომენტები, როდესაც შენს ცხოვრებაში რაღაც ისეთი ხდება, რაც გინდა რომ ყველას მოუყვე, მერე ხვდები რომ ყველას ვერ მოუყვები და ადამიანების რაოდენობას საგრძნობლად ამცირებ, საბოლოოდ კი ხვდები რომ ხანდახან 1 ადამიანიც არ მოგეპოვება ახლომახლო, რომელსაც მოუყვები და ზუსტად ისე გაიგებს ყველაფერს, როგორც სინამდვილეშია, რომელსაც სულ ექნება დრო შენთვის, იმ დროს მაინც როცა გჭირდება, როცა ძალიან ძალიან საჭიროა შენთვის.
არ ვიცი რა მინდა, ის რომ ჩემს მეგობრებს ნიჭი ქონდეთ ჩემი განცდების ამოცნობის თუ ის, რომ პრობლემა საკუთარ თავში ვიპოვო და გამოვასწორო.
ხანდახან ისეთი აუტანელი მგონია საკუთარი თავი მეც არ ავიტანდი არჩევანის საშუალება რომ მქონდეს.
მგონია, რომ ყველაფრის მიზეზი ყოველთვის მე ვარ, რომ ყველაფერს არასწორად ვაკეთებ, რომ შემეძლო ბევრად უკეთ მოვქცეულიყავი, ბევრად ნაკლები შეცდომა დამეშვა.. არადა მართლა ვცდილობ ხოლმე ჩემი მაქსიმუმი დავდო.
აქ ყველაზე მეტი დრო მაქვს იმისთვის რომ ვიფიქრო, შემიძლია დაუსრულებლად ვიფიქრო სამუშაო დღეებში ჩემთვის განსაზღვრულ თავისუფალ საათებში, სამაგიეროდ კვირას არავინ მიწესებს დროის საზღვრებს, არაფრისთვის. შემიძლია წავიდე სხვა ქალაქში, შემიძლია ვისეირნო, შემიძლია ახალი რაღაცები ვნახო, შემიძლია ყველაფერი გავაკეთო რაც მომინდება, მაგრამ პრობლემა სწორედ “მინდაშია” მინდაში რომელიც არ არსებობს და რომელიც მუდმივად გიმეორებს და გახსენებს რომ მარტო ხარ და მარტო და მარტო და მარტო და ასე დაუსრულებლად, რომ რეალურად არავინ არ არის ახლა შენთან ისე ახლოს როგორც ინატრებდი, როგორც გინდა და როგორც ..
რაც გააზრებული ცხოვრება დავიწყე, პრინციპში მგონი იქამდეც გაზრდაზე ვოცნებობ, დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე, რომელიც მართლა თავისუფლებაა და უარყოფითის დანახვა მართლა არ შემეძლო, ახლა კიდე..
ახლა ვიწყებ უარყოფითი რაღაცების დანახვას გაზრდაში .. და პირველი რასაც ყველაზე მეტად განვიცდი ახლა ისაა, შენთვის ძვირფას ადამიანებს ყოველთვის რომ აღარ ექნებათ დრო შენთვის, როგორც არ უნდა გჭირდებოდეს, ვერავის თხოვ საკუთარი საქმე შენი გულისთვის გადადოს (ეგეთი ეგოისტი არ ვარ) და ვერავის, ვერასდროს დაავალდებულებ საკუთარ პრიორიტეტებში მოწინავე ადგილზე ყავდე.
თავისუფლებით გაზრდა დავიწყე, სამაგიეროდ დამოუკიდებლობით გაზრდამდე 11 თვე მაქვს დარჩენილი თუ ყველაფერი გეგმების მიხედვით წავა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩემი გაზრდილი თავისუფლება ისევ დაპატარავებას დაიწყებს, მე კი მიუხედავად იმისა, რომ დიდობის “უარყოფითებს” ვეცნობი ნელ-ნელა, მაინც არმინდა დაპატარავება და სხვა ადამიანებზე დამოკიდებულად. ქცევა ვინც არ უნდა იყვნენ ის ადამიანები რომლებზეც დამოკიდებული ხარ ..

და ასე სანატრელ გაზრდაში უარყოფითების აღმოჩენის დაწყება ცალკე სევდაა..

Advertisements

დასაჯერებელი ამბავი ანუ ემიგრანტი ვარ?

11.08.16
უკვე ვიზაც მაქვს, ბილეთიც, ჩანთაც, თან ჩალაგებული და 2 კვირაში გაფრენაც დაგეგმილია, მაგრამ არ ვიცი რა ემოცია მაქვს, მიხარია, განვიცდი, ვნერვიულობ, მიჭირს შეგუება/წასვლა, ენის ბარიერის ამბავია, უბრალოდ ვღელავ თუ? .. საერთოდ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება?

17.08.16
1 წელი, სრული ერთი წელი. ოცნება, რომელიც ხდება, მაგრამ ისეთი სასურველი აღარ არის როგორიც თავის დროზე იყო..

20.08.16
4 დღეში იმ სახლიდან მინიმუმ 1 წლით მივდივარ, რომელშიც 20 წელი გავატარე. საკმაოდ რთულია.
ყველაზე ნეტად სიტუაციას ის ამძაფრებს რომ ვიცი, როდესაც დავბრუნდები არაფერი ისე აღარ იქნება როგორც დავტოვებ.
ჩემთვის ძვირფასი ნივთები მიწევს ყუთებში გავანაწილო და სადღაც ბნელ კუთხეში მივაწყო.
ნივთები, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ვაგროვებდი 30 კილოგრამში უნდა გავაერთიანო და მხოლოდ ისინი წავიღო.
სახლიდან გადასვლა ცალკე სევდაა, როდესაც ვერ ახერხებ ყველა ის ნივთი, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია თან წაიღო.
ყველაზე მეტად გული ჩემს პირად ბიბლიოთეკაზე მწყდება, წიგნებზე, რომლებსაც ვაგროვებდი, ვიგებდი, მჩუქნიდნენ. წიგნები, რომელთაგან თითოეულს თავისი ისტორია აქვს და თითოეულზე ამბის მოყოლა შემიძლია. ახლა ყველაფერი ყუთებში აწყვია ამ ყუთების შუაში ვზივარ და ვხვდები მალე ამ ოთახიდან ჩემი კვალი საერთოდ გაქრება. ფოთლები, რომლებიც უნივერსიტეტიდან წამოსულს მომქონდა ხოლმე კედელზე აღარ იქნება, არც დისკები, ფირფიტა, გერმანულის არტიკლების ბრუნება, რომლისთვისაც ერთხელაც არ შემიხედავს ..
მაგრამ რუკებს დავტოვებ ..
წელიწადში ორჯერ ამ ოთახში აღარ შევცვლი დიზაინს იგივე ნივთების სხვანაირად განლაგებით და ყოველთვის, როდესაც გავბრაზდები ამ ოთახში არ გადმოვყრი ჩემს ტანსაცმელს და არ დავიწყებ მთელ დღიან დალაგებას.
არც იმაზე აღარ ვიწუწუნებ როგორი უფორმო თაროები აქვს ჩემს კარადას და არც ოთახზე აღარ ვიტყვი ისეთი პატარაა რომ შევდივარ კარადა საწოლი მაგიდა ან სკამი უნდა გამოვიტანო თორე აშკარად რომელიღაც ზედმეტია-მეთქი.
ამ ოთახში მალე აღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო.
სხვაგან გადასვლა კი ნამდვილად არ წარმონედგინა ასეთი სევდიანი თუ იქნებოდა.

29.08.16
სიტყვა ემიგრანტი, მიუხედავად განმარტების ცოდნისა, მაინც ყოველთვის მთრგუნავდა, რადგან ჩემს გარშემო ემიგრანტები საბერძნეთში ან იტალიაში მოხუცის მოსავლელად წასული ქალები იყვნენ, რომლებმაც ოჯახები გაჭირვების გამო დატოვეს, რომელთა გოგოებიც რჩევებს დედიკოსგან სკაიპით იღებდნენ და რომლების შვილებსაც ძალიან ძალიან უნდოდათ დედიკოსთან ახლოს ყოფნა და დროის მათთან გატარება, რომელთაც ეგონათ რომ დედიკოს გვერდით ყოფნა ყველაფერი კარგის დასაწყისი იქნებოდა..

ახლა მეც ემიგრანტი ვარ. უბრალოდ თავს იმდენად კარგად ვგრძნობ..

გერმანიაში ყოფნის პირველი კვირის კვალობაზე ყველაფერი მშვენივრადაა თუარჩავთვლით რომ ერთხელ გზა ამერია და სახლს ვაიფაის ძებნით მოვაგენი და იმას, რომ ვერაფრით ვრისკავ ველოსიპედით კატაობას მანქანების შიშის გამო.

ისევ იგივე.

რაღაც-რაღაცებისთვის სხვებს რომ აკრიტიკებ, თუნდაც გონებაში, მითუმეტეს სხვასთან და შემდეგ თვითონ რომ არანაკლებს აკეთებ ამის გაცნობერება ყოფილა საშინელება.
საკუთარ თავს რომ აღარ ენდობი უარესია. მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ რაღაც ცუდი ხდება შენსთავს და შენში, გამოსწორების ერთ-ერთი წინაპირობაა. ალბათ.
ჩემი სანაქებო სინდისიც, რომლითაც ასე ვამაყობ, სადღაც ჯანდაბაშია და არ ააპირებს მგონი დაბრუნებას.
ალბათ სათანადოდ არ ვცდილობ გავხდე ისეთი, როგორიც მინდა რომ გავხდე.
არც იმას ვცდილობ შევცვალო ის ნიუანსები რაც მინდა რომ შევცვაალო და მაგიტომაც არ გამომდის.
რომ ვთქვა წუწუნი არ მიყვარს მეთქი მოვიტყუები, სამაგიეროდ ტყუილი არ იქნება თუ ვიტყვი რომ ძალიან მინდა არავისთან ვიწუწუნო და საერთოდ არ ვიყო ასე ძალიან ურთიერთობებზე დამოკიდებული. ადამიანებზე და მათთან კოტაქტზე. ოღონდ ინტერნეტ სივრცეში – არა.
ყველაზე დიდ ტყუილებში რაც ჩემთვის უთქვამთ ალბათ მოწინავე ადგილზეა, მიზნის დასახვა და მონდომებაა მთავარი და ყველაფერი გამოვაო, რომ მეუბნებიან. იმიტომ რომ ეგ ეგრე არაა. იმიტომ რომ მიზნის დასახვაც და მინდას თქმაც ყველას შეუძლია. იმიტომ რომ ეგ ყველაფერი უბრალოდ მიმართულებაა, რომელიც ყველას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ამ მიმართულებით სიარულს ვერ/არ ახერხებდეს.
მთავარი მაინც ისაა როგორ წახვალ მიზნისკენ, რა გზებით შეეცდები მის ასრულებას და რამდენად ეცდები, რომ გამოვიდეს ის, რაც შენს დანიშნულებას წარმოადგენს.

დღეებს ვითვლი იმ თარიღამდე, რომელიც არ ვიცი როდის მოვა და
არარეალურობის შეგრძნებაც უფრო იზრდება.
მოლოდინის რეჟიმში გატარებულმა ბევრმა წელმა კიდევ ვერაფერი მასწავლა და
ისვ იგივე..

რა იქნება მომავალში?

სულ მიდოდა ერთი წამით მანც შემძლებოდა იმის ნახვა, რა იქნებოდა მომავალში, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ვინ ვიქნებოდი მე ან ვინ იქნებოდა ჩემს გვერდით. რას გავაკეთებდი, რის მიღწევას შევძლებდი, რამდენად ახდებოდა ოცნებები და საერთოდ ღირდა ბრძოლა ოცნებების ახდენისთვის თუ ყველაფერი უაზრო დროის ხარჯვა იყო? ოღონდ ეს ადრე, მაგრამ არც ისე შორეულ წარსულში.
ახლა მგონია რომ ცხოვრებას ყველაზე საიტერესოს სწორედ ის ხდის, რომ არ ვიცით რა იქნება მომავალში, რომ წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ ყველაფერს რაც მოხდება. თუნდაც ჩვენ ყველაფერს გეგმის მიხედვით ვაკეთებდეთ რაღაც, ჩვენგან დამოუკიდებელი დაბრკოლება მაინც წარმოიქმნება, რომელიც გვაიძულებს ფუნდამენტური თუარა ზედაპირული ცვლილებები მაინც განვახოცრციელოთ ჩვენს გეგმებში. ბოლოს და ბოლოს ცოტა დავაჩქაროთ ან გადავავადოთ მოვლენების განვითარება. 
"ადამიანს თავისი მომავალი რომ სცოდნოდა, სიცოცხლეს ვინ ისურვებდა, შვილო ჩემო?! წარმოიდგინე, მარტო უბედურების წინათგრძნობა რამდენ ამაო წუხილს გვანიჭებს, უბედურების მოლოდინი კი მოგვიწამლავდა მთელი სიცოცხლის დღეებს." 
ერთი რამ ვიცი ზუსტად, რამდენადაც არ უნდა მაწუხებდეს ცნობისმოყვარეობა და არამდენადაც არ უნდა მინდოდეს ერთი წამით მაინც დავინახო ჩემი თავი რამდენიმე წლის შემდეგ  ვერასდროს გავიგებ რა იქნება მომავალში და ეს ძალიან ძალიან კარგია ^_^

თუ ოცნებები ახდება..

ადამიანი დეპრესიულ არსებად რომ იქცე ალბათ რაღაც ცუდი უნდა დაგემართოს, საშინელი. შენი უხასიათობა/უღიმღამობა/სიცოცხლის ხალისის არ ქონა/მოწყენილობა/მარტო ყოფნის და სიმშვიდის საშინელი სურვილი რაღაცას რომ დააბრალო, ალბათ რამე გასამართლებელი საბუთი უნდა გქონდეს, უნდა გქონდეს რა, გჭირდება რომ გქონდეს. რაღაც ისეთი, რაც ზედმეტი კითხვებისგან დაგიცავს.
მე მსგავსი არაფერი არ გადამხდენია.
გაგიკვირდებათ და მინდოდა.
მართლა.
ფილმებსაც და ნაწარმოებებსაც როდესაც ვარჩევ ვცდილობ დრამა იყოს აი ისეთი, რომ ამატიროს. რაც შეიძლება მძიმე, რომ ბოლომდე განვიცადო იმათი ტკივილი.
ადრე მინდოდა ცალმხრივად მყვარებოდა ვინმე.
ასე უბრალოდ, მე მყვარებოდა, იმას – არა.
ჩემთავში ყველაზე მეტად რაც მომწონს სინდისია, რომელიც საშინლად მაწუხებს რაიმე ცუდს ან არასწორს თუ გავაკეთებ და დიდხანს არ მანებებს თავს. იქნებ სამუდამოდაც.
რა ვიცი.
ზოგადად მიჭირს საკუთარ თავზე ლაპარაკი. ალბათ იმაზე მეტად ვიდრე ეს ყველას უჭირს. ჩემს თავზე დასმულ კითხვებზე იმაზე მეტს ვფიქრობ ვიდრე ნებისმიერი ალბათ.
არადა მიყვარს ისეთ კითხვებს რომ მისვამენ რაზეც პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ მერე აუცილებლად ვფიქრობ ამ თემაზე და პასუხამდეც მივდივარ თან აუცილებლად.
ასე მგონია ერთი ჩვეულებრივი შემთხვევა ვარ. აი “ყველაზე მხიარულებს ყველაზე სევდიანი გული აქვთ” და ბლა ბლა ბლა. ტიპური თინეიჯერი რა.
არადა აშკარა ამბიცია მაქვს იმაზე რომ ყველას-ნაირი არ ვარ.
ამბიცია რა, პრინციპში ყველა ადამიანი ხომ ინდივიდულურია.
შემოდგომამდე 5 გეგმა მაქვს.
ყველა თუ გამოვა მერე მართლა ახალ ცხოვრებას დავიწყებ. ყველა გაგებით.
ნელ-ნელა იმ ოცნებებს ვუახლოვდბი, რომლების ახდენისაც არ მჯერა.

Title

ამ ბოლოს დამჩემდა, შემოვალ ბლოგზე, ახალი პოსტის დასაწერ გრაფას ვხსნი და ვუყურებ.
ვუყურებ.
ვუყურებ.
ვთიშავ და ვაგრძელებ სხვა “საქმეებს”.
მერე დავდივარ და სულ ისეთ დროს მინდება რამე დავწერო ყველაზე შეუძლებელზე უფრო შეუძლებელი რომაა.
ზუსტად ამიტომ ჩემს 1 წლისა და 1 თვის დღიურ-სალო-მე ში ნახევარს ახლახანს გადავცდი.
ახლახანს რა, პრინციპში მთელი თვეა კალამთან ერთად არ გადამიშლია, ისე კი არ ვაკლებ კითხვას.
ვკითხულობ და მიკვირს, ვა ეს მე დავწერე-მეთქი?
ამ ბოლოს ერთი კარგი წიგნი წავიკითხე. უფროსწორად ძალიან კარგი.
საოცრება ჰქვია.
მართლა საოცრებაა. აი ისეთია, ყველამ რომ უნდა წაიკითხოს და დამოკიდებულებები და შეხედულებები შეიცვალოს რაღაც-რაღაცებთან დაკავშირებით.
“სამყარო გიგანტური ლატარია ყოფილა. როცა იბადები ბილეთს ყიდულობ. მერე – გააჩნია: ან კარგი ბილეთი გამოდგება და ან ცუდი. იღბლის ამბავია.”
6 წლიანი უშვილობის შემდეგ ნანატრი შვილის კიდევ შემდეგ რომ ბავშვი გაჩნდა ის ვარ მე.
მთელი ბავშვობა სანათესაო რომ იმას ამბობდა შენც კარგი ბავში ხარ, მაგრამ ის პირველია და სხვანაირად გვიყვარსო იმისი და ვარ მე.
ეტყობა არცისე კარგი ბილეთი შემხვდა. აი ისეთი ბევრი რომ დაამთხვევს რიცხვებს და მერე ჯეკპოტი ყველაზე იყოფა. შენ კი დიდი არაფერი მოგება აღარ გამოდის.
მაგრამ მერე გახსენდება(გახსენებენ), რომ სხვამ ეგეც ვერ მოიგო და ამითაც კმაყოფილი უნდა იყო.
მერე ისიც გახსენდება რაც მეტი გაქვს უფრო მეტი რომ გინდა და ძალიან იშვიათად გაკმაყოფილებს ის რაც გაქვს. მერე თავსაც იმართლებ, რომ ერთი ადგილის ტკეპნა არც ისე სასიამოვნო პროცესია და სწორედ ამიტომ არ კმაყოფილდები იმით რაც გაქვს და მეტის და მეტის გაკეთებას ცდილობ რაც შეიძლება ბევრ ცვლილებას რომ მიაღწიო.

პ.ს.
“სიკვდილი ერთადერთი ოცნებაა, რომელიც აუცილებლად აგვისრულდება”

შიში?

ყველაზე მეტად რისი გეშინიაო რომ მკითხონ, დაუფიქრებლად ვუპასუხებ სიკვდილის და იმის, რომ კარგი დედა არ ვიქნები-მეთქი. სიკვდილისას “შიში” რამდენად ქვია არ ვიცი, მაგრამ ამ კითხვას ხშირად ვუსვამ საკუთათ თავს და პირველი სულ ეს ორი რამ მომდის თავში. შემდეგ წარუმატებლობა და მოკლედ ეს სხვა დროს იყოს.
დღეს მინდა იმაზე დავწერო, თუ როგორ მინდა კარგი დედა ვიყო. ყველა დეტალს, რომელიც არ მომწონს მშობლების ქცევაში საგულდაგულოდ ვახარისხებ გონებაში და ჩემს თავს ხშირად ვუმეორებ, რომ ასეთი არ უნდა ვიყო. არამარტო მე, არამედ არცერთი მშობელი.
არ ვიცი ის პოსტი გამოვაქვეყნე თუ დრაფტებში მაქვს საიმედოდ შენახული, მაგრამ ამ შიშმა ერთი პერიოდი სერიოზული მოტივაცია მომცა. პროფესიის არჩევისასაც კი ვფიქრობდი, მე რომ ვიყო ამ პროფესიის ჩემი შვილი თუ იამაყებს ამით ? ვიქნები მისთვის მისაბაძი ადამიანი? მექნება საშუალება შევუქმნა ნათელი მომავალი? თავიდან, როდესაც სოციალური მუშაობის შესახებ გავიგე თვითონ საქმე მომეწონა, მაგრამ სახელი დიდად არ მხიბლავდა. რას იტყვის ჩემი კრავაი (პირობითათ. ისე კი ძალიან მინდა შვილს კრავაი დავარქვა) დედაჩემი სოციალური მუშაკიაო? ამაზე იმიტომ ვფიქრობდი, რომ ახლაც, როდესაც ვამბობ სოციალური მუშაკი ვიქნები რომ დავამთავრებ უნივერსიტეტს-მეთქი “ეს მუშაკი რა უბედურებააო” და აგდებული დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ მე მართლა კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით და მიხარია რომ ეს პროფესია ავირჩიე.  მერე დავფიქრდი, ამაზე მაგარს ვერფერს გავაკეთებ. ჩემი შვილისთვის კიდე სახელი კი არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი არამედ ის, რომ ღირსეული, საამაყო დედა ჰყავდეს განურჩევლად პროფესიისა, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში სათაკილოა მეეზოვედ მუშაობა, მაგრამ მე ვნახე ძალიან მაგარი, საამაყო დედები, რომლებიც არიან მეეზოვები, რომლებიც არაფერს თაკილობენ და უმაგრესი ადამიანებიც არიან.
სულ მინდოდა ვინმე მისაბაძი მაგალითი მყოლოდა, მერემივხვდი რომ ამით საკუთარ თავს ზღუდავ ასე თუ ისე. თითქოს საზღვრებს უწესებ, მაგრამ  მე მაინც მინდა ჩემი შვილების თუ შვილიშვილებისთვის მისაბაძი მაგალითი თუარა საამაყო დედა და ბებია ვიყო.
ძალიან ძალიან არ მესმის იმ დედების, რომლებსაც უნდათ ბავშვები ყველაფერს უსრულებდნენ რასაც ეტყვიან თანაც ისე, რომ არანაირი კითხვა და პროტესტი არ გაუჩნდეთ. არ ვიცი ეს იმითაა
განპირობებული, რომ უნდათ ბავშვები თავიანთ ჭკუაზე ატარონ რომ შემდეგ ზედმეტი სანერვიულო აირიდონ თავიდან თუ იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში საშინლად დანერვოზებულია ყველა და ყველას ნერვები საშინელ  დღეშია, მაგრამ ვიცი, რომ ეს აღზრდის სტილი არასწორია და სასწრაფოდ უნდა გაქრეს ჩვენი მეხსიერებიდან, ცნობიერებიდან და საერთოდ მისი არსებობა არც გავიხსენოთ. მე-10 კლასში ვიყავი როცა გავიგე ჩემი ფიზიკის მასწავლებელი თავის შვილს ბანკეტის მერე ექსკურსიაზე რომ გაჰყვა და სხვები მწვადს რომ წვავდნენ ეს თეთრ ხორცს რომ უწვავდა თავის შვილს. აჰ და ბანკეტზე არ გაუშვა 18 წლის ბიჭი იმიტომ, რომ მშობლები არ მიჰყავდათ!!!
ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ იყო კარგი დედა არ ნიშნავს იჯდე სახლში,ბავშვს გამზადებულ საჭმელს ახვედრებდე და სახლს ულაგებდე, მაგრამ ძალიან ვაფასებ დიასახლისებს, რადგან მათ მთელი ცხოვრება ოჯახს შესწირეს, აი ასე, გადადეს ყველაფერი გვერდით და დაჯდნენ სახლში, რასაც მე ალბათ ვერ ვიზამ. კარგ დედას დროის სწორად განაწილება  უნდა შეეძლოს, რაც ძალიან
ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი.
12665681_1106949839324386_292083137_n

 

 

იდეაში ღიმილიანი ბლოგი