Tag Archives: ადამიანი

რაც სათქმელად არ გემეტებოდა


ხანდახან ჩვენს ცხოვრებაში ისეთი რაღაცები ხდება, რასაც არ ვამბობთ და ჩვენთვის ვიტოვებთ იმიტომ რომ არავინ გვყავს ვინც მოგვისმენს და ვისთანაც გაზაირება გვიღირს. ან ხდება ისეთი რაღაცები, რასაც უბრალოდ ვერ ყვები. ან რისი მოყოლაც არ გინდა.  ჰოდა ისეთი რაღაცებიც არის, რომელიც არ გემეტება რომ თქვა, მარტო შენთან გინდა დარჩეს. არავის უთხრა, არავინ შემოახედო ცოტა შიგნით, არავის გააგებინო ამბავი, რომელიც მხოლოდ შენია.
მაგასაც განსაზღვრული დრო ჰქონია.
აი ეს ყველაზე დამალული და გონების უკიდურეს წერტილში მიჩურთული ამბებიც, რომლებზე ფიქრსაც თავს არიდებდი, ხანდახან გინდა გარეთ გამოიტანო, თქვა ყველაფერი რაც იქამდე სათქმელად არ გემეტებოდა.
თქვა ის რაღაცები რაზე ფიქრი საკუთარ თავს დიდი ხნის წინ აუკრძალე, მაგრამ ბოლოს მაინც მოახერხა და შენს მთელს გონებაში ღრმად გაიდგა ფესვები, და ზრდა იქამდე გააგრძელა სანამ საბოლოოდ არ გაიძულა მხოლოდ შენ თავთან კიარა სხვებთანაც გეღიარებინა რაღაც-რაღაცები.
საკუთარ თავთან ხშირად ვკამათობ.
ხანდახან ქუჩაში. ხმამაღლა..
ამ ბოლოს სულ რამის თქმა არ თქმაზე. ჩემი მეორე მე სულ მეჩიჩინება, რომ არ არის საჭირო, რაღაცები საკუთარ თავში დაიტოვო და ჩაიკეტო. მითუმეტეს როდესაც იცი, მოყოლა, ვინმეთვის გაზიარება როგორ გშველის.
მაგრამ.. ხანდახან არ გქონიათ განცდა რომ მოყოლა ზედმეტი მოგივიდათ?
რაღაცები, რაც არ გემეტებოდა, როგორც იქნა ამოთქვი. ბოლოს კი, ბოლოს იაზრებ, რომ ემოცია, რომელიც მიიღე, დამოკიდებულება, რომელიც დაინახე არ იყო შენი მოლოდინის შესაბამისი და გული გწყდება, თვლი, რომ არასწორ ადამიანს მოუყევი ეს შენი ნალოლიავები ამბავი.
და მერე ისევ თავიდან.. უნდა გადალახო შიში, რომ არასწორად გაგიგებენ, რომ ვისაც ეტყვი ის არ იქნება ვისთვისაც უნდა გეთქვა და ასე ყოველთვის სანამ შესაფერის ადამიანს  ყველა სათქმელადარგამეტებულ ამბავს არ მოუყვები.
იმედია.


„მოგონებებში არის ისეთი რამ, რასაც ადამიანი არავის უმხელს, გარდა მეგობრებისა, არის ისეთ რამ, რასაც მეგობრებსაც კი ვერ უმხელს, მხოლოდ საკუთარ თავს უმჟღავნებს და ისიც საიდუმლოდ. საბოლოოდ, არის ისეთ რამეც, რისი გამხელაც ადამიანს საკუთარი თავისთვისაც ეშინია და ასეთი რამ ძალზედ წესიერ ადამიანსაც კი საკმაოდ უგროვდება.” – დოსტოევსკი

Advertisements

როცა გაზრდაში უარყოფითების აღმოჩენას იწყებ ..

ხანდახან არის მომენტები, როდესაც შენს ცხოვრებაში რაღაც ისეთი ხდება, რაც გინდა რომ ყველას მოუყვე, მერე ხვდები რომ ყველას ვერ მოუყვები და ადამიანების რაოდენობას საგრძნობლად ამცირებ, საბოლოოდ კი ხვდები რომ ხანდახან 1 ადამიანიც არ მოგეპოვება ახლომახლო, რომელსაც მოუყვები და ზუსტად ისე გაიგებს ყველაფერს, როგორც სინამდვილეშია, რომელსაც სულ ექნება დრო შენთვის, იმ დროს მაინც როცა გჭირდება, როცა ძალიან ძალიან საჭიროა შენთვის.
არ ვიცი რა მინდა, ის რომ ჩემს მეგობრებს ნიჭი ქონდეთ ჩემი განცდების ამოცნობის თუ ის, რომ პრობლემა საკუთარ თავში ვიპოვო და გამოვასწორო.
ხანდახან ისეთი აუტანელი მგონია საკუთარი თავი მეც არ ავიტანდი არჩევანის საშუალება რომ მქონდეს.
მგონია, რომ ყველაფრის მიზეზი ყოველთვის მე ვარ, რომ ყველაფერს არასწორად ვაკეთებ, რომ შემეძლო ბევრად უკეთ მოვქცეულიყავი, ბევრად ნაკლები შეცდომა დამეშვა.. არადა მართლა ვცდილობ ხოლმე ჩემი მაქსიმუმი დავდო.
აქ ყველაზე მეტი დრო მაქვს იმისთვის რომ ვიფიქრო, შემიძლია დაუსრულებლად ვიფიქრო სამუშაო დღეებში ჩემთვის განსაზღვრულ თავისუფალ საათებში, სამაგიეროდ კვირას არავინ მიწესებს დროის საზღვრებს, არაფრისთვის. შემიძლია წავიდე სხვა ქალაქში, შემიძლია ვისეირნო, შემიძლია ახალი რაღაცები ვნახო, შემიძლია ყველაფერი გავაკეთო რაც მომინდება, მაგრამ პრობლემა სწორედ “მინდაშია” მინდაში რომელიც არ არსებობს და რომელიც მუდმივად გიმეორებს და გახსენებს რომ მარტო ხარ და მარტო და მარტო და მარტო და ასე დაუსრულებლად, რომ რეალურად არავინ არ არის ახლა შენთან ისე ახლოს როგორც ინატრებდი, როგორც გინდა და როგორც ..
რაც გააზრებული ცხოვრება დავიწყე, პრინციპში მგონი იქამდეც გაზრდაზე ვოცნებობ, დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე, რომელიც მართლა თავისუფლებაა და უარყოფითის დანახვა მართლა არ შემეძლო, ახლა კიდე..
ახლა ვიწყებ უარყოფითი რაღაცების დანახვას გაზრდაში .. და პირველი რასაც ყველაზე მეტად განვიცდი ახლა ისაა, შენთვის ძვირფას ადამიანებს ყოველთვის რომ აღარ ექნებათ დრო შენთვის, როგორც არ უნდა გჭირდებოდეს, ვერავის თხოვ საკუთარი საქმე შენი გულისთვის გადადოს (ეგეთი ეგოისტი არ ვარ) და ვერავის, ვერასდროს დაავალდებულებ საკუთარ პრიორიტეტებში მოწინავე ადგილზე ყავდე.
თავისუფლებით გაზრდა დავიწყე, სამაგიეროდ დამოუკიდებლობით გაზრდამდე 11 თვე მაქვს დარჩენილი თუ ყველაფერი გეგმების მიხედვით წავა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩემი გაზრდილი თავისუფლება ისევ დაპატარავებას დაიწყებს, მე კი მიუხედავად იმისა, რომ დიდობის “უარყოფითებს” ვეცნობი ნელ-ნელა, მაინც არმინდა დაპატარავება და სხვა ადამიანებზე დამოკიდებულად. ქცევა ვინც არ უნდა იყვნენ ის ადამიანები რომლებზეც დამოკიდებული ხარ ..

და ასე სანატრელ გაზრდაში უარყოფითების აღმოჩენის დაწყება ცალკე სევდაა..

იდეა-ლური

იდეალური ადამიანები არსებობენ.

ოღონდ ინდივიდუალურად იდეალურები.

ჩემთვის იდეალური რომ სხვისთვის ყველაზე ცუდი იქნება იმდენად ინდივიდუალურად იდეალურები.

შეხედულებების და ღირებულებების მიხედვით იდეალურები.

არ მიყვარს  იდეალური ადამიაები არ არსებობენო რომ იძახიან,  ტყუილია ეგ.

იმაზე თანხმდებიან, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია, რომ ორი ერთნაირი არ დადის მთელს მსოფლიოში და უნდათ ერთი ადამიანი აიღონ და იდეალური იყოს ყველასთვის?

სისულელეა.

ზოგადად ადამიანის მოძებნა რთული საქმეა, იდეალურის მითუმეტეს მაგრამ ბოლომდე მინდა მჯეროდეს, რომ არსებობენ.

პ.ს იდეალური ადამიანები არსებობენ!

ის დღე 19 წელი რომ ველოდი.

ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება, უფროსწორად ყველაფერი ხომ შეიძლება მოხდეს და როდესღაც  ეს “ყველაფერი” ხომ პირველად ხდება.  მერე შეიძლება ეს პირველად მომხდარი ერთადერთად გადაიქცეს ან იმდენად ყოველდღიური გავხადოთ, რომ ვერ ისიც ვერ გავაცნობიეროთ, ოდესღაც “ამის” გარეშე ვცხოვრობდით. უბრალოდ არ ვფიქრობთ ხოლმე ასეთ თემებზე, მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა რამეზე ფიქრს გავურბივართ, ან ვცდილობთ გავექცეთ, დავფიქრდებით ხოლმე მსგავს რამეზე. არა განა რამეს შეცვლის იმაზე ფიქრი, რომ  ოდესღაც პირველად იტირე ტკივილის შესამსუბუქებლად ან  პირველად იტკინე რამე, მაგრამ მაინც.lallaaa

ჩემს ოქროს დაბადების დღესშევხვდი იმედით, რომ რაიმე განსაკუთრებული მოხდებოდა, რაიმე განსხვავებულის აღმოჩენის, დასამახსოვრებლის გაკეთების და საერთოდ პოზიტიური დღის იმედი მქონდა. მოვიტყუები თან ძალიან რომ გითხრათ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა მეთქი, იმასაც მოვიტყუები ახალი არაფერი არ აღმომიჩენია მეთქი და იმასაც პოზიტიური დღე არ იყო  მეთქი რომ ვთქვა. აი ისეთი დღე იყო მოკარგო მოგონებები რომ დაგრჩება, მაგრამ ფაქტია წინა 18-ს ჯობდა. როგორ ველოდი ამ დღეს, სულ მეგონა უმაგრესი დღე იქნებოდა, 19 წელი იმხელა ასაკი მეგონა აი იმაზე დიდი, ყველაზე ჩამოყალიბებული მეგონა რომ ვიქნებოდი, სამსახურით მარტო ცხოვრებით და რავიცი,  სულ იმას ვიძახდი მაგარ დროს მაქვს ოქროს დაბადების დღე მეთქი, ალბათ ზედმეტად დიდმა მოლოდინებმა გამოიწვიეს ჩემი ასეთი განწყობა მაგრამ..  ისევ თავს ვიმართლბ, მე ხომ უბრალოდ ვერ ვიტან ჩემს დაბადების დღეს .

ასე მგონია მე თვითონ ვირთულებ ცხოვრებას, აი ასე უბრალოდ, შეიძლება ბევრი რამ უფრო მარტივად მოხდეს მაგრამ მე ყველაფერს ვართულებ,  ვურევ, ვხლართავ.

დედაჩემთან ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია, მაგრამ ამბოლოს ვატყობ, გიჟი ვგონივარ. აი ასე, გიჟად მთვლის მგონი. ოღონდ ისეთ გიჟად არა, მე რომ ვამბობ ხოლმე, დადებით და პოზიტიურ კონტექსტში.

პ.ს ბლოგი 3-ის არის უკვე, აი იმ ასაკშია ბავშვები ყველაზე საყვარლები რომ არიან ხოლმე, ეშველოს იქნებ ამასაც რამე ^_^ :დდ

 

კიდევ ერთი დრამით დამძიმებული გულით დაწერილი პოსტი

რა ცუდი გრძნობაა  იმის გააზრება რომ შენი  ნაცნობების უმრავლესობას არ “ევასები” იცით? არც გისურვებთ გაგებას. რაღაცნაირი გრძნობაა, აი სულ რომ იცოდი და აღიარება გიჭირდა რა, მერე როგორც იქნა საშველს რომ დააყენებ და გაითავისებ რომ ეს ასეა და თან რომ  არც ცდილობ შეცვალო რამე ეგ მაგარი გრძნობაა, არა იმიტომ კიარა რომ არ ცდილობ უკეთესი გახდე, იმიტომ რომ შენ შენ ხარ და სხვების ხუშტურებზე არ უნდა იარო, ამას ასეთი მოვწონვარ იმას-ისეთი, ამასთან საჭიროა ასე მოვიქცე იმასთან კიდე-ისეო. ყველასთან ერთნაირი რო ხარ და მაგრად იკიდებ სხვის აზრს შენ ხასიათთან დაკავშირებით ანუ რო იცი რა როგორი ხარ და არ იცვლები არავის გამო ეგ პონტია. არადა ამას წერს ადამიანი რომელსაც აშკარად აინტერესებს ხალხის აზრი.

არსებობენ ადამიანები ბედნიერებისთსვის რომ არიან შექმნილები, კიდევ უბედურებისთვის აი მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები მარტოობისთვის და ერთკვირიანი ნაცნობებისთვის რომ არიან გაჩენილები, შეიძლება უაზროდ ჟღერს მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ მარტოობისთვის ვარ გაჩენილი. მიყვარს მარტო ყონაც, მეცადინეობაც, სახლის დალაგებაც, საჭმლის კეთებაც მარტო რომ ვარ ჭურჭლის რეცხვაც კი მიყვარს (ერთადერთია რასაც ვერ ვიტან). არა არა არ ვამბობ რომ სულ სულ მარტო გავძლებ, ვერ გავძლებ ვიცი. ხანდახან ისე შემომაწვება ხოლმე ემოციები ოღონდ ეს მომაყოლა და მეტი არაფერი მინდა-თქო ვფიქრობ. ოღონდ აი რაც მეტს ვუყვები მით უფრო ვგრძნობ შემსუბუქებას, ნუ მოკლედ ჩემი ატანა აშკარად რთულია ერთი ადამიანისთვის ამიტომ მინდა სულ ახალი ნაცნობები. აი გავიცნობ მომიყვება საკუთარ თავზე რაღაცეებს მეც “შევიმსუბუქებ” თავს დავემშვიდობები და მორჩა. მერ ეუნდა შეწყდეს ურთიერთობა მერე ისევ ახალი ხალხი და ასე “ბედნიერად”, მაგრამ მონეტას ხომ ორი მხარე აქვს და რაც დრო გადის ხვდები რომ გინდოდა ისეთი ადამიანი თავიდან ბოლომდე შენთან ერთად რომ იქნება შენზე ყველაფერი რომ ეცოდინება და შენი ყველა ნაცნობი იმის ნაცნობიც რომ იქნება. შეიძლება ამდენ სისულელეს მეგობრობაზე იმიტომ ვამბობ რომ სულ მინდოდა ისეთი სამეგობრო აი თინეიჯერების ისტორიებში რომ არის, დაბადებიდან ერთად რომ არიან 5-6 კაცი და ბაღი და სკოლა ყველაფერი ერთად რომ აქვთ გამოვლილი ერთმანეთზე ყველაფერი რომ იციან და ერთმანეთს ხუთი თითივით იცნობენ, მაგრამ არ მყავს. აი ყველაზე მეტად როცა ვინმესთან საუბარი მინდა მაშინ მარტო ვარ ძირითადად საღამოს საათებში მინდება ვიღაცა იჯდეს და მისმენდეს ხოლმე, ესეც არ ხდება, ახლა რომ ვუფიქრდებიარაფერი ისე არ ხდება როგორც მე მინდა, არადა ხომ ვცდილობ არა? მართლა ვცდილობ ყველაფერი იდეალურად თუარა კარგად მაინც იყოს მაგრამ არ არის.

ხოდა ამ კარგად არ არის, კარგად არ არის ძახილში მაზოხისტიც გავხდი მგონი, ოღონდ მართლა, არა საკუთარი სხეულის ტანჯვა-წამება არ მიამოვნებს, სულიერი სამყაროს განადგურება მანიჭებს დიდ სიამოვნებას, გავგიჟდი კიდეც მგონი.. ულ მინდა რაღაც უსეთი წავიკითხო რაც ცუდად გამხდის გულს მატკენს, ისეთ წიგნებს ვეძებ რომ წავიკითხავ და ამატირებს, თითქოს ვცდილობ მივხვდე როგორ არ დავუშვა შეცდომები რომ იმ ზომამდე არ მივიდე როგორც სხვადასხვა ნაწარმოებების სხვადასხვა პერსონაჟები მიდიან, მაგრამ აშკარად არ გამომდის, არც მარტო ყოფნა გამომდის, იმდენად გავითავისე რომ ცუდი ვარ, ცივი, გულგრილი, რომ ვინმე რომ მეტყვის კარგი ადამიანი ხარო სინდისი მქენჯნის იმის გამო რომ არასწორი წარმოდგენა შეექმნა ადამიანს ჩემზე.

გრამატიკული შეცდომებისთვის ბოდიში, არ გადამიკითხავს. ვერ. ხო კიდევ ბლოგს სახელი მინდა შევუცვალო რამე დეპრესიულ-მელანქოლიური  მინდა რომ დავარქვა და ღიირს?  მადლობა ვინც წაიკითხა ეს პოსტი და თუ გამიგო კიდევ უფრო დიდი მადლობა. კიდევ მადლობა იმისთვის რომ საერთოდ შემოდიხართ და თქვენს ძვირფას დროს ამ ბლოგზედაწერილი პოსტებისთვის ხარჯავთ, ისე სულ მინდოდა მწერალი გამოვსულიყავი, ახლა ისე მიხარია რაღაცას რომ ვწერ და ვინმე რომ კითხულობს ვერ წარმოიდგენთ.  ბოდიში რა, თავი შეგაწყინეთ წუწუნით ვიცი.