Tag Archives: ისტორია

ცხოვრება ჩემს თავთან

ყველაჯერ მაქვს ნაფიქრი იმაზე, თუ რა იქნებოდა, სადმე ისეთ ადგილზე რომ მოვხვედრილიყავი სადაც არავინ ჩემი ნაცნობი არ იქნებოდა, ჩემთვის ყველაფერი უცხო და ახალი იქნებოდა, არცერთი ადამიანი, რომლებსაც შეხება ექნებოდათ ჩემს განვლილ ცხოვრებასთან და არცერთი ადგილი, რომლებთანაც იარსებებდა რამე, თუნდაც უმნიშვნელო მოგონებები.
დიდიხანი ვამტკიცებდი რომ ოცნებები არ ხდება, მაგრამ როდესაც შენთავზე გამოცდი ისეთ წარმოუდგენელს, როგორიც ზემოთაღნიშნული იყო ჩემთვის, უკვე ყველაფერი შეგიძლია დაიჯერო. აღარ რჩება არაფერი, რისი მოხდენაც შეიძლება ვერ დაუშვა..
თითქმის 2 თვეა გერმანიაში ვცხოვრობ, მარტო, ოღონდ არა სახლში. მარტო ვცხოვრობ ჩემს თავთან.
იმ ჩემს თავთან ასე რომ უყვარს ჯუჯღუნი და სწავლასა და დასვენებას შორის მეორეს რომ მარჩევინებს ხოლმე.
იმ ჩემს თავთან, რომელსაც ამავდროულად შეუძლია თავისუფალი ორი დღე მარტო წიგნებთან გამატარებინოს.
იმ ჩემს თავთან, რომელთან ერთადაც დავდივარ საყიდლებზე, სასეირნოდ..
რომელსაც ვეკითხები რჩევებს,
იმასთან, რომელიც ჩემი მოტივაციაა,
იმასთანაც, რომელიც რასაც არ უნდა აკეთებდეს ყველაფერს გვერდით გადადებს თუ დამჭირდება და 5 წუთს გამონახავს რომ დამეხმაროს უბრალოდ მოსმენით.
იმ ჩემს თავთან, რომელიც ხშირად არასწორ რაღაცებს მარჩევინებს, არასწორ გადაწყვეტილებებს მაღებინებს, მეჯუჯღუნება, სინდისს მიწიოკებს, მაგრამ მერე მიხსნის რაზე ღირს ნერვიულობა და რაზე არა..
იმ ჩემს თავთან, რომელიც ყველაფერზე მაფიქრებს და იმ ზომამდე მივყავარ, რომ აუცილებლად ვიქნებოდი ფიქრისგან თავის გასკდომის მოლოდინში ასე დარწმუნებული რომ არ ვიყო – ასეთი რამ შეუძლებელია ..
ყველაფერზე ვფიქრობ, ყველაფერზე. ხანდახან ისე მინდა ვიღაცას რაღაც მოვუყვე ისე, რომ არ დამჭირდეს ფიქრი იმაზე რასაც ვლაპარაკობ, ანუ ქართულად, ასე მიყუროს, ვუყურებდე ან საერთოდ არ არის ყურება საჭირო უბრალოდ ვიცოდე რომ მისმენს და ვუყვებოდე ნებისმიერ სისულელეს, ჩემი როლიკებით წაქცევის ამბავს, ან რამეს ჩემს პირველ სიყვარულზე, ან იმას ერთ ძალიან მაგარ ბიჭს რომ ვუყვარდი..ნებისმიერ ამბავს რომელიც თუნდაც მილიონჯერ მაქვს მოყოლილი და არ მბეზრდება.
ან უბრალოდ რაღაცის გახუმრება რომ მომინდება შემეძლოს ისე თქმა, როგორც მინდა და სიტყვების არცოდნის გამო არ ვიჭედებოდე.
ან უხერხულობას არ ვგრძნობდე სულ მარტო რომ დავდივარ, რადგან ჩემი არსებული 2 ნაცნობისთვის სადმე წასვლის შეთავაზება მეუხერხულება.
ან არ ვიცი იმდენი რამეა. ყველა.
და ახლა, აქაც გაჩნდა ნაცნობი ადგილები, თავისი პატარა ისტორიებით, რომელიც შემიძლია ჩემს თავთან ერთად გავიხსენო და ვიცინოთ ერთად.
და მეც არ ვიცი, მინდა თუ არა ისევ სადმე ისეთ ადგილზე წასვლა სადაც არ მეყოლება არცერთი ნაცნობი და არცერთ ადგილს არ ექნება დამახსოვრებული ჩემი ისტორია.
მზად ვარ ამისთვის?
წინ კიდევ 10 თვეა.
ჩემს თავთან ცხოვრება კი იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ჩემს წარმოსახვას შეეძლო წარმოედგინა.

Advertisements

შეცვლილი სურვილები

იზრდებიან ადამიანები და ამ ზრდას მოყვება შეხედულებების, სურვილების, გამოვნების და ა.შ ცვლილება.ჩემ შემთხვევაშიც როგორც ალბათ ყველასთან ასე მოხდა. ადრე რაც ღირებული იყო ახლა ფასი დაკარგა ჩემსთვალში და ზოგი რამ რასაც ყურადღებას არ ვაქცევდი მივხვდი რომ დასაფასებელი ყოფილა. ჰოდა არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა რომ ერთი გვერი აკლია ჩემს ბლოგს. კალიფორნია რომელზეც “ვოცნებობდი” რომელშიც ძალიან მინდოდა ცხოვრება. მაგრამ უბრალოდ წასვლითაც კი დავკმაყოფილდებოდი.. მაგრამ ცოტახნის წინ მივხვდი  რომ უბრალოდ ავიკვიატე ეს კალიფორნია და რატო გინდა წასვლაო ან რამ გადაგაწყვეტინაო რომ ეკითხათ დარწმუნებული ვარ ვერ ვუპასუხებდი. მოკლედ ისე იყო თუ ასე ახლა ნამდვილად ვიცი ის ადგილი სადაა სადაც მართლა გულით  მინდა მოხვედრა. არ ვიცი იცით თუარა რომ რამდენმე წელია მინდა არქეოლოგობა, არქეოლოგიურზე ჩაბარება და საერთოდ ერთი პერიოდი იმასაც ვფიქრობდი მეორე კურსზე რო გადავალ მეორედ ჩავაბარებ და არქეოლოგიურზეც ვისწავლი თქო. მაგრამ ეგ ფიქრები წარსულს ჩაბარდა (ჩამაბარებინეს)

1380727_523963914338905_511592372_n

სწორად მიხვდით ეს ინკების დაკარგული ქალაქი მაჩუ პიკჩუა რომელიც მე-15 საუკუნით თარიღდება და ზღვის დონიდან 2350 მეტრის სიმაღლეზეა. მოკლედ ძალიან მაგარია რა.  ეს სურათი ისეთ დროს დავდე უკევ უნდა მოვდიოდე კუზკოდან ;დ მაგრამ სექეტემბრის დასაწყისში “ვიმაიმუნეთ” მე და ჩემმა მეგობარმა.

machu-picchu-peru

ძალიაან ლამაზი, საინტერესო ისტორიით, განსხვავებული, საოცარი, მოკლედ ძალიან რომ მომმწონს ისეთია რა ..      შეიძლება ბევრს არ მოსწონს მაგრამ აი საჩემო ადგილია რა..  მარტო რომ წახვალ და “გემრიელად” რომ შეისწავლი. ნუ დაქალთან ერთადაც შეიძლება მეორედ რო წახვალ :3 :დ                                                                                                                                        აქვე მინდა აღვნიშნო რომ 2007 წლიდან სამყაროს საოცრებათა სიაშია შესული.          პ.ს დიზაინი იმედია მოგწონთ,  ახალი დიზაინით და ახალი პოსტებით დავბრუნდი, იმდედი მაქვს გამოვნახავ იმდენ დროს რომ 1 კვირის შუალედით მაინც დავდო პოსტები. მომავალ პოსტამდე 😉