Tag Archives: მონატრება

ეს არ არის დეპრესია

მოტივაციის ან განწყობის ნაკლებობას რომ განვიცდი, საქართველოდან წასვლის დადებითი მხარეების განხილვაზე გადავდივარ ხოლმე.
ჩემ თავს ველაპარაკები
ქუჩაში.
თან ხმამაღლა.
კი, რა თქმა უნდა, უცნაურია ალბათ არასასურველიც მაგრამ..
არავის არ ესმის.
მიდიხარ, და ყველას გონია ყურსასმენებში ლაპარაკობ (საერთოდ ინტერესდება კი ვინმე?)
მიდიხარ შენთვის და მთელი მონდომებით ცდილობ შენს მეორე მეს აუხსნა, რომ არასწორია და “ამაზე” ნერვიულობა არ ღირს. მერე ის იქიდან გეპასუხება და მოკლედ, სტანდარტული დიალოგია.
არაფერი საინტერესო, გარდა ფაქტისა.
როდესაც უგზოუკვლოდ გინდა ვიღაცამ მოგისმინოს და იცი, არავინ არის ისეთი ვინც მოგისმენს, არ არიან იმიტომ, რომ შენ არ მოინდომე, შენ არ ეცადე და მოკლედ თუ ვინმე რამეში, სადმე, როდესმე, რამენაირად დამნაშავეა ყველაფერში შენ ხარ და ყველაფერი შენი ბრალია.
ხანდახან მგონია რომ ჩემს მეგობრებთან ჩემი “ურთიერთობა” ჩემი მხრიდან თავის შეხსენების მცდელობაა. ვერვიტან ონლაინ ურთიერთობებს!
როდესაც სხვა ქვეყანაში მიდიხარ საცხოვრებლად მინიმუმ 1 წლით მაინც და კიდევ 3წლიანი გეგმა გაქვს დარჩენის ხვდები, რომ საერთოდ არ არის საჭირო გარდაცვალება იმისთვის, რომ ვინმე დააფასო, ან მოგენატროს, ან მიხვდე, როგორ მნიშვნელოვანია ესა თუ ის პიროვნება შენთვის, ან გაიაზრო რა მაგარია იმ გარემოში ცხოვრება, რომელშიც გაიზარდე, სადაც ყველაფერი ნაცნობია და შეგიძლია მიხვდე რას და რატომ აკეთებს ხალხი, სადაც გაქვს შესაძლებლობა გააპროტესტო ის რაც არ მოგწონს, სადაც თავს არ გრძნობ როგორც ჰაერიდან ჩამოვარდნილი და არასწორ ადგილზე მოხვედრილი(თავიდან მაინც).
საქართველოდან წამოსვლამდე ხშირად ვფიქრობდი რა მომენატრებოდა ყველაზე მეტად, სულ მეგონა რომ უშუალო ურთიერთობები, თავისუფლად ლაპარაკი, შეგრძნება, რომ ასე თუ ისე რაღაცას წარმოადგენ, რაღაცას მიაღწიე, რაღაც შექმენი ან ის მომენატრებოდა ქუშაში უაზროდ დაღლილს მეგობარი/მეზობელი/ნათესავი მანქანით რომ ჩაგივლიდა გაგიჩერებდა და სახლამდე წაგიყვანდა, ჩემს საბცხოვრებელ ქუჩას რომ მივუახლოვდებოდი და ყველა მეორეს რომ შემეძლო მივსალმებოდი.. კიდე მოხარშული სიმინდი, თუთის ტყლაპი(ქოქოსთან ერთად სუპერ გემრიელია) და ჩურჩხელა, მომენატრებოდა შემთხვევით ნანახი ძველი მეგობრები, რომელთანაც სულ ვინანებდი ურთიერთობის გაწყვეტას, მაგრამ მალევე გადამივლიდა. მომენატრებოდა უნივერსიტეტი, კურსელები, უბრალოდ ნაცნობი სახეები..
ხოდა,
მართალი ვიყავი.
ისე კი, უნდა ვთქვა რომ გერმანელები იმაზე უფრო დადებითი ხალხი არიან ვიდრე ჩემს წარმოდგენაში იყვნენ. ქუჩაში შეიძლება სულ უცხო მოგესალმოს, გაგიღიმოს, ზებრაზე რომ გადავდივარ ხომ საერთოდ, საკმაოდ შორი მანძილიდან მიჩერებენ მანქანები და მშვიდად ელოდებიან როდის გადავალ გზაზე. ავტობუსში რომ ადიხარ მძღოლი გიღიმის და გესალმება კიდეც ხშირ შემთხვევაში..

ცხოვრება ჩემს თავთან

ყველაჯერ მაქვს ნაფიქრი იმაზე, თუ რა იქნებოდა, სადმე ისეთ ადგილზე რომ მოვხვედრილიყავი სადაც არავინ ჩემი ნაცნობი არ იქნებოდა, ჩემთვის ყველაფერი უცხო და ახალი იქნებოდა, არცერთი ადამიანი, რომლებსაც შეხება ექნებოდათ ჩემს განვლილ ცხოვრებასთან და არცერთი ადგილი, რომლებთანაც იარსებებდა რამე, თუნდაც უმნიშვნელო მოგონებები.
დიდიხანი ვამტკიცებდი რომ ოცნებები არ ხდება, მაგრამ როდესაც შენთავზე გამოცდი ისეთ წარმოუდგენელს, როგორიც ზემოთაღნიშნული იყო ჩემთვის, უკვე ყველაფერი შეგიძლია დაიჯერო. აღარ რჩება არაფერი, რისი მოხდენაც შეიძლება ვერ დაუშვა..
თითქმის 2 თვეა გერმანიაში ვცხოვრობ, მარტო, ოღონდ არა სახლში. მარტო ვცხოვრობ ჩემს თავთან.
იმ ჩემს თავთან ასე რომ უყვარს ჯუჯღუნი და სწავლასა და დასვენებას შორის მეორეს რომ მარჩევინებს ხოლმე.
იმ ჩემს თავთან, რომელსაც ამავდროულად შეუძლია თავისუფალი ორი დღე მარტო წიგნებთან გამატარებინოს.
იმ ჩემს თავთან, რომელთან ერთადაც დავდივარ საყიდლებზე, სასეირნოდ..
რომელსაც ვეკითხები რჩევებს,
იმასთან, რომელიც ჩემი მოტივაციაა,
იმასთანაც, რომელიც რასაც არ უნდა აკეთებდეს ყველაფერს გვერდით გადადებს თუ დამჭირდება და 5 წუთს გამონახავს რომ დამეხმაროს უბრალოდ მოსმენით.
იმ ჩემს თავთან, რომელიც ხშირად არასწორ რაღაცებს მარჩევინებს, არასწორ გადაწყვეტილებებს მაღებინებს, მეჯუჯღუნება, სინდისს მიწიოკებს, მაგრამ მერე მიხსნის რაზე ღირს ნერვიულობა და რაზე არა..
იმ ჩემს თავთან, რომელიც ყველაფერზე მაფიქრებს და იმ ზომამდე მივყავარ, რომ აუცილებლად ვიქნებოდი ფიქრისგან თავის გასკდომის მოლოდინში ასე დარწმუნებული რომ არ ვიყო – ასეთი რამ შეუძლებელია ..
ყველაფერზე ვფიქრობ, ყველაფერზე. ხანდახან ისე მინდა ვიღაცას რაღაც მოვუყვე ისე, რომ არ დამჭირდეს ფიქრი იმაზე რასაც ვლაპარაკობ, ანუ ქართულად, ასე მიყუროს, ვუყურებდე ან საერთოდ არ არის ყურება საჭირო უბრალოდ ვიცოდე რომ მისმენს და ვუყვებოდე ნებისმიერ სისულელეს, ჩემი როლიკებით წაქცევის ამბავს, ან რამეს ჩემს პირველ სიყვარულზე, ან იმას ერთ ძალიან მაგარ ბიჭს რომ ვუყვარდი..ნებისმიერ ამბავს რომელიც თუნდაც მილიონჯერ მაქვს მოყოლილი და არ მბეზრდება.
ან უბრალოდ რაღაცის გახუმრება რომ მომინდება შემეძლოს ისე თქმა, როგორც მინდა და სიტყვების არცოდნის გამო არ ვიჭედებოდე.
ან უხერხულობას არ ვგრძნობდე სულ მარტო რომ დავდივარ, რადგან ჩემი არსებული 2 ნაცნობისთვის სადმე წასვლის შეთავაზება მეუხერხულება.
ან არ ვიცი იმდენი რამეა. ყველა.
და ახლა, აქაც გაჩნდა ნაცნობი ადგილები, თავისი პატარა ისტორიებით, რომელიც შემიძლია ჩემს თავთან ერთად გავიხსენო და ვიცინოთ ერთად.
და მეც არ ვიცი, მინდა თუ არა ისევ სადმე ისეთ ადგილზე წასვლა სადაც არ მეყოლება არცერთი ნაცნობი და არცერთ ადგილს არ ექნება დამახსოვრებული ჩემი ისტორია.
მზად ვარ ამისთვის?
წინ კიდევ 10 თვეა.
ჩემს თავთან ცხოვრება კი იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ჩემს წარმოსახვას შეეძლო წარმოედგინა.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი

:3მოკლედ, ჩემი მონატრებების  სერიები დასრულდა :დდ აი წამიერი “გამიხარდა” მომენტებიც და კიდევ ბევრი უაზრობებიც.

ამ ფაქტით გახარებულმა (1 კვირის მერე გავაცნობიერე) სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე ამიტომ ..

 

მწიფეალუბლისფერი მონატრება

არ მიყვარს ფბ-ზე სტატუსების წერა, ხოდა წეღან 2-3 ჩემი ემოციის გადმოცემის ძალიან დიდი სურვილი რომ გამიჩნდა მივხვდი ბლოგის გაკეთების ჭეშმარიტ არსს.. ისე, თან მეცინება,  რომ ვიცი შეიძლება არავინ წაიკითხოს, მაგრამ მაინც რომ “ვწერ”, სულ პატარა იმედით რომ  ვიღაც წაიკითხავს, გაგიგებს..

ახლა ამ ამბის გაანალიზება ისე გამიხარდა, როგორც ერთდროს იმის გაგება, რომ “სახლს რაც უახლოვდები უფრო იღლების” აზრი ის იყო, რომ რაც ახლოს მიდიოდი ბევრ მანძილს გადიოდი და ეგ გღლიდა, მეუღლე რომ მე-უღლეს ნიშნავდა, სხვის ჯინაზე ცუდის გაკეთებით ყველაზე მეტად საკუთარ თავსრომ ავნებ (ამას 18 წელი მოვანდომე :/ ) და ა.შ .. monatreba.

ცხვირის აწვამდე მონატრება როგორია-მეთქი სულ ვკითხულობდი,  სადაც ცრემლებამდე სიყვარული ყოფილა მონატრებაც თუ იქნებოდა არ მეგონა, ხოდა აი ეგრე ცრემლებამდე რომ მიდის მონატრება მერე იწყება ცხვირის აწვა :/თურმე.                                                                                                                                 ნეტა ის უფრო ცუდი გრძნობაა შენ რომ გაგიცრუებს ვინმე იმედს თუ რომ იცი შენ გაუცრუე იმედები?                                                        ალბათ მეორე                                                                                                          ალბათ.

1

კომენტარი ჩემს სტატუსზე “..შენი მონატრება სხვა ფერია”     ცუდი რამე ყოფილა მონატრება                                                                 ძალიან ცუდი.

ველოდებოდი ცუდ აგვისტოს, მაგრამ არა ასეთ საშინელს, ცუდებში ყველაზე უარესი იყო.

პოსტი კატეგორიიდან: “დეპრესიული სტუდენტის ჩანაწერები”

 

აფორიაქებული.

მიყვარს სოფელი. ბუნება, გარემო რაც მხვდება და ალბათ ხალხის რაღაც ნაწილიც, მაგრამ ეს ამ პოსტთან არაფერ შუაშია, უბრალოდ დღეს სოფელში ვიყავი და ემოციები გამომყვა. პრიციპში შუაში კიარა თავშია ცხოვრებაში პირველად ვარიდებდი თავს სოფელში წასვლას, მაგრამ ვერ შევძელი. არადა სახლში მარტო დარჩენის იდეა აშკარად უფრო მხიბლავდა. მოკლედ ძალიან მომნატრებია ჩემი სოფელი, მამიკოს სოფელი, სადაც წასვლას ვერასდროს ვიტანდი დედიკოს სოფლისგან განსხვავებით. არადა რო ვუფიქრდები რა კარგი იყო ბაღში ბალახზე წოლა მდინარის ხმის მოსმენა და ზეცაში ყურება, წიგნების კითხვა ანდა უბრალოდ ფიქრი.  ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა რომ დღეს შემიყვარდა “მამიკოს სოფელი” klde :3

Facebook-ზე სტატუსის დაწერას “Feeling აფორიაქებული” ვიფიქრე პოსტს დავწერ-თქო, რადგან როგორც ყოველთვის ლაპარაკი  მაშინ მინდება როდესაც ვიცი ვერ მოვახერხებ იმ ადამიანის ნახვას ვისაც მინდა ველაპარაკო, მერე იმ დონეზე  მივდივარ ოღონდ ვთქვა და გულში არ გავიჩერო და ლამისაა ნებისმიერს ვუთხრა ხოლმე.

არა მაინც მაგარი გრძნობაა ეს სიყვარული რა. მაგრამ აი სიგიჟეების გარეშე არაფერია. აი ისეთები მერე რო სასაცილოდ გახსენდება იმ მომენტში კიდე კანკალებ ჩემებმა რომ გაიგონ რას იზამენო  :დ  სერიოზული არაფერი, პატარა სახალისო მოგონებები, მერე  ღიმილს რომ  მოგგვრის(თ).

-Feeling აფორიაქებულ-არეულ-ჩამოუყალიბებელ-კიდეჩამოუყალიბებელ-კიდეარეულ-უფროაფორიაქებული.