Tag Archives: სწავლა

ცხოვრება ჩემს თავთან

ყველაჯერ მაქვს ნაფიქრი იმაზე, თუ რა იქნებოდა, სადმე ისეთ ადგილზე რომ მოვხვედრილიყავი სადაც არავინ ჩემი ნაცნობი არ იქნებოდა, ჩემთვის ყველაფერი უცხო და ახალი იქნებოდა, არცერთი ადამიანი, რომლებსაც შეხება ექნებოდათ ჩემს განვლილ ცხოვრებასთან და არცერთი ადგილი, რომლებთანაც იარსებებდა რამე, თუნდაც უმნიშვნელო მოგონებები.
დიდიხანი ვამტკიცებდი რომ ოცნებები არ ხდება, მაგრამ როდესაც შენთავზე გამოცდი ისეთ წარმოუდგენელს, როგორიც ზემოთაღნიშნული იყო ჩემთვის, უკვე ყველაფერი შეგიძლია დაიჯერო. აღარ რჩება არაფერი, რისი მოხდენაც შეიძლება ვერ დაუშვა..
თითქმის 2 თვეა გერმანიაში ვცხოვრობ, მარტო, ოღონდ არა სახლში. მარტო ვცხოვრობ ჩემს თავთან.
იმ ჩემს თავთან ასე რომ უყვარს ჯუჯღუნი და სწავლასა და დასვენებას შორის მეორეს რომ მარჩევინებს ხოლმე.
იმ ჩემს თავთან, რომელსაც ამავდროულად შეუძლია თავისუფალი ორი დღე მარტო წიგნებთან გამატარებინოს.
იმ ჩემს თავთან, რომელთან ერთადაც დავდივარ საყიდლებზე, სასეირნოდ..
რომელსაც ვეკითხები რჩევებს,
იმასთან, რომელიც ჩემი მოტივაციაა,
იმასთანაც, რომელიც რასაც არ უნდა აკეთებდეს ყველაფერს გვერდით გადადებს თუ დამჭირდება და 5 წუთს გამონახავს რომ დამეხმაროს უბრალოდ მოსმენით.
იმ ჩემს თავთან, რომელიც ხშირად არასწორ რაღაცებს მარჩევინებს, არასწორ გადაწყვეტილებებს მაღებინებს, მეჯუჯღუნება, სინდისს მიწიოკებს, მაგრამ მერე მიხსნის რაზე ღირს ნერვიულობა და რაზე არა..
იმ ჩემს თავთან, რომელიც ყველაფერზე მაფიქრებს და იმ ზომამდე მივყავარ, რომ აუცილებლად ვიქნებოდი ფიქრისგან თავის გასკდომის მოლოდინში ასე დარწმუნებული რომ არ ვიყო – ასეთი რამ შეუძლებელია ..
ყველაფერზე ვფიქრობ, ყველაფერზე. ხანდახან ისე მინდა ვიღაცას რაღაც მოვუყვე ისე, რომ არ დამჭირდეს ფიქრი იმაზე რასაც ვლაპარაკობ, ანუ ქართულად, ასე მიყუროს, ვუყურებდე ან საერთოდ არ არის ყურება საჭირო უბრალოდ ვიცოდე რომ მისმენს და ვუყვებოდე ნებისმიერ სისულელეს, ჩემი როლიკებით წაქცევის ამბავს, ან რამეს ჩემს პირველ სიყვარულზე, ან იმას ერთ ძალიან მაგარ ბიჭს რომ ვუყვარდი..ნებისმიერ ამბავს რომელიც თუნდაც მილიონჯერ მაქვს მოყოლილი და არ მბეზრდება.
ან უბრალოდ რაღაცის გახუმრება რომ მომინდება შემეძლოს ისე თქმა, როგორც მინდა და სიტყვების არცოდნის გამო არ ვიჭედებოდე.
ან უხერხულობას არ ვგრძნობდე სულ მარტო რომ დავდივარ, რადგან ჩემი არსებული 2 ნაცნობისთვის სადმე წასვლის შეთავაზება მეუხერხულება.
ან არ ვიცი იმდენი რამეა. ყველა.
და ახლა, აქაც გაჩნდა ნაცნობი ადგილები, თავისი პატარა ისტორიებით, რომელიც შემიძლია ჩემს თავთან ერთად გავიხსენო და ვიცინოთ ერთად.
და მეც არ ვიცი, მინდა თუ არა ისევ სადმე ისეთ ადგილზე წასვლა სადაც არ მეყოლება არცერთი ნაცნობი და არცერთ ადგილს არ ექნება დამახსოვრებული ჩემი ისტორია.
მზად ვარ ამისთვის?
წინ კიდევ 10 თვეა.
ჩემს თავთან ცხოვრება კი იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ჩემს წარმოსახვას შეეძლო წარმოედგინა.

Advertisements

როცა გაზრდაში უარყოფითების აღმოჩენას იწყებ ..

ხანდახან არის მომენტები, როდესაც შენს ცხოვრებაში რაღაც ისეთი ხდება, რაც გინდა რომ ყველას მოუყვე, მერე ხვდები რომ ყველას ვერ მოუყვები და ადამიანების რაოდენობას საგრძნობლად ამცირებ, საბოლოოდ კი ხვდები რომ ხანდახან 1 ადამიანიც არ მოგეპოვება ახლომახლო, რომელსაც მოუყვები და ზუსტად ისე გაიგებს ყველაფერს, როგორც სინამდვილეშია, რომელსაც სულ ექნება დრო შენთვის, იმ დროს მაინც როცა გჭირდება, როცა ძალიან ძალიან საჭიროა შენთვის.
არ ვიცი რა მინდა, ის რომ ჩემს მეგობრებს ნიჭი ქონდეთ ჩემი განცდების ამოცნობის თუ ის, რომ პრობლემა საკუთარ თავში ვიპოვო და გამოვასწორო.
ხანდახან ისეთი აუტანელი მგონია საკუთარი თავი მეც არ ავიტანდი არჩევანის საშუალება რომ მქონდეს.
მგონია, რომ ყველაფრის მიზეზი ყოველთვის მე ვარ, რომ ყველაფერს არასწორად ვაკეთებ, რომ შემეძლო ბევრად უკეთ მოვქცეულიყავი, ბევრად ნაკლები შეცდომა დამეშვა.. არადა მართლა ვცდილობ ხოლმე ჩემი მაქსიმუმი დავდო.
აქ ყველაზე მეტი დრო მაქვს იმისთვის რომ ვიფიქრო, შემიძლია დაუსრულებლად ვიფიქრო სამუშაო დღეებში ჩემთვის განსაზღვრულ თავისუფალ საათებში, სამაგიეროდ კვირას არავინ მიწესებს დროის საზღვრებს, არაფრისთვის. შემიძლია წავიდე სხვა ქალაქში, შემიძლია ვისეირნო, შემიძლია ახალი რაღაცები ვნახო, შემიძლია ყველაფერი გავაკეთო რაც მომინდება, მაგრამ პრობლემა სწორედ “მინდაშია” მინდაში რომელიც არ არსებობს და რომელიც მუდმივად გიმეორებს და გახსენებს რომ მარტო ხარ და მარტო და მარტო და მარტო და ასე დაუსრულებლად, რომ რეალურად არავინ არ არის ახლა შენთან ისე ახლოს როგორც ინატრებდი, როგორც გინდა და როგორც ..
რაც გააზრებული ცხოვრება დავიწყე, პრინციპში მგონი იქამდეც გაზრდაზე ვოცნებობ, დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე, რომელიც მართლა თავისუფლებაა და უარყოფითის დანახვა მართლა არ შემეძლო, ახლა კიდე..
ახლა ვიწყებ უარყოფითი რაღაცების დანახვას გაზრდაში .. და პირველი რასაც ყველაზე მეტად განვიცდი ახლა ისაა, შენთვის ძვირფას ადამიანებს ყოველთვის რომ აღარ ექნებათ დრო შენთვის, როგორც არ უნდა გჭირდებოდეს, ვერავის თხოვ საკუთარი საქმე შენი გულისთვის გადადოს (ეგეთი ეგოისტი არ ვარ) და ვერავის, ვერასდროს დაავალდებულებ საკუთარ პრიორიტეტებში მოწინავე ადგილზე ყავდე.
თავისუფლებით გაზრდა დავიწყე, სამაგიეროდ დამოუკიდებლობით გაზრდამდე 11 თვე მაქვს დარჩენილი თუ ყველაფერი გეგმების მიხედვით წავა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩემი გაზრდილი თავისუფლება ისევ დაპატარავებას დაიწყებს, მე კი მიუხედავად იმისა, რომ დიდობის “უარყოფითებს” ვეცნობი ნელ-ნელა, მაინც არმინდა დაპატარავება და სხვა ადამიანებზე დამოკიდებულად. ქცევა ვინც არ უნდა იყვნენ ის ადამიანები რომლებზეც დამოკიდებული ხარ ..

და ასე სანატრელ გაზრდაში უარყოფითების აღმოჩენის დაწყება ცალკე სევდაა..

დასაჯერებელი ამბავი ანუ ემიგრანტი ვარ?

11.08.16
უკვე ვიზაც მაქვს, ბილეთიც, ჩანთაც, თან ჩალაგებული და 2 კვირაში გაფრენაც დაგეგმილია, მაგრამ არ ვიცი რა ემოცია მაქვს, მიხარია, განვიცდი, ვნერვიულობ, მიჭირს შეგუება/წასვლა, ენის ბარიერის ამბავია, უბრალოდ ვღელავ თუ? .. საერთოდ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება?

17.08.16
1 წელი, სრული ერთი წელი. ოცნება, რომელიც ხდება, მაგრამ ისეთი სასურველი აღარ არის როგორიც თავის დროზე იყო..

20.08.16
4 დღეში იმ სახლიდან მინიმუმ 1 წლით მივდივარ, რომელშიც 20 წელი გავატარე. საკმაოდ რთულია.
ყველაზე ნეტად სიტუაციას ის ამძაფრებს რომ ვიცი, როდესაც დავბრუნდები არაფერი ისე აღარ იქნება როგორც დავტოვებ.
ჩემთვის ძვირფასი ნივთები მიწევს ყუთებში გავანაწილო და სადღაც ბნელ კუთხეში მივაწყო.
ნივთები, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ვაგროვებდი 30 კილოგრამში უნდა გავაერთიანო და მხოლოდ ისინი წავიღო.
სახლიდან გადასვლა ცალკე სევდაა, როდესაც ვერ ახერხებ ყველა ის ნივთი, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია თან წაიღო.
ყველაზე მეტად გული ჩემს პირად ბიბლიოთეკაზე მწყდება, წიგნებზე, რომლებსაც ვაგროვებდი, ვიგებდი, მჩუქნიდნენ. წიგნები, რომელთაგან თითოეულს თავისი ისტორია აქვს და თითოეულზე ამბის მოყოლა შემიძლია. ახლა ყველაფერი ყუთებში აწყვია ამ ყუთების შუაში ვზივარ და ვხვდები მალე ამ ოთახიდან ჩემი კვალი საერთოდ გაქრება. ფოთლები, რომლებიც უნივერსიტეტიდან წამოსულს მომქონდა ხოლმე კედელზე აღარ იქნება, არც დისკები, ფირფიტა, გერმანულის არტიკლების ბრუნება, რომლისთვისაც ერთხელაც არ შემიხედავს ..
მაგრამ რუკებს დავტოვებ ..
წელიწადში ორჯერ ამ ოთახში აღარ შევცვლი დიზაინს იგივე ნივთების სხვანაირად განლაგებით და ყოველთვის, როდესაც გავბრაზდები ამ ოთახში არ გადმოვყრი ჩემს ტანსაცმელს და არ დავიწყებ მთელ დღიან დალაგებას.
არც იმაზე აღარ ვიწუწუნებ როგორი უფორმო თაროები აქვს ჩემს კარადას და არც ოთახზე აღარ ვიტყვი ისეთი პატარაა რომ შევდივარ კარადა საწოლი მაგიდა ან სკამი უნდა გამოვიტანო თორე აშკარად რომელიღაც ზედმეტია-მეთქი.
ამ ოთახში მალე აღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო.
სხვაგან გადასვლა კი ნამდვილად არ წარმონედგინა ასეთი სევდიანი თუ იქნებოდა.

29.08.16
სიტყვა ემიგრანტი, მიუხედავად განმარტების ცოდნისა, მაინც ყოველთვის მთრგუნავდა, რადგან ჩემს გარშემო ემიგრანტები საბერძნეთში ან იტალიაში მოხუცის მოსავლელად წასული ქალები იყვნენ, რომლებმაც ოჯახები გაჭირვების გამო დატოვეს, რომელთა გოგოებიც რჩევებს დედიკოსგან სკაიპით იღებდნენ და რომლების შვილებსაც ძალიან ძალიან უნდოდათ დედიკოსთან ახლოს ყოფნა და დროის მათთან გატარება, რომელთაც ეგონათ რომ დედიკოს გვერდით ყოფნა ყველაფერი კარგის დასაწყისი იქნებოდა..

ახლა მეც ემიგრანტი ვარ. უბრალოდ თავს იმდენად კარგად ვგრძნობ..

გერმანიაში ყოფნის პირველი კვირის კვალობაზე ყველაფერი მშვენივრადაა თუარჩავთვლით რომ ერთხელ გზა ამერია და სახლს ვაიფაის ძებნით მოვაგენი და იმას, რომ ვერაფრით ვრისკავ ველოსიპედით კატაობას მანქანების შიშის გამო.

შიში?

ყველაზე მეტად რისი გეშინიაო რომ მკითხონ, დაუფიქრებლად ვუპასუხებ სიკვდილის და იმის, რომ კარგი დედა არ ვიქნები-მეთქი. სიკვდილისას “შიში” რამდენად ქვია არ ვიცი, მაგრამ ამ კითხვას ხშირად ვუსვამ საკუთათ თავს და პირველი სულ ეს ორი რამ მომდის თავში. შემდეგ წარუმატებლობა და მოკლედ ეს სხვა დროს იყოს.
დღეს მინდა იმაზე დავწერო, თუ როგორ მინდა კარგი დედა ვიყო. ყველა დეტალს, რომელიც არ მომწონს მშობლების ქცევაში საგულდაგულოდ ვახარისხებ გონებაში და ჩემს თავს ხშირად ვუმეორებ, რომ ასეთი არ უნდა ვიყო. არამარტო მე, არამედ არცერთი მშობელი.
არ ვიცი ის პოსტი გამოვაქვეყნე თუ დრაფტებში მაქვს საიმედოდ შენახული, მაგრამ ამ შიშმა ერთი პერიოდი სერიოზული მოტივაცია მომცა. პროფესიის არჩევისასაც კი ვფიქრობდი, მე რომ ვიყო ამ პროფესიის ჩემი შვილი თუ იამაყებს ამით ? ვიქნები მისთვის მისაბაძი ადამიანი? მექნება საშუალება შევუქმნა ნათელი მომავალი? თავიდან, როდესაც სოციალური მუშაობის შესახებ გავიგე თვითონ საქმე მომეწონა, მაგრამ სახელი დიდად არ მხიბლავდა. რას იტყვის ჩემი კრავაი (პირობითათ. ისე კი ძალიან მინდა შვილს კრავაი დავარქვა) დედაჩემი სოციალური მუშაკიაო? ამაზე იმიტომ ვფიქრობდი, რომ ახლაც, როდესაც ვამბობ სოციალური მუშაკი ვიქნები რომ დავამთავრებ უნივერსიტეტს-მეთქი “ეს მუშაკი რა უბედურებააო” და აგდებული დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ მე მართლა კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით და მიხარია რომ ეს პროფესია ავირჩიე.  მერე დავფიქრდი, ამაზე მაგარს ვერფერს გავაკეთებ. ჩემი შვილისთვის კიდე სახელი კი არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი არამედ ის, რომ ღირსეული, საამაყო დედა ჰყავდეს განურჩევლად პროფესიისა, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში სათაკილოა მეეზოვედ მუშაობა, მაგრამ მე ვნახე ძალიან მაგარი, საამაყო დედები, რომლებიც არიან მეეზოვები, რომლებიც არაფერს თაკილობენ და უმაგრესი ადამიანებიც არიან.
სულ მინდოდა ვინმე მისაბაძი მაგალითი მყოლოდა, მერემივხვდი რომ ამით საკუთარ თავს ზღუდავ ასე თუ ისე. თითქოს საზღვრებს უწესებ, მაგრამ  მე მაინც მინდა ჩემი შვილების თუ შვილიშვილებისთვის მისაბაძი მაგალითი თუარა საამაყო დედა და ბებია ვიყო.
ძალიან ძალიან არ მესმის იმ დედების, რომლებსაც უნდათ ბავშვები ყველაფერს უსრულებდნენ რასაც ეტყვიან თანაც ისე, რომ არანაირი კითხვა და პროტესტი არ გაუჩნდეთ. არ ვიცი ეს იმითაა
განპირობებული, რომ უნდათ ბავშვები თავიანთ ჭკუაზე ატარონ რომ შემდეგ ზედმეტი სანერვიულო აირიდონ თავიდან თუ იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში საშინლად დანერვოზებულია ყველა და ყველას ნერვები საშინელ  დღეშია, მაგრამ ვიცი, რომ ეს აღზრდის სტილი არასწორია და სასწრაფოდ უნდა გაქრეს ჩვენი მეხსიერებიდან, ცნობიერებიდან და საერთოდ მისი არსებობა არც გავიხსენოთ. მე-10 კლასში ვიყავი როცა გავიგე ჩემი ფიზიკის მასწავლებელი თავის შვილს ბანკეტის მერე ექსკურსიაზე რომ გაჰყვა და სხვები მწვადს რომ წვავდნენ ეს თეთრ ხორცს რომ უწვავდა თავის შვილს. აჰ და ბანკეტზე არ გაუშვა 18 წლის ბიჭი იმიტომ, რომ მშობლები არ მიჰყავდათ!!!
ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ იყო კარგი დედა არ ნიშნავს იჯდე სახლში,ბავშვს გამზადებულ საჭმელს ახვედრებდე და სახლს ულაგებდე, მაგრამ ძალიან ვაფასებ დიასახლისებს, რადგან მათ მთელი ცხოვრება ოჯახს შესწირეს, აი ასე, გადადეს ყველაფერი გვერდით და დაჯდნენ სახლში, რასაც მე ალბათ ვერ ვიზამ. კარგ დედას დროის სწორად განაწილება  უნდა შეეძლოს, რაც ძალიან
ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი.
12665681_1106949839324386_292083137_n

 

 

“ვერატანის” ბევრი მიზეზი.

ვერ ვიტან ჩემ თავს ნათესავებისთვის ძალით ნათქვამი, მიწერილი მიყვარხარის გამო, ვერ ვიტან ჩემთავს ყველა მომენატრესთვის, რომელიც ზრდილობის გამო მითქვამს.. ვერ ვიტან ჩემთავს ყველა ყალბი სითბოს გამო, დაუფიქრებლობის, უპატიებელი სიტყვების, “იმაზე” დაწერილი პოსტების გამო ვითომ სიყვარულის გამო, რომელმაც  ა დ ა მ ი ა ნ ი დამაკარგვინა, მაგრამ ეს საჭირო იყო მისთვის და არა ჩემთვის.. ვერვიტან ჩემთავს გულუბრყვილობის, ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამო. კიდევ იმის გამო, რომ ცუდი მეგობარი ვარ, კიდევ იმიტომ, რომ მაშინ რომ “ის” წიგნი მაჩუქე არ ჩაგეხუტე არადა ძალიან მინდოდა. ჩემთავს ვერვიტან იმის გამოც, რომ ვიცი შეიძლება ეს პოსტი ნახო და მაინც ვწერ.. ამიტომ ეგოისტობის გამოც ვერვიტან საკუთარ თავს. უნებისყოფობის, გაუცრუებული იმედების, ყველა ზრდილობისთვის დწერილი გულის სმაილის, ზოგჯერ ცინიკურობის გამო-ც ვერვიტან ჩემთავს. იმის გამოც პრინციპებს ასე ხშირად რომ ვღალატობ, კიდევ არარსებული პირადი ცხოვრების გამო (სიყვაეული და მეორე ნახევარი არ მოიაზრება) ასეთი უგრძნობი რომ ვარ ხანდახან(?) იმის გამოც და კიდევ მრავალი მსგავსნი.
საბოლოდ მაინც ვერ ვიგებ ჩემთავს  ამ ყველაფრის გამო მართლა ვერვიტან.თუ უბრალოდ მეცოდება..

image

დღეებს რომ ფერები ერქვათ

და მაინც თუ დღეებს ფერებად აღვიქვამდით ჩემი ცხოვრების უკანასკნელი 3 თვის უმეტესი ნაწილი ნაცრისფერიდან შავისკენ სწრაფად ხოლო შავიდან ღია ფერისკენ ძაააალიან ნელა დაიწყებდა მონაცვლეობას შედეგად კი ამ პერიოდში რამდენიმე გამონათებას მივიღებდი, ცისფერი, ყვითელი და იისფერი ფერების სახით რომლებიც დიდი ლოდინის მიუხედავად მაინც უეცრად გამოჩდებიან მაგრამ უფრო უეცრად გაქრებიან ხოლმე.

pain.

ოღონდ დღის სიცუდის და სიკარგის განსაზღვრა ყველასთვის ერთიდაიგივე ფერით არ ხდება, ზოგისთვის მწვანე შეიძლება იყოს ყველაზე  ცუდი დღე ზოგისთვის შავი, ზოგისთვის კიდევ წითელი ან პირიქით..

ყველაზე ყველაზე ყველაზე შარიანი და დაბდურა ადამიანი ვარ მე!

ადრე მეგონა ხოლმე მარტო ფილმებში იყო ისეთი სიტუაციები ყველაფერი რო ერთად ემართებათ და რა სისულელეა მეთქი ვიძახდი მაგრამ მერე აღმოვაჩინე რომ სულ სხვა ნომერ ავტობუსში ავედი, სულ სხვა მიმართულებით წავედი, ტელეფონი დაჯდა და გაითიშა და აღმოვაჩინე რომ საფულეც სახლში დამრჩა ^^ თან ბნელდებოდა და მე  კიდევ დიდ დიღომში ვიყავი, აი გუდვილს გავცდი და 20 წუთი კიდე ვიარე :დდ

მაღლივში მივდიოდი იდეაში. (შავი)

ჰო მერე ფული დავკარგე რუსთავში წამოსასვლელი.(მოშავო)

პოლიტიკის მეცნიერების პირველ სემინარზე (50 წუთიანზე) 40 წუთით დავაგვიანე. (ძალიან შავი)

სამსახური უნდა დამეწყო და აღმოვაჩინე რომ აფერისტები იყვნენ. (ნაცრისფერი, მუქი)

კიდე ერთ დღეს კინაღამ 4 ჯერ დავგორდი კიბეზე და 3 ადამიანს დავადგი ფეხი. (მუუუუქი შოკოლადისფერი)

პრინციპში 15 სექტემბრის მერე საკმარისია მგონი ამდენი რამე :/

ხოდა მოლურჯო დღე მქონდა როდესაც ძალიან ბევრი ნაცნობი ვნახე ჭავჭავაძეზე! აი ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი მთელი დღე ^^

ბოლოში პოზიტივით დავამთავრე ჩემიჭკუით.

მომენატრა ისე ბლოგი.

ვერ ვიცლი და თსუშიც ისეთი ცუდი კლავიატურები აქვთ Shift-ის ღილაკი არის პატარა და სულ /-ეს მეწერინება ხოლმე :დ

მწიფეალუბლისფერი მონატრება

არ მიყვარს ფბ-ზე სტატუსების წერა, ხოდა წეღან 2-3 ჩემი ემოციის გადმოცემის ძალიან დიდი სურვილი რომ გამიჩნდა მივხვდი ბლოგის გაკეთების ჭეშმარიტ არსს.. ისე, თან მეცინება,  რომ ვიცი შეიძლება არავინ წაიკითხოს, მაგრამ მაინც რომ “ვწერ”, სულ პატარა იმედით რომ  ვიღაც წაიკითხავს, გაგიგებს..

ახლა ამ ამბის გაანალიზება ისე გამიხარდა, როგორც ერთდროს იმის გაგება, რომ “სახლს რაც უახლოვდები უფრო იღლების” აზრი ის იყო, რომ რაც ახლოს მიდიოდი ბევრ მანძილს გადიოდი და ეგ გღლიდა, მეუღლე რომ მე-უღლეს ნიშნავდა, სხვის ჯინაზე ცუდის გაკეთებით ყველაზე მეტად საკუთარ თავსრომ ავნებ (ამას 18 წელი მოვანდომე :/ ) და ა.შ .. monatreba.

ცხვირის აწვამდე მონატრება როგორია-მეთქი სულ ვკითხულობდი,  სადაც ცრემლებამდე სიყვარული ყოფილა მონატრებაც თუ იქნებოდა არ მეგონა, ხოდა აი ეგრე ცრემლებამდე რომ მიდის მონატრება მერე იწყება ცხვირის აწვა :/თურმე.                                                                                                                                 ნეტა ის უფრო ცუდი გრძნობაა შენ რომ გაგიცრუებს ვინმე იმედს თუ რომ იცი შენ გაუცრუე იმედები?                                                        ალბათ მეორე                                                                                                          ალბათ.

1

კომენტარი ჩემს სტატუსზე “..შენი მონატრება სხვა ფერია”     ცუდი რამე ყოფილა მონატრება                                                                 ძალიან ცუდი.

ველოდებოდი ცუდ აგვისტოს, მაგრამ არა ასეთ საშინელს, ცუდებში ყველაზე უარესი იყო.

პოსტი კატეგორიიდან: “დეპრესიული სტუდენტის ჩანაწერები”