Tag Archives: მეგობრები

ხომ ხდება ხოლმე..

ხომ არის ხოლმე ყველაფერი ცუდი ერთმანეთს რომ მიეწყობა და გგონია რომ კარგი არაფერი ხდება შენს გარშემო. ან არც ხდება. ბოლომდე ცდილობ შეინარჩუნო პოზიტიური დამოკიდებულება, მინიმუმ რეალისტური მაინც და ნეგატივში არჩაფლობის მცდელობები რაც შეიძლება გაახშირო და გაახშირო და კიდევ უფრო გაახშირო, რომ რამენაირად თავი დააღწიო სიტუაციას, რომელიც ხანდახან თავისუფლად სუნთქვის საშუალებასაც გართმევს, ენერგია, ხალისი, განწყობა და სხვა ყველაფერი მეასე ხარისხოვანი ხდება ამ დროს.
ეს კარგი კიდე არაფრით არ მოდის. დგას სადღაც შორს და გაკვირდება როგორ ეფლობი.   შეიძლება გიღიმის შორიდან და არაფერს აკეთებს ან უბრალოდ შენ არ აძლევ საშუალებას ახლოს მოვიდეს და დაგეხმაროს (ეს ცალკე სევდაა) თან გგონია არაფრის გაკეთების სურვილს არ გამოთქვამს, ყოველშემთხვევაში ფაქტი სახზეა, ერთი მილიმეტრითაც კი არ გიახლოვდება,  ახლოს მოსვლაზე საუბარიც კი ზედმეტია.
ჰოდა ხარ ასეთ სიტუაციებს შუაში გაჭედილი და არ იცი საით წახვიდე, რა გააკეთო ამ ყველაფრის გამოსასწორებლად, ვიღაცებზე ხარ დამოკიდებული, როგორც ყოველთვის, ამ სიტუაციას ისევ ვერ დააღწიე თავი,  და  მთელ დღეებს გაურკვევლობაში ატარებ. არ იცი რა იქნება ხვალ, ან თუნდაც დღესვე შუადღეს ანდა საერთოდ საღამოს.
და ხარ ასე, სადღაც ლაბირინთის შუაში, რომელსაც ბოლო არაფრით არ უჩანს, გამოსასვლელს ვერ პოულობ, მაგრამ თავს აიძულებ კიდევ ცადო და კიდევ და კიდევ თან ისე, რომ უკან არ მოგიწიოს დაბრუნება იმიტომ რომ იქაც არაფერი არ დაგხვდება უკეთესი.
ისეც ხომ ხდება ხოლმე მარტოობისკენ  რაც შეიძლება დიიიიდი ნაბიჯებით რომ იწყებ სიარულს. არაფერს აკეთებ ნაბიჯების ზომის შესამცირებლად. გასაჩერებლად-მითუმეტეს. მიდიხარ მხოლოდ წინ და წინ, ეგ კიარა ყველა შემხვედრს გზიდან იშორებ რომ შენი მიზნისკენ (მარტოობისკენ)  მიმავალ გზაზე დაბრკოლებები არ შექმნან. და მერე დგახარ და მოსთქვამ სწორედ ამ მარტოობას, რომელსაც ნელ ნელა უფრო და უფრო გრძნობ.. რომელიც დროის გასვლასთან ერთად უფრო ღრმად ილექება შენში..
და ხდება ხოლმე ამ სიტუაციის შეგუებას რომ იწყებ ნელ-ნელა, მერე ეფლობი კიდევ და უფრო, მაგრამ მხოლოდ ერთი პატარა ბიძგია საჭირო, რომელიც ისევ ენერგიით აგავსებს და  დაგანახებს, რომ ღირს იბრძოლო, ღირს იწვალო და შემდეგ შედეგით დატკბე, ის კარგიც, რომელიც როგორც იქნა შენი მიმართულებით აიღებს გეზს,  გვერდით მოისვა და ძალიან იშვიათან მიაცემინო შენი მარტო დატოვების უფლება. ეგეც იმიტომ, რომ ხანდახან ყველას გვჭირდება საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და მშვიდად ფიქრი. ყველაფერზე.

Advertisements

ეს არ არის დეპრესია

მოტივაციის ან განწყობის ნაკლებობას რომ განვიცდი, საქართველოდან წასვლის დადებითი მხარეების განხილვაზე გადავდივარ ხოლმე.
ჩემ თავს ველაპარაკები
ქუჩაში.
თან ხმამაღლა.
კი, რა თქმა უნდა, უცნაურია ალბათ არასასურველიც მაგრამ..
არავის არ ესმის.
მიდიხარ, და ყველას გონია ყურსასმენებში ლაპარაკობ (საერთოდ ინტერესდება კი ვინმე?)
მიდიხარ შენთვის და მთელი მონდომებით ცდილობ შენს მეორე მეს აუხსნა, რომ არასწორია და “ამაზე” ნერვიულობა არ ღირს. მერე ის იქიდან გეპასუხება და მოკლედ, სტანდარტული დიალოგია.
არაფერი საინტერესო, გარდა ფაქტისა.
როდესაც უგზოუკვლოდ გინდა ვიღაცამ მოგისმინოს და იცი, არავინ არის ისეთი ვინც მოგისმენს, არ არიან იმიტომ, რომ შენ არ მოინდომე, შენ არ ეცადე და მოკლედ თუ ვინმე რამეში, სადმე, როდესმე, რამენაირად დამნაშავეა ყველაფერში შენ ხარ და ყველაფერი შენი ბრალია.
ხანდახან მგონია რომ ჩემს მეგობრებთან ჩემი “ურთიერთობა” ჩემი მხრიდან თავის შეხსენების მცდელობაა. ვერვიტან ონლაინ ურთიერთობებს!
როდესაც სხვა ქვეყანაში მიდიხარ საცხოვრებლად მინიმუმ 1 წლით მაინც და კიდევ 3წლიანი გეგმა გაქვს დარჩენის ხვდები, რომ საერთოდ არ არის საჭირო გარდაცვალება იმისთვის, რომ ვინმე დააფასო, ან მოგენატროს, ან მიხვდე, როგორ მნიშვნელოვანია ესა თუ ის პიროვნება შენთვის, ან გაიაზრო რა მაგარია იმ გარემოში ცხოვრება, რომელშიც გაიზარდე, სადაც ყველაფერი ნაცნობია და შეგიძლია მიხვდე რას და რატომ აკეთებს ხალხი, სადაც გაქვს შესაძლებლობა გააპროტესტო ის რაც არ მოგწონს, სადაც თავს არ გრძნობ როგორც ჰაერიდან ჩამოვარდნილი და არასწორ ადგილზე მოხვედრილი(თავიდან მაინც).
საქართველოდან წამოსვლამდე ხშირად ვფიქრობდი რა მომენატრებოდა ყველაზე მეტად, სულ მეგონა რომ უშუალო ურთიერთობები, თავისუფლად ლაპარაკი, შეგრძნება, რომ ასე თუ ისე რაღაცას წარმოადგენ, რაღაცას მიაღწიე, რაღაც შექმენი ან ის მომენატრებოდა ქუშაში უაზროდ დაღლილს მეგობარი/მეზობელი/ნათესავი მანქანით რომ ჩაგივლიდა გაგიჩერებდა და სახლამდე წაგიყვანდა, ჩემს საბცხოვრებელ ქუჩას რომ მივუახლოვდებოდი და ყველა მეორეს რომ შემეძლო მივსალმებოდი.. კიდე მოხარშული სიმინდი, თუთის ტყლაპი(ქოქოსთან ერთად სუპერ გემრიელია) და ჩურჩხელა, მომენატრებოდა შემთხვევით ნანახი ძველი მეგობრები, რომელთანაც სულ ვინანებდი ურთიერთობის გაწყვეტას, მაგრამ მალევე გადამივლიდა. მომენატრებოდა უნივერსიტეტი, კურსელები, უბრალოდ ნაცნობი სახეები..
ხოდა,
მართალი ვიყავი.
ისე კი, უნდა ვთქვა რომ გერმანელები იმაზე უფრო დადებითი ხალხი არიან ვიდრე ჩემს წარმოდგენაში იყვნენ. ქუჩაში შეიძლება სულ უცხო მოგესალმოს, გაგიღიმოს, ზებრაზე რომ გადავდივარ ხომ საერთოდ, საკმაოდ შორი მანძილიდან მიჩერებენ მანქანები და მშვიდად ელოდებიან როდის გადავალ გზაზე. ავტობუსში რომ ადიხარ მძღოლი გიღიმის და გესალმება კიდეც ხშირ შემთხვევაში..

ცხოვრება ჩემს თავთან

ყველაჯერ მაქვს ნაფიქრი იმაზე, თუ რა იქნებოდა, სადმე ისეთ ადგილზე რომ მოვხვედრილიყავი სადაც არავინ ჩემი ნაცნობი არ იქნებოდა, ჩემთვის ყველაფერი უცხო და ახალი იქნებოდა, არცერთი ადამიანი, რომლებსაც შეხება ექნებოდათ ჩემს განვლილ ცხოვრებასთან და არცერთი ადგილი, რომლებთანაც იარსებებდა რამე, თუნდაც უმნიშვნელო მოგონებები.
დიდიხანი ვამტკიცებდი რომ ოცნებები არ ხდება, მაგრამ როდესაც შენთავზე გამოცდი ისეთ წარმოუდგენელს, როგორიც ზემოთაღნიშნული იყო ჩემთვის, უკვე ყველაფერი შეგიძლია დაიჯერო. აღარ რჩება არაფერი, რისი მოხდენაც შეიძლება ვერ დაუშვა..
თითქმის 2 თვეა გერმანიაში ვცხოვრობ, მარტო, ოღონდ არა სახლში. მარტო ვცხოვრობ ჩემს თავთან.
იმ ჩემს თავთან ასე რომ უყვარს ჯუჯღუნი და სწავლასა და დასვენებას შორის მეორეს რომ მარჩევინებს ხოლმე.
იმ ჩემს თავთან, რომელსაც ამავდროულად შეუძლია თავისუფალი ორი დღე მარტო წიგნებთან გამატარებინოს.
იმ ჩემს თავთან, რომელთან ერთადაც დავდივარ საყიდლებზე, სასეირნოდ..
რომელსაც ვეკითხები რჩევებს,
იმასთან, რომელიც ჩემი მოტივაციაა,
იმასთანაც, რომელიც რასაც არ უნდა აკეთებდეს ყველაფერს გვერდით გადადებს თუ დამჭირდება და 5 წუთს გამონახავს რომ დამეხმაროს უბრალოდ მოსმენით.
იმ ჩემს თავთან, რომელიც ხშირად არასწორ რაღაცებს მარჩევინებს, არასწორ გადაწყვეტილებებს მაღებინებს, მეჯუჯღუნება, სინდისს მიწიოკებს, მაგრამ მერე მიხსნის რაზე ღირს ნერვიულობა და რაზე არა..
იმ ჩემს თავთან, რომელიც ყველაფერზე მაფიქრებს და იმ ზომამდე მივყავარ, რომ აუცილებლად ვიქნებოდი ფიქრისგან თავის გასკდომის მოლოდინში ასე დარწმუნებული რომ არ ვიყო – ასეთი რამ შეუძლებელია ..
ყველაფერზე ვფიქრობ, ყველაფერზე. ხანდახან ისე მინდა ვიღაცას რაღაც მოვუყვე ისე, რომ არ დამჭირდეს ფიქრი იმაზე რასაც ვლაპარაკობ, ანუ ქართულად, ასე მიყუროს, ვუყურებდე ან საერთოდ არ არის ყურება საჭირო უბრალოდ ვიცოდე რომ მისმენს და ვუყვებოდე ნებისმიერ სისულელეს, ჩემი როლიკებით წაქცევის ამბავს, ან რამეს ჩემს პირველ სიყვარულზე, ან იმას ერთ ძალიან მაგარ ბიჭს რომ ვუყვარდი..ნებისმიერ ამბავს რომელიც თუნდაც მილიონჯერ მაქვს მოყოლილი და არ მბეზრდება.
ან უბრალოდ რაღაცის გახუმრება რომ მომინდება შემეძლოს ისე თქმა, როგორც მინდა და სიტყვების არცოდნის გამო არ ვიჭედებოდე.
ან უხერხულობას არ ვგრძნობდე სულ მარტო რომ დავდივარ, რადგან ჩემი არსებული 2 ნაცნობისთვის სადმე წასვლის შეთავაზება მეუხერხულება.
ან არ ვიცი იმდენი რამეა. ყველა.
და ახლა, აქაც გაჩნდა ნაცნობი ადგილები, თავისი პატარა ისტორიებით, რომელიც შემიძლია ჩემს თავთან ერთად გავიხსენო და ვიცინოთ ერთად.
და მეც არ ვიცი, მინდა თუ არა ისევ სადმე ისეთ ადგილზე წასვლა სადაც არ მეყოლება არცერთი ნაცნობი და არცერთ ადგილს არ ექნება დამახსოვრებული ჩემი ისტორია.
მზად ვარ ამისთვის?
წინ კიდევ 10 თვეა.
ჩემს თავთან ცხოვრება კი იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ჩემს წარმოსახვას შეეძლო წარმოედგინა.

დღეებს რომ ფერები ერქვათ

და მაინც თუ დღეებს ფერებად აღვიქვამდით ჩემი ცხოვრების უკანასკნელი 3 თვის უმეტესი ნაწილი ნაცრისფერიდან შავისკენ სწრაფად ხოლო შავიდან ღია ფერისკენ ძაააალიან ნელა დაიწყებდა მონაცვლეობას შედეგად კი ამ პერიოდში რამდენიმე გამონათებას მივიღებდი, ცისფერი, ყვითელი და იისფერი ფერების სახით რომლებიც დიდი ლოდინის მიუხედავად მაინც უეცრად გამოჩდებიან მაგრამ უფრო უეცრად გაქრებიან ხოლმე.

pain.

ოღონდ დღის სიცუდის და სიკარგის განსაზღვრა ყველასთვის ერთიდაიგივე ფერით არ ხდება, ზოგისთვის მწვანე შეიძლება იყოს ყველაზე  ცუდი დღე ზოგისთვის შავი, ზოგისთვის კიდევ წითელი ან პირიქით..

ყველაზე ყველაზე ყველაზე შარიანი და დაბდურა ადამიანი ვარ მე!

ადრე მეგონა ხოლმე მარტო ფილმებში იყო ისეთი სიტუაციები ყველაფერი რო ერთად ემართებათ და რა სისულელეა მეთქი ვიძახდი მაგრამ მერე აღმოვაჩინე რომ სულ სხვა ნომერ ავტობუსში ავედი, სულ სხვა მიმართულებით წავედი, ტელეფონი დაჯდა და გაითიშა და აღმოვაჩინე რომ საფულეც სახლში დამრჩა ^^ თან ბნელდებოდა და მე  კიდევ დიდ დიღომში ვიყავი, აი გუდვილს გავცდი და 20 წუთი კიდე ვიარე :დდ

მაღლივში მივდიოდი იდეაში. (შავი)

ჰო მერე ფული დავკარგე რუსთავში წამოსასვლელი.(მოშავო)

პოლიტიკის მეცნიერების პირველ სემინარზე (50 წუთიანზე) 40 წუთით დავაგვიანე. (ძალიან შავი)

სამსახური უნდა დამეწყო და აღმოვაჩინე რომ აფერისტები იყვნენ. (ნაცრისფერი, მუქი)

კიდე ერთ დღეს კინაღამ 4 ჯერ დავგორდი კიბეზე და 3 ადამიანს დავადგი ფეხი. (მუუუუქი შოკოლადისფერი)

პრინციპში 15 სექტემბრის მერე საკმარისია მგონი ამდენი რამე :/

ხოდა მოლურჯო დღე მქონდა როდესაც ძალიან ბევრი ნაცნობი ვნახე ჭავჭავაძეზე! აი ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი მთელი დღე ^^

ბოლოში პოზიტივით დავამთავრე ჩემიჭკუით.

მომენატრა ისე ბლოგი.

ვერ ვიცლი და თსუშიც ისეთი ცუდი კლავიატურები აქვთ Shift-ის ღილაკი არის პატარა და სულ /-ეს მეწერინება ხოლმე :დ

მწიფეალუბლისფერი მონატრება

არ მიყვარს ფბ-ზე სტატუსების წერა, ხოდა წეღან 2-3 ჩემი ემოციის გადმოცემის ძალიან დიდი სურვილი რომ გამიჩნდა მივხვდი ბლოგის გაკეთების ჭეშმარიტ არსს.. ისე, თან მეცინება,  რომ ვიცი შეიძლება არავინ წაიკითხოს, მაგრამ მაინც რომ “ვწერ”, სულ პატარა იმედით რომ  ვიღაც წაიკითხავს, გაგიგებს..

ახლა ამ ამბის გაანალიზება ისე გამიხარდა, როგორც ერთდროს იმის გაგება, რომ “სახლს რაც უახლოვდები უფრო იღლების” აზრი ის იყო, რომ რაც ახლოს მიდიოდი ბევრ მანძილს გადიოდი და ეგ გღლიდა, მეუღლე რომ მე-უღლეს ნიშნავდა, სხვის ჯინაზე ცუდის გაკეთებით ყველაზე მეტად საკუთარ თავსრომ ავნებ (ამას 18 წელი მოვანდომე :/ ) და ა.შ .. monatreba.

ცხვირის აწვამდე მონატრება როგორია-მეთქი სულ ვკითხულობდი,  სადაც ცრემლებამდე სიყვარული ყოფილა მონატრებაც თუ იქნებოდა არ მეგონა, ხოდა აი ეგრე ცრემლებამდე რომ მიდის მონატრება მერე იწყება ცხვირის აწვა :/თურმე.                                                                                                                                 ნეტა ის უფრო ცუდი გრძნობაა შენ რომ გაგიცრუებს ვინმე იმედს თუ რომ იცი შენ გაუცრუე იმედები?                                                        ალბათ მეორე                                                                                                          ალბათ.

1

კომენტარი ჩემს სტატუსზე “..შენი მონატრება სხვა ფერია”     ცუდი რამე ყოფილა მონატრება                                                                 ძალიან ცუდი.

ველოდებოდი ცუდ აგვისტოს, მაგრამ არა ასეთ საშინელს, ცუდებში ყველაზე უარესი იყო.

პოსტი კატეგორიიდან: “დეპრესიული სტუდენტის ჩანაწერები”

 

კიდევ ერთი დრამით დამძიმებული გულით დაწერილი პოსტი

რა ცუდი გრძნობაა  იმის გააზრება რომ შენი  ნაცნობების უმრავლესობას არ “ევასები” იცით? არც გისურვებთ გაგებას. რაღაცნაირი გრძნობაა, აი სულ რომ იცოდი და აღიარება გიჭირდა რა, მერე როგორც იქნა საშველს რომ დააყენებ და გაითავისებ რომ ეს ასეა და თან რომ  არც ცდილობ შეცვალო რამე ეგ მაგარი გრძნობაა, არა იმიტომ კიარა რომ არ ცდილობ უკეთესი გახდე, იმიტომ რომ შენ შენ ხარ და სხვების ხუშტურებზე არ უნდა იარო, ამას ასეთი მოვწონვარ იმას-ისეთი, ამასთან საჭიროა ასე მოვიქცე იმასთან კიდე-ისეო. ყველასთან ერთნაირი რო ხარ და მაგრად იკიდებ სხვის აზრს შენ ხასიათთან დაკავშირებით ანუ რო იცი რა როგორი ხარ და არ იცვლები არავის გამო ეგ პონტია. არადა ამას წერს ადამიანი რომელსაც აშკარად აინტერესებს ხალხის აზრი.

არსებობენ ადამიანები ბედნიერებისთსვის რომ არიან შექმნილები, კიდევ უბედურებისთვის აი მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები მარტოობისთვის და ერთკვირიანი ნაცნობებისთვის რომ არიან გაჩენილები, შეიძლება უაზროდ ჟღერს მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ მარტოობისთვის ვარ გაჩენილი. მიყვარს მარტო ყონაც, მეცადინეობაც, სახლის დალაგებაც, საჭმლის კეთებაც მარტო რომ ვარ ჭურჭლის რეცხვაც კი მიყვარს (ერთადერთია რასაც ვერ ვიტან). არა არა არ ვამბობ რომ სულ სულ მარტო გავძლებ, ვერ გავძლებ ვიცი. ხანდახან ისე შემომაწვება ხოლმე ემოციები ოღონდ ეს მომაყოლა და მეტი არაფერი მინდა-თქო ვფიქრობ. ოღონდ აი რაც მეტს ვუყვები მით უფრო ვგრძნობ შემსუბუქებას, ნუ მოკლედ ჩემი ატანა აშკარად რთულია ერთი ადამიანისთვის ამიტომ მინდა სულ ახალი ნაცნობები. აი გავიცნობ მომიყვება საკუთარ თავზე რაღაცეებს მეც “შევიმსუბუქებ” თავს დავემშვიდობები და მორჩა. მერ ეუნდა შეწყდეს ურთიერთობა მერე ისევ ახალი ხალხი და ასე “ბედნიერად”, მაგრამ მონეტას ხომ ორი მხარე აქვს და რაც დრო გადის ხვდები რომ გინდოდა ისეთი ადამიანი თავიდან ბოლომდე შენთან ერთად რომ იქნება შენზე ყველაფერი რომ ეცოდინება და შენი ყველა ნაცნობი იმის ნაცნობიც რომ იქნება. შეიძლება ამდენ სისულელეს მეგობრობაზე იმიტომ ვამბობ რომ სულ მინდოდა ისეთი სამეგობრო აი თინეიჯერების ისტორიებში რომ არის, დაბადებიდან ერთად რომ არიან 5-6 კაცი და ბაღი და სკოლა ყველაფერი ერთად რომ აქვთ გამოვლილი ერთმანეთზე ყველაფერი რომ იციან და ერთმანეთს ხუთი თითივით იცნობენ, მაგრამ არ მყავს. აი ყველაზე მეტად როცა ვინმესთან საუბარი მინდა მაშინ მარტო ვარ ძირითადად საღამოს საათებში მინდება ვიღაცა იჯდეს და მისმენდეს ხოლმე, ესეც არ ხდება, ახლა რომ ვუფიქრდებიარაფერი ისე არ ხდება როგორც მე მინდა, არადა ხომ ვცდილობ არა? მართლა ვცდილობ ყველაფერი იდეალურად თუარა კარგად მაინც იყოს მაგრამ არ არის.

ხოდა ამ კარგად არ არის, კარგად არ არის ძახილში მაზოხისტიც გავხდი მგონი, ოღონდ მართლა, არა საკუთარი სხეულის ტანჯვა-წამება არ მიამოვნებს, სულიერი სამყაროს განადგურება მანიჭებს დიდ სიამოვნებას, გავგიჟდი კიდეც მგონი.. ულ მინდა რაღაც უსეთი წავიკითხო რაც ცუდად გამხდის გულს მატკენს, ისეთ წიგნებს ვეძებ რომ წავიკითხავ და ამატირებს, თითქოს ვცდილობ მივხვდე როგორ არ დავუშვა შეცდომები რომ იმ ზომამდე არ მივიდე როგორც სხვადასხვა ნაწარმოებების სხვადასხვა პერსონაჟები მიდიან, მაგრამ აშკარად არ გამომდის, არც მარტო ყოფნა გამომდის, იმდენად გავითავისე რომ ცუდი ვარ, ცივი, გულგრილი, რომ ვინმე რომ მეტყვის კარგი ადამიანი ხარო სინდისი მქენჯნის იმის გამო რომ არასწორი წარმოდგენა შეექმნა ადამიანს ჩემზე.

გრამატიკული შეცდომებისთვის ბოდიში, არ გადამიკითხავს. ვერ. ხო კიდევ ბლოგს სახელი მინდა შევუცვალო რამე დეპრესიულ-მელანქოლიური  მინდა რომ დავარქვა და ღიირს?  მადლობა ვინც წაიკითხა ეს პოსტი და თუ გამიგო კიდევ უფრო დიდი მადლობა. კიდევ მადლობა იმისთვის რომ საერთოდ შემოდიხართ და თქვენს ძვირფას დროს ამ ბლოგზედაწერილი პოსტებისთვის ხარჯავთ, ისე სულ მინდოდა მწერალი გამოვსულიყავი, ახლა ისე მიხარია რაღაცას რომ ვწერ და ვინმე რომ კითხულობს ვერ წარმოიდგენთ.  ბოდიში რა, თავი შეგაწყინეთ წუწუნით ვიცი.

გარეგნობის მნიშვნელობა ურთიერთობაში ანუ აქვს თუ არა არსებითი მნიშვნელობა ვიზუალურ მხარეს

ალბათ დამეთანხმებით რომ პირველი ეფექტი ყოველთვის ვიზუალურია. ნურავინ იტყვის რომ არ აქვს მნიშვნელობა თავისი მეორე ნახევრის/მეგობრის გარეგნობას  რადგან ყველამ კარგად ვიცით რომ ადამიანზე პირველ წარმოდგენას მისი სულიერი სამყარო ვერ შეგვიქმნის.

მგონი ყველა გოგოს უოცნებიან სიმპატიურ მოკლედ რომ ვთქვათ “თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე” ბიჭებს კი.. მოკლედ ბიჭებსაც ექნებათ ეგეთი ოცნებები ქერა ცისფერთვალება ან შავგვრემან ან ამ ბოლოს  რაღაც მოდაში შემოსულ წითურ გოგოებზე,  მაგრამ ეს ყველაფერი ღრმა ბავშობაში ხდება. ნელ-ნელა კი ასაკის თუარა ჭკუის მატებასთან ერთად რაღაც-რაღაცებზე წარმოდგენა გვეცვლება ვარდისფერ სათვალეს რმელიც ზოგს სულ არ კეთებია ვიხსნით და ცხოვრებას სხვანაირად ვუყურებთ.

არცთუ ისე ცოტა შემთხვევა ყოფილა როდესაც ამ თემაზე მილაპარაკია, ისიც კი მითქვამს რამნიშვნელობა აქვს როგორი იქნება ადამიანი გაარეგნულად მთავარია გავუგოთ ერთმანეთს და აზროვნებდეს თქო მაგრამ შესასრულებლად იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა. მინახავს ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია გარდა გარეგნობისა. ზოგი ამბობს მთავარია ურთიერთობაში გაუგოთ ერთმანეთს და სხვა ყველაფერი უმნიშვნელოაო. მერე იმასაც აყოლებენ ადამიანს კარგად რო გავიცნობ გარეგნობას მნიშვნელობა აღარ აქვს ამიტომ ვცდილობ სიმპატიურები/ლამაზები გავიცნოო.let me explore your mind

ამ რამდენიმე დღის წი ვფიქრობდი და უცებ აღმოვაჩინე რომ როგორი დამოკიდებულებაც გაქვს ადამიანთან ისეთად გეჩვენება ანუ ვთქვათ მომეწონა სიმპატიური ბიჭი და თავიდან ძალიან კარგი გეჩვენება მერე აღმოაჩენ რო რაღაც ხასიათებით ვერ უგებ და ბოლოს იქამდე მიდიხარ რომ არც ისე სიმპატიური არ ყოფილა :დდ ანალოგიურის თქმა შემიძლია როდესაც აადამიანი არ არი გამორჩეული თავისი გარეგნობით მაგრამ როცა გაიცნობ იმნდენ დადებითს დაინახავ რომ ვიზუალურადაც უფრო ლამაზი და კარგი გეჩვენება, არ ვიცი თუ დაკვირვებიხართ მაგრამ ჩემ  შემთხვევაში ასე მოხდა.

ღრმა ბავშვობაში მეც მიოცნებია იდეალურ შეყვარებულზე და ეს ნამდვილად არ მეამაყება, მაგრამ ახლა რომ ვუკვირდები ჩემი მეორე ნახევარი არ იქნება იდეალური, არც ვეძებ ასეთს, შეიძლება სიგარეტსაც ეწეოდეს როცა საჭირო იქნება იგინებოდეს და ჩხუბობდეს ხოლმე იქნებ “ტო”-ებითაც ლაპარაკობდეს. არც უსიმპატიურესს ვეძებ არც მდიდარს და არც უგზო-უკვლოდ განათლებულს.

მაგრამ ალბათ ეს ყველაფერიც დროებითია ისევე როგორც თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე ოცნება. მე მჯერა რომ ნამდვილი სიყვარულისა და მეგობრობისთვის გარეგნული შეზღუდვები არ არსებობს.