Tag Archives: ოცნება

ცხოვრება ჩემს თავთან

ყველაჯერ მაქვს ნაფიქრი იმაზე, თუ რა იქნებოდა, სადმე ისეთ ადგილზე რომ მოვხვედრილიყავი სადაც არავინ ჩემი ნაცნობი არ იქნებოდა, ჩემთვის ყველაფერი უცხო და ახალი იქნებოდა, არცერთი ადამიანი, რომლებსაც შეხება ექნებოდათ ჩემს განვლილ ცხოვრებასთან და არცერთი ადგილი, რომლებთანაც იარსებებდა რამე, თუნდაც უმნიშვნელო მოგონებები.
დიდიხანი ვამტკიცებდი რომ ოცნებები არ ხდება, მაგრამ როდესაც შენთავზე გამოცდი ისეთ წარმოუდგენელს, როგორიც ზემოთაღნიშნული იყო ჩემთვის, უკვე ყველაფერი შეგიძლია დაიჯერო. აღარ რჩება არაფერი, რისი მოხდენაც შეიძლება ვერ დაუშვა..
თითქმის 2 თვეა გერმანიაში ვცხოვრობ, მარტო, ოღონდ არა სახლში. მარტო ვცხოვრობ ჩემს თავთან.
იმ ჩემს თავთან ასე რომ უყვარს ჯუჯღუნი და სწავლასა და დასვენებას შორის მეორეს რომ მარჩევინებს ხოლმე.
იმ ჩემს თავთან, რომელსაც ამავდროულად შეუძლია თავისუფალი ორი დღე მარტო წიგნებთან გამატარებინოს.
იმ ჩემს თავთან, რომელთან ერთადაც დავდივარ საყიდლებზე, სასეირნოდ..
რომელსაც ვეკითხები რჩევებს,
იმასთან, რომელიც ჩემი მოტივაციაა,
იმასთანაც, რომელიც რასაც არ უნდა აკეთებდეს ყველაფერს გვერდით გადადებს თუ დამჭირდება და 5 წუთს გამონახავს რომ დამეხმაროს უბრალოდ მოსმენით.
იმ ჩემს თავთან, რომელიც ხშირად არასწორ რაღაცებს მარჩევინებს, არასწორ გადაწყვეტილებებს მაღებინებს, მეჯუჯღუნება, სინდისს მიწიოკებს, მაგრამ მერე მიხსნის რაზე ღირს ნერვიულობა და რაზე არა..
იმ ჩემს თავთან, რომელიც ყველაფერზე მაფიქრებს და იმ ზომამდე მივყავარ, რომ აუცილებლად ვიქნებოდი ფიქრისგან თავის გასკდომის მოლოდინში ასე დარწმუნებული რომ არ ვიყო – ასეთი რამ შეუძლებელია ..
ყველაფერზე ვფიქრობ, ყველაფერზე. ხანდახან ისე მინდა ვიღაცას რაღაც მოვუყვე ისე, რომ არ დამჭირდეს ფიქრი იმაზე რასაც ვლაპარაკობ, ანუ ქართულად, ასე მიყუროს, ვუყურებდე ან საერთოდ არ არის ყურება საჭირო უბრალოდ ვიცოდე რომ მისმენს და ვუყვებოდე ნებისმიერ სისულელეს, ჩემი როლიკებით წაქცევის ამბავს, ან რამეს ჩემს პირველ სიყვარულზე, ან იმას ერთ ძალიან მაგარ ბიჭს რომ ვუყვარდი..ნებისმიერ ამბავს რომელიც თუნდაც მილიონჯერ მაქვს მოყოლილი და არ მბეზრდება.
ან უბრალოდ რაღაცის გახუმრება რომ მომინდება შემეძლოს ისე თქმა, როგორც მინდა და სიტყვების არცოდნის გამო არ ვიჭედებოდე.
ან უხერხულობას არ ვგრძნობდე სულ მარტო რომ დავდივარ, რადგან ჩემი არსებული 2 ნაცნობისთვის სადმე წასვლის შეთავაზება მეუხერხულება.
ან არ ვიცი იმდენი რამეა. ყველა.
და ახლა, აქაც გაჩნდა ნაცნობი ადგილები, თავისი პატარა ისტორიებით, რომელიც შემიძლია ჩემს თავთან ერთად გავიხსენო და ვიცინოთ ერთად.
და მეც არ ვიცი, მინდა თუ არა ისევ სადმე ისეთ ადგილზე წასვლა სადაც არ მეყოლება არცერთი ნაცნობი და არცერთ ადგილს არ ექნება დამახსოვრებული ჩემი ისტორია.
მზად ვარ ამისთვის?
წინ კიდევ 10 თვეა.
ჩემს თავთან ცხოვრება კი იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ჩემს წარმოსახვას შეეძლო წარმოედგინა.

Advertisements

ვენეცია (სად წავიდოდი #1)

“არხებს ქალაქი”, “ქალაქი ზღვაში” ან უბრალოდ ვენეცია-ეს ადგილი კუზკოსავით პირველია იმ სიაში სადაც წასვლის დიიიიიიიიიდი სურვილი მაქვს. პირველი პოსტი ვენეციაზე იმიტომ არის რომ კუზკოზე და ჩემს “მოგზაურობაზე” დავწერე ადრე..venice

ვენეციის ნახვის სურვილი პირველად მეშვიდე კლასში რომ ვიყავი მაშინ მომინდა, იტალიაზე მქონდა პრეზენტაცია გასაკეთებელი, (რომელმაც საბოლოოს პირველი ადგილი დაიკავა გეოგრაფიის კვირეულში და რომელიც ძალიან დამენანა სკოლაში რომ დავტოვე როცა გადავედი.) მაშინ გავიგე წესიერად როგორი იყო ვენეცია და დიდი სურვილი გამიჩნდა წასვლის არამარტო მანდ არამედ მთელს იტალიაში. ყველაზე მეტად სურვილი მაშინ გამიმძაფრდა როდესაც გავიგე რომ ჩაძირვის საფრთხის წინაშე იყო, მართალია ყოველ წელიწადს მეოთხედი სანტიმეტრით დაბლა იწევს (თუ წყალი იწევს მაღლა) მაგრამ მაინც.  ხანდახან იმასაც ვიძახი ყველაზე პირველი ვენეციაში წასვლა იმიტომ მინდა რომ მოვასწრო ჩაძირვამდე ნახვა-თქო.venice

119 კუნძულზე რომლებსაც 160 არხი სერავს და 369 ხიდია, სადაც “შენობები თითქოს წყლიდან „ამოდიან¨ , სადაც არ არიან მანქანები მხოლოდ ნავები, ან გონდოლები რომელთა სიგრძე 11 მეტრს აღწევს,  სადაც “თითქმის ყველა სახლში სამხატვრო გალერეაა, კედლები ცნობილი მხატვრების მიერაა მოხატული”, სადაც შეგიძლია მშვიდად ისეირნო საათობით ყველანაირ “ხმაურისგან” მოშორებით (მანქანების არარსებობით გამოწეულ სიჩუმეზე ვსაუბრობ). ეს არის ადგილი სადაც ერთადერთი თანამედროვე შენობა სადგურია და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ კონტინენტთან დააკავშიროს. ეს ყველაფერი ხომ შესანიშნავია. მოკლედ ხალხით სავსე ქალაქია, რომელიც პირადად ჩემთვის განუმეორებელია!

ყველაზე მეტად ეს მომწონს, ანუ ვიწრო ქუჩები სასეირნოდ :3
ყველაზე მეტად ეს მომწონს, ანუ ვიწრო ქუჩები სასეირნოდ :3

დამატებითი სურათებისთვის იხილეთ : https://www.facebook.com/media/set/?set=a.670385436361198.1073741829.501399416593135&type=1