Tag Archives: ინტერნეტი

ეს არ არის დეპრესია

მოტივაციის ან განწყობის ნაკლებობას რომ განვიცდი, საქართველოდან წასვლის დადებითი მხარეების განხილვაზე გადავდივარ ხოლმე.
ჩემ თავს ველაპარაკები
ქუჩაში.
თან ხმამაღლა.
კი, რა თქმა უნდა, უცნაურია ალბათ არასასურველიც მაგრამ..
არავის არ ესმის.
მიდიხარ, და ყველას გონია ყურსასმენებში ლაპარაკობ (საერთოდ ინტერესდება კი ვინმე?)
მიდიხარ შენთვის და მთელი მონდომებით ცდილობ შენს მეორე მეს აუხსნა, რომ არასწორია და “ამაზე” ნერვიულობა არ ღირს. მერე ის იქიდან გეპასუხება და მოკლედ, სტანდარტული დიალოგია.
არაფერი საინტერესო, გარდა ფაქტისა.
როდესაც უგზოუკვლოდ გინდა ვიღაცამ მოგისმინოს და იცი, არავინ არის ისეთი ვინც მოგისმენს, არ არიან იმიტომ, რომ შენ არ მოინდომე, შენ არ ეცადე და მოკლედ თუ ვინმე რამეში, სადმე, როდესმე, რამენაირად დამნაშავეა ყველაფერში შენ ხარ და ყველაფერი შენი ბრალია.
ხანდახან მგონია რომ ჩემს მეგობრებთან ჩემი “ურთიერთობა” ჩემი მხრიდან თავის შეხსენების მცდელობაა. ვერვიტან ონლაინ ურთიერთობებს!
როდესაც სხვა ქვეყანაში მიდიხარ საცხოვრებლად მინიმუმ 1 წლით მაინც და კიდევ 3წლიანი გეგმა გაქვს დარჩენის ხვდები, რომ საერთოდ არ არის საჭირო გარდაცვალება იმისთვის, რომ ვინმე დააფასო, ან მოგენატროს, ან მიხვდე, როგორ მნიშვნელოვანია ესა თუ ის პიროვნება შენთვის, ან გაიაზრო რა მაგარია იმ გარემოში ცხოვრება, რომელშიც გაიზარდე, სადაც ყველაფერი ნაცნობია და შეგიძლია მიხვდე რას და რატომ აკეთებს ხალხი, სადაც გაქვს შესაძლებლობა გააპროტესტო ის რაც არ მოგწონს, სადაც თავს არ გრძნობ როგორც ჰაერიდან ჩამოვარდნილი და არასწორ ადგილზე მოხვედრილი(თავიდან მაინც).
საქართველოდან წამოსვლამდე ხშირად ვფიქრობდი რა მომენატრებოდა ყველაზე მეტად, სულ მეგონა რომ უშუალო ურთიერთობები, თავისუფლად ლაპარაკი, შეგრძნება, რომ ასე თუ ისე რაღაცას წარმოადგენ, რაღაცას მიაღწიე, რაღაც შექმენი ან ის მომენატრებოდა ქუშაში უაზროდ დაღლილს მეგობარი/მეზობელი/ნათესავი მანქანით რომ ჩაგივლიდა გაგიჩერებდა და სახლამდე წაგიყვანდა, ჩემს საბცხოვრებელ ქუჩას რომ მივუახლოვდებოდი და ყველა მეორეს რომ შემეძლო მივსალმებოდი.. კიდე მოხარშული სიმინდი, თუთის ტყლაპი(ქოქოსთან ერთად სუპერ გემრიელია) და ჩურჩხელა, მომენატრებოდა შემთხვევით ნანახი ძველი მეგობრები, რომელთანაც სულ ვინანებდი ურთიერთობის გაწყვეტას, მაგრამ მალევე გადამივლიდა. მომენატრებოდა უნივერსიტეტი, კურსელები, უბრალოდ ნაცნობი სახეები..
ხოდა,
მართალი ვიყავი.
ისე კი, უნდა ვთქვა რომ გერმანელები იმაზე უფრო დადებითი ხალხი არიან ვიდრე ჩემს წარმოდგენაში იყვნენ. ქუჩაში შეიძლება სულ უცხო მოგესალმოს, გაგიღიმოს, ზებრაზე რომ გადავდივარ ხომ საერთოდ, საკმაოდ შორი მანძილიდან მიჩერებენ მანქანები და მშვიდად ელოდებიან როდის გადავალ გზაზე. ავტობუსში რომ ადიხარ მძღოლი გიღიმის და გესალმება კიდეც ხშირ შემთხვევაში..

არაპირადი ურთიერთობები (?)

თურმე ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ ამ პოსტის დადებას მაგრამ მხოლოდ 2 თუ 3 დღეა რაც გავიაზრე. უბრალოდ  დრო ვერ ვნახე  რომ დამეწერა. არა ვიტყუები  :// უბრალოდ არ მინდოდა სიყვარულზე დაწერა. რატო? არ ვიცი, თითქოს სხვაა ეს თემა ჩემთვის ცოტა უფრო ძირფასი სხვა საფეხურზეა ასე ყოველდღიურად სალაპარაკო არ არის,  არ ვცდილობ “მაგარი როჟა” გამოვჩნდე იმიტომ რომ შეყვარებული არ მყოლია ანდა სიყვარული “სხვაა” ჩემთვის, უბრალოდ აი წარმოიდგინე ვიღაცა რომ გიყვარს მთელი ცხოვრება და ეძებ, ელოდები როდის იპოვი მაგრამ არ ჩანს, ამბობ რამდენიმე წელი არ მცალია უნდა ვისწავლოო მაგრამ ქუჩაში რომ გადიხარ მაინც “იმას” ეძებ . ყოველდღე ერთიდაიგივე “ის ისევ არ ჩანს” ..

ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება, თითქოს ესე ყოფნაც მოსაწყენი ხდება თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცის ლოდინი კი უკვე გადავიდა მოდიდან, მე მაინც ველოდები, “მოდას ის მიყვებავისაც საკუთარი გემოვნება არ აქვს”-ო.

blog2ახლა კი პოსტის მტავარი თემა: ინტერნეტში გაცნობა/შეყვარება ..

ინტერნეტში თუარა ტელეფონით გაცნობა მაინც იყო აქტუალური ოდოთგანვე, მოგწერდნენ:

-“თქვენი გაცნობა შაიძლება?”

-კიიიი (მეტიჩრები ან შეუხედავები) არა არ შეიძლება (ჭკვიანები) ვინ ხარ? ნომერი საიდან? (ცნობისმოყვარეები)

და მერე იწყებოდა ერთი ამბები, საათობით ტელეფონზე “ჩამოკიდება” ჰაი ჰუი MMS-ით სურათის გაგზავნა (ამის მერე წყდებოდა ურთიერთობის ბედი) შეხვედრა და რავიცი რა იყო შემთხვევები ქორწილითაც დამთავრებულა მსგავსი ურთიერთობა..

ახლა კი “გოიმობაა ” ტელეფონით გაცნობა ინტერნეით გაცნობისაგან განსხვავებით/

რა საშინელებაა არ იცი ვინ არის, როგორია, რა წარსული  აქვს, რას წარმოადგენს, რისი გამკეთებელია, რა სანაცნობო წრე ყავს და რავიცი კიდე ბევრი რამე. შეეჩვევი მერე რამე ცუდს გაიგებ და უუნდა დაგწყდეს გული! უაზრობად მიმაჩნია და რა ვქნა 😐 მიუხედავად იმისა რომ ვერ ვიტყვი არ გამიცნია არავინ თქო.  მაგრმ ყველაფერს ხომ დადებითი მხარეც აქვს არა?

ხოდა დაგამატებს ვიღაც არც ისე სიმპატიური ახალგაზრდა ყმაწვილი რომელიც 3-4 წუთიანი დიალოგის მერე ან გაიძულებს რომ ენაგლო ანდა ცდილობს მეგობრობაზე დაიყოლიო, თუ უაზროდ ხარ და არ იცი რა აკეთო თემას ცვლი დრო გაგყავს და მერე შლი მეგობრებიდან თუარადა სიტყვის უთქმელად :დ

მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს დადებითი მხარე? ჰოდა რომ დავუფიქრდეთ .. იცნობ ადამიანს დიდ  მნიშვნელობას არ ანიჭებ გარეგნობას  (მთავარია ,, ხო ხვდებით რა) იცნობადამიანს აფასებ მისშინაგან სამყაროს და არა გარეგნობას, მოგწონს ხასითით და არა გარეგნობით, შემდეგ ეს მოწონება სიყვარულში იზრდება და,, ბოლოს დიდ სისულელემდე მივდივართ რა ესეიგი გიყვარს ადამიანი რომელიც ფაქტობრივად ნანახიც არ გყავს და თან ისიც გასათვალისწინებელია რომ ძალიან ბევრი ინტერნეტში სულ სხვანაირია და პირადად რომ ნახულობ სულ სხვაა მოკლედ ბოლოს გატეხილ გულამდე მივდივართ 100 დან 98 შემთხვევაში ..

blog1

მოკლედ, ძალიან დებილობა გამოვიდა, არ შეიმჩნიოთ უბრალოდ ახალი რო არაფერი არ იყო..  გამოვასწორებ (იმედია) :დ Continue reading არაპირადი ურთიერთობები (?)

‘სხვა სხვის ომში ბრძენია’-ო

tumblr_mjkbazv7dA1rmsdpqo1_500_large

რჩევა N1 არასოდეს დაელაპარაკო გარეგნობაზე ადამიანს, რომელსაც შენი დახმარება უნდა,

რჩევა N2 არასოდეს გაიცნო ინტერნეტში არავინ

რჩევა N3 თუ ზემოთ ხსენებულს არ გაითვალისწინებ, როდესმე აუცილებლად ინანებ

რჩევა N4 არასდროს დაამატოთ ფბ-ში უცნობი ბიჭი ასეთი პოსტიც წერის დროს

ბოდიში რომ რამდენიმე წამი დაგაკარგინეთ, თუ წაიკითხეთსაერთოდ, და

რჩევა N5 არასოდეს მოიხადო ბოდიში თუ საჭირო არ არის!

p.s სურათი,, ჰო ვიცი..