Tag Archives: საქართველო

ეს არ არის დეპრესია

მოტივაციის ან განწყობის ნაკლებობას რომ განვიცდი, საქართველოდან წასვლის დადებითი მხარეების განხილვაზე გადავდივარ ხოლმე.
ჩემ თავს ველაპარაკები
ქუჩაში.
თან ხმამაღლა.
კი, რა თქმა უნდა, უცნაურია ალბათ არასასურველიც მაგრამ..
არავის არ ესმის.
მიდიხარ, და ყველას გონია ყურსასმენებში ლაპარაკობ (საერთოდ ინტერესდება კი ვინმე?)
მიდიხარ შენთვის და მთელი მონდომებით ცდილობ შენს მეორე მეს აუხსნა, რომ არასწორია და “ამაზე” ნერვიულობა არ ღირს. მერე ის იქიდან გეპასუხება და მოკლედ, სტანდარტული დიალოგია.
არაფერი საინტერესო, გარდა ფაქტისა.
როდესაც უგზოუკვლოდ გინდა ვიღაცამ მოგისმინოს და იცი, არავინ არის ისეთი ვინც მოგისმენს, არ არიან იმიტომ, რომ შენ არ მოინდომე, შენ არ ეცადე და მოკლედ თუ ვინმე რამეში, სადმე, როდესმე, რამენაირად დამნაშავეა ყველაფერში შენ ხარ და ყველაფერი შენი ბრალია.
ხანდახან მგონია რომ ჩემს მეგობრებთან ჩემი “ურთიერთობა” ჩემი მხრიდან თავის შეხსენების მცდელობაა. ვერვიტან ონლაინ ურთიერთობებს!
როდესაც სხვა ქვეყანაში მიდიხარ საცხოვრებლად მინიმუმ 1 წლით მაინც და კიდევ 3წლიანი გეგმა გაქვს დარჩენის ხვდები, რომ საერთოდ არ არის საჭირო გარდაცვალება იმისთვის, რომ ვინმე დააფასო, ან მოგენატროს, ან მიხვდე, როგორ მნიშვნელოვანია ესა თუ ის პიროვნება შენთვის, ან გაიაზრო რა მაგარია იმ გარემოში ცხოვრება, რომელშიც გაიზარდე, სადაც ყველაფერი ნაცნობია და შეგიძლია მიხვდე რას და რატომ აკეთებს ხალხი, სადაც გაქვს შესაძლებლობა გააპროტესტო ის რაც არ მოგწონს, სადაც თავს არ გრძნობ როგორც ჰაერიდან ჩამოვარდნილი და არასწორ ადგილზე მოხვედრილი(თავიდან მაინც).
საქართველოდან წამოსვლამდე ხშირად ვფიქრობდი რა მომენატრებოდა ყველაზე მეტად, სულ მეგონა რომ უშუალო ურთიერთობები, თავისუფლად ლაპარაკი, შეგრძნება, რომ ასე თუ ისე რაღაცას წარმოადგენ, რაღაცას მიაღწიე, რაღაც შექმენი ან ის მომენატრებოდა ქუშაში უაზროდ დაღლილს მეგობარი/მეზობელი/ნათესავი მანქანით რომ ჩაგივლიდა გაგიჩერებდა და სახლამდე წაგიყვანდა, ჩემს საბცხოვრებელ ქუჩას რომ მივუახლოვდებოდი და ყველა მეორეს რომ შემეძლო მივსალმებოდი.. კიდე მოხარშული სიმინდი, თუთის ტყლაპი(ქოქოსთან ერთად სუპერ გემრიელია) და ჩურჩხელა, მომენატრებოდა შემთხვევით ნანახი ძველი მეგობრები, რომელთანაც სულ ვინანებდი ურთიერთობის გაწყვეტას, მაგრამ მალევე გადამივლიდა. მომენატრებოდა უნივერსიტეტი, კურსელები, უბრალოდ ნაცნობი სახეები..
ხოდა,
მართალი ვიყავი.
ისე კი, უნდა ვთქვა რომ გერმანელები იმაზე უფრო დადებითი ხალხი არიან ვიდრე ჩემს წარმოდგენაში იყვნენ. ქუჩაში შეიძლება სულ უცხო მოგესალმოს, გაგიღიმოს, ზებრაზე რომ გადავდივარ ხომ საერთოდ, საკმაოდ შორი მანძილიდან მიჩერებენ მანქანები და მშვიდად ელოდებიან როდის გადავალ გზაზე. ავტობუსში რომ ადიხარ მძღოლი გიღიმის და გესალმება კიდეც ხშირ შემთხვევაში..

Advertisements

..თავისუფლებით რომ გავიზრდები

აი ახლა ვფიქრობდი და საკუთარ თავზე გავბრაზდი, იმ პოსტებს რო  ვწერდი, სად წავიდოდი თქო და მსოფლიოს ველა ქვეყანა რო ჩამოვთვალე ლამის, რამეევროპპერუებკალიფორნიება? როცა აბდელაური ტბა არ მაქვს ნანახი, მუცოში, ყაზბეგსა და სვანეთში არ ვყოფილვარ? მართლა გავბრაზდი.  იმდენი იმმდეეეეენიიი უმაგრესი ადგილია სანახავი საქართველოში და მე კიდე პერუში მინდა წასვლა მაჩუ პიკჩუს სანახავად..

ადრე ვიძახდი ჟურნალისტი უნდა გამოვიდე-მეთქი, იცით რატომ? ბევრი სიარულისა და მთელი საქართველოს ნახვის იმედი მქონდა, მშურს და მშურდა ყოველთვის იმ ადამიანების რომლებიც ხშირად დადიან ლაშქრობებეზე. მთები, ბუნება, შემოდგომა და გაზაფხული მიყარს :3 ყველაზე ლამაზი რაც არსებობს დედამიწაზე, ჩემთვის ყოველშემთხვევაში, რა ჯობია ჭრელ შემოდგომას და გაზაფხულზე სიტყვები არ მყოფნის. მარტი მთლიანად ჩემია, ჩემიანი, ჩემსავით ცვალებადი.

ჩემი ხატვის მასწავლებელი   (მწვანე თმა ჰქონდა კაცი იყო ორმოცდა რაღაც წლის) მეუბნებოდა ხოლმე ყოველ გაკვეთილზე შენ ახლა ერთი კვირით გაიზარდე და უფრო მეტი მოგეთხოვებაო.. მაშინ თან მეცინებოდა და თან მიხაროდა ვიზრდები-მეთქი, მაგრამ ახლა რომ ვაკვირდები ყოველ დღე ისეთ რაღაცას აღმოვაჩენ ჩემი თავის მიკვირს, 18 წლის ვარ და მხოლოდ გუშინ მოვახერხე ბოლომდე დავმტკბარიყავი წვიმის წკაპუნით. სასაცილოა ხო? არა მართლა.. თბილისიდან მოვდიოდი და უცებ წვიმა დაიწყო ისე ისე მაგრად წკაპუნობდა მარშუტკაზე წვიმის წვეთები რომ  გელაშვილის “ამბრნი, უმბრნი და არაბნი” დავხურე, თვალები დავხუჭე და ასეთი უბრალო წამით იმხელა სიამოვნება მივიღე.. აი წარმოუდგენელი. იმ 15 წუთში კიდევ უფრო შემიყვარდა თბილისიც და საქართველოც, კოსმოპოლიტი ვარ-მეთქი სულ ვიძახდი და როგორც ვატყობ მალე მარტო საქართველო მეყვარება.გზა მთებისკენ

აი როცა გავიზრდები, ასაკით კიარა თავისუფლებით რომ გავიზრდები, სადაც მინდა იქ წასვლის უფლება რომ მექნება, თავისუფალ დროს სუუუულ მთებში გავატარებ, სულ სულ სულ.. 

რას მოვაყოლე ახლა ეს პოსტი .. რაჭაში მივდივარ 2 დღე და წინასწარ ვარ უუუუუუუბედნიერესი რამდენ რამეს ვნახააავ.. აი ძალიან ბევრს, ძალიან კი მიხარია მაგრამ ვცდილობ არ ვიფიქრო ვიცი მერე რაღაც საშინელება მოხდება, ვერ წავალ ან ვერ გავერთობი ან რამე, მაგრამ ჯერ იმითაც ბედნიერი ვარ, რომ ვიცი, მივდივარ ..  რაჭა ^_^