Tag Archives: დეპრესია

ეს არ არის დეპრესია

მოტივაციის ან განწყობის ნაკლებობას რომ განვიცდი, საქართველოდან წასვლის დადებითი მხარეების განხილვაზე გადავდივარ ხოლმე.
ჩემ თავს ველაპარაკები
ქუჩაში.
თან ხმამაღლა.
კი, რა თქმა უნდა, უცნაურია ალბათ არასასურველიც მაგრამ..
არავის არ ესმის.
მიდიხარ, და ყველას გონია ყურსასმენებში ლაპარაკობ (საერთოდ ინტერესდება კი ვინმე?)
მიდიხარ შენთვის და მთელი მონდომებით ცდილობ შენს მეორე მეს აუხსნა, რომ არასწორია და “ამაზე” ნერვიულობა არ ღირს. მერე ის იქიდან გეპასუხება და მოკლედ, სტანდარტული დიალოგია.
არაფერი საინტერესო, გარდა ფაქტისა.
როდესაც უგზოუკვლოდ გინდა ვიღაცამ მოგისმინოს და იცი, არავინ არის ისეთი ვინც მოგისმენს, არ არიან იმიტომ, რომ შენ არ მოინდომე, შენ არ ეცადე და მოკლედ თუ ვინმე რამეში, სადმე, როდესმე, რამენაირად დამნაშავეა ყველაფერში შენ ხარ და ყველაფერი შენი ბრალია.
ხანდახან მგონია რომ ჩემს მეგობრებთან ჩემი “ურთიერთობა” ჩემი მხრიდან თავის შეხსენების მცდელობაა. ვერვიტან ონლაინ ურთიერთობებს!
როდესაც სხვა ქვეყანაში მიდიხარ საცხოვრებლად მინიმუმ 1 წლით მაინც და კიდევ 3წლიანი გეგმა გაქვს დარჩენის ხვდები, რომ საერთოდ არ არის საჭირო გარდაცვალება იმისთვის, რომ ვინმე დააფასო, ან მოგენატროს, ან მიხვდე, როგორ მნიშვნელოვანია ესა თუ ის პიროვნება შენთვის, ან გაიაზრო რა მაგარია იმ გარემოში ცხოვრება, რომელშიც გაიზარდე, სადაც ყველაფერი ნაცნობია და შეგიძლია მიხვდე რას და რატომ აკეთებს ხალხი, სადაც გაქვს შესაძლებლობა გააპროტესტო ის რაც არ მოგწონს, სადაც თავს არ გრძნობ როგორც ჰაერიდან ჩამოვარდნილი და არასწორ ადგილზე მოხვედრილი(თავიდან მაინც).
საქართველოდან წამოსვლამდე ხშირად ვფიქრობდი რა მომენატრებოდა ყველაზე მეტად, სულ მეგონა რომ უშუალო ურთიერთობები, თავისუფლად ლაპარაკი, შეგრძნება, რომ ასე თუ ისე რაღაცას წარმოადგენ, რაღაცას მიაღწიე, რაღაც შექმენი ან ის მომენატრებოდა ქუშაში უაზროდ დაღლილს მეგობარი/მეზობელი/ნათესავი მანქანით რომ ჩაგივლიდა გაგიჩერებდა და სახლამდე წაგიყვანდა, ჩემს საბცხოვრებელ ქუჩას რომ მივუახლოვდებოდი და ყველა მეორეს რომ შემეძლო მივსალმებოდი.. კიდე მოხარშული სიმინდი, თუთის ტყლაპი(ქოქოსთან ერთად სუპერ გემრიელია) და ჩურჩხელა, მომენატრებოდა შემთხვევით ნანახი ძველი მეგობრები, რომელთანაც სულ ვინანებდი ურთიერთობის გაწყვეტას, მაგრამ მალევე გადამივლიდა. მომენატრებოდა უნივერსიტეტი, კურსელები, უბრალოდ ნაცნობი სახეები..
ხოდა,
მართალი ვიყავი.
ისე კი, უნდა ვთქვა რომ გერმანელები იმაზე უფრო დადებითი ხალხი არიან ვიდრე ჩემს წარმოდგენაში იყვნენ. ქუჩაში შეიძლება სულ უცხო მოგესალმოს, გაგიღიმოს, ზებრაზე რომ გადავდივარ ხომ საერთოდ, საკმაოდ შორი მანძილიდან მიჩერებენ მანქანები და მშვიდად ელოდებიან როდის გადავალ გზაზე. ავტობუსში რომ ადიხარ მძღოლი გიღიმის და გესალმება კიდეც ხშირ შემთხვევაში..

მწიფეალუბლისფერი მონატრება

არ მიყვარს ფბ-ზე სტატუსების წერა, ხოდა წეღან 2-3 ჩემი ემოციის გადმოცემის ძალიან დიდი სურვილი რომ გამიჩნდა მივხვდი ბლოგის გაკეთების ჭეშმარიტ არსს.. ისე, თან მეცინება,  რომ ვიცი შეიძლება არავინ წაიკითხოს, მაგრამ მაინც რომ “ვწერ”, სულ პატარა იმედით რომ  ვიღაც წაიკითხავს, გაგიგებს..

ახლა ამ ამბის გაანალიზება ისე გამიხარდა, როგორც ერთდროს იმის გაგება, რომ “სახლს რაც უახლოვდები უფრო იღლების” აზრი ის იყო, რომ რაც ახლოს მიდიოდი ბევრ მანძილს გადიოდი და ეგ გღლიდა, მეუღლე რომ მე-უღლეს ნიშნავდა, სხვის ჯინაზე ცუდის გაკეთებით ყველაზე მეტად საკუთარ თავსრომ ავნებ (ამას 18 წელი მოვანდომე :/ ) და ა.შ .. monatreba.

ცხვირის აწვამდე მონატრება როგორია-მეთქი სულ ვკითხულობდი,  სადაც ცრემლებამდე სიყვარული ყოფილა მონატრებაც თუ იქნებოდა არ მეგონა, ხოდა აი ეგრე ცრემლებამდე რომ მიდის მონატრება მერე იწყება ცხვირის აწვა :/თურმე.                                                                                                                                 ნეტა ის უფრო ცუდი გრძნობაა შენ რომ გაგიცრუებს ვინმე იმედს თუ რომ იცი შენ გაუცრუე იმედები?                                                        ალბათ მეორე                                                                                                          ალბათ.

1

კომენტარი ჩემს სტატუსზე “..შენი მონატრება სხვა ფერია”     ცუდი რამე ყოფილა მონატრება                                                                 ძალიან ცუდი.

ველოდებოდი ცუდ აგვისტოს, მაგრამ არა ასეთ საშინელს, ცუდებში ყველაზე უარესი იყო.

პოსტი კატეგორიიდან: “დეპრესიული სტუდენტის ჩანაწერები”