Tag Archives: ურთიერთობა

ეს არ არის დეპრესია

მოტივაციის ან განწყობის ნაკლებობას რომ განვიცდი, საქართველოდან წასვლის დადებითი მხარეების განხილვაზე გადავდივარ ხოლმე.
ჩემ თავს ველაპარაკები
ქუჩაში.
თან ხმამაღლა.
კი, რა თქმა უნდა, უცნაურია ალბათ არასასურველიც მაგრამ..
არავის არ ესმის.
მიდიხარ, და ყველას გონია ყურსასმენებში ლაპარაკობ (საერთოდ ინტერესდება კი ვინმე?)
მიდიხარ შენთვის და მთელი მონდომებით ცდილობ შენს მეორე მეს აუხსნა, რომ არასწორია და “ამაზე” ნერვიულობა არ ღირს. მერე ის იქიდან გეპასუხება და მოკლედ, სტანდარტული დიალოგია.
არაფერი საინტერესო, გარდა ფაქტისა.
როდესაც უგზოუკვლოდ გინდა ვიღაცამ მოგისმინოს და იცი, არავინ არის ისეთი ვინც მოგისმენს, არ არიან იმიტომ, რომ შენ არ მოინდომე, შენ არ ეცადე და მოკლედ თუ ვინმე რამეში, სადმე, როდესმე, რამენაირად დამნაშავეა ყველაფერში შენ ხარ და ყველაფერი შენი ბრალია.
ხანდახან მგონია რომ ჩემს მეგობრებთან ჩემი “ურთიერთობა” ჩემი მხრიდან თავის შეხსენების მცდელობაა. ვერვიტან ონლაინ ურთიერთობებს!
როდესაც სხვა ქვეყანაში მიდიხარ საცხოვრებლად მინიმუმ 1 წლით მაინც და კიდევ 3წლიანი გეგმა გაქვს დარჩენის ხვდები, რომ საერთოდ არ არის საჭირო გარდაცვალება იმისთვის, რომ ვინმე დააფასო, ან მოგენატროს, ან მიხვდე, როგორ მნიშვნელოვანია ესა თუ ის პიროვნება შენთვის, ან გაიაზრო რა მაგარია იმ გარემოში ცხოვრება, რომელშიც გაიზარდე, სადაც ყველაფერი ნაცნობია და შეგიძლია მიხვდე რას და რატომ აკეთებს ხალხი, სადაც გაქვს შესაძლებლობა გააპროტესტო ის რაც არ მოგწონს, სადაც თავს არ გრძნობ როგორც ჰაერიდან ჩამოვარდნილი და არასწორ ადგილზე მოხვედრილი(თავიდან მაინც).
საქართველოდან წამოსვლამდე ხშირად ვფიქრობდი რა მომენატრებოდა ყველაზე მეტად, სულ მეგონა რომ უშუალო ურთიერთობები, თავისუფლად ლაპარაკი, შეგრძნება, რომ ასე თუ ისე რაღაცას წარმოადგენ, რაღაცას მიაღწიე, რაღაც შექმენი ან ის მომენატრებოდა ქუშაში უაზროდ დაღლილს მეგობარი/მეზობელი/ნათესავი მანქანით რომ ჩაგივლიდა გაგიჩერებდა და სახლამდე წაგიყვანდა, ჩემს საბცხოვრებელ ქუჩას რომ მივუახლოვდებოდი და ყველა მეორეს რომ შემეძლო მივსალმებოდი.. კიდე მოხარშული სიმინდი, თუთის ტყლაპი(ქოქოსთან ერთად სუპერ გემრიელია) და ჩურჩხელა, მომენატრებოდა შემთხვევით ნანახი ძველი მეგობრები, რომელთანაც სულ ვინანებდი ურთიერთობის გაწყვეტას, მაგრამ მალევე გადამივლიდა. მომენატრებოდა უნივერსიტეტი, კურსელები, უბრალოდ ნაცნობი სახეები..
ხოდა,
მართალი ვიყავი.
ისე კი, უნდა ვთქვა რომ გერმანელები იმაზე უფრო დადებითი ხალხი არიან ვიდრე ჩემს წარმოდგენაში იყვნენ. ქუჩაში შეიძლება სულ უცხო მოგესალმოს, გაგიღიმოს, ზებრაზე რომ გადავდივარ ხომ საერთოდ, საკმაოდ შორი მანძილიდან მიჩერებენ მანქანები და მშვიდად ელოდებიან როდის გადავალ გზაზე. ავტობუსში რომ ადიხარ მძღოლი გიღიმის და გესალმება კიდეც ხშირ შემთხვევაში..

Advertisements

სიკვდილი მაინც არ დავარქვათ გარდაცვალებას

გარდაცვალებაბევრჯერ ვცადე სიკვდილზე დამეწერა რამე, არც ისე ადვილი ყოფილა, არ ვიცი ჯო კოკერის 70 წლის ასაკში გარდაცვალებამ გადამაწყვეტინა თუ ამ ბოლოს აკვიატებული ფიქრების ბრალია, მაგრამ სიკვდილზე ლაპარაკის/ფიქრის მიდრეკილებასთან ერთად პოსტის წერის სურვილიც აღმოვაჩინე საკუთარ  თავში.

პირველად ძაააალიან რომ განვიცადე ადამიანის გარდაცვალება ცამეტი წლის ვიქნებოდი დაახლოებით. არ ვიცი, რატომ მეწყინა ასე ძალიან ჩემი კარის მეზობელი ირაჩკას გარდაცვალება, რომელთანაც არცისე ახლო ურთიერთობა არ მქონდა, მაგრამ  ფაქტი ერთია, პირველად სწორედ მაშინ გავიგე გარდაცვალების “გემო” ან გავიგე კი საერთოდ? Continue reading სიკვდილი მაინც არ დავარქვათ გარდაცვალებას

სრული სვლით წარსულისკენ :)

ზოგი ჭირი მარგებელიას სიმართლეში ამ რამდენიე წუთის წინ დავრწმუნდი, რას ვიფიქრებდი   ყველაფერი ასე თუ შემობრუნდებოდა.

ნელ-ნელა ვაცნობიერებ რომ იმის ნაცვლად მომავალზე ვიფიქრო და აწმყოთი ვიცხოვრო, წარსულზე ვარ “მიწებებული” და ვერ ვშორდები, აი ასე ავიკვიატე და ვერ ვეშვები. სრული სვლით მივდივარ უკან ოღონდ არა მომავალში და ფაქტია, გაჩერებაც არ მაქვს განზრახული, მიუხედავად იმისა რომ ვიცი, არაფერი არ გამოვა წარსულიგან.

მართლაც “life goes full circle” და ფაქტია,  უკანასკნელი 4 წელია ერთსა და იმავე ადგილს ვტკეპნი, წრეზე დავდივარ, დავდივარ, დავდივარ და ბოლოს ისევ საწყის წერტილს ვუბრუნდები.  გაოცებული, მაგრამ სასიამოვნოდ.

ისეთი აჟიტირებული ვარ აზრებს და სიტყვებს ვერ ვაკავშირებ ერთმანეთთან :დ

And it takes no time to fall in love
But it takes you years to know what love is
It takes some fears to make you trust
It takes those tears to make it rust
It takes the dust to have it polished

Ha la la la la la la life is wonderful
Ah la la la la la la life goes full circle
Ah la la la la la la life is so full of
Ah la la la la la la life is so rough
Ah la la la la la la life is wonderful
Ah la la la la la la life goes full circle
Ah la la la la la la life is our love
Ah la la la la la

სექტემბრის აი ასეთ ძალიან მაგარ დასაწყისს მართლა არ ველოდი! აგვისტოს 31-ვე დღე ამინაზღაურდა უკვე!

large