Tag Archives: ფიქრი

ცხოვრება ჩემს თავთან

ყველაჯერ მაქვს ნაფიქრი იმაზე, თუ რა იქნებოდა, სადმე ისეთ ადგილზე რომ მოვხვედრილიყავი სადაც არავინ ჩემი ნაცნობი არ იქნებოდა, ჩემთვის ყველაფერი უცხო და ახალი იქნებოდა, არცერთი ადამიანი, რომლებსაც შეხება ექნებოდათ ჩემს განვლილ ცხოვრებასთან და არცერთი ადგილი, რომლებთანაც იარსებებდა რამე, თუნდაც უმნიშვნელო მოგონებები.
დიდიხანი ვამტკიცებდი რომ ოცნებები არ ხდება, მაგრამ როდესაც შენთავზე გამოცდი ისეთ წარმოუდგენელს, როგორიც ზემოთაღნიშნული იყო ჩემთვის, უკვე ყველაფერი შეგიძლია დაიჯერო. აღარ რჩება არაფერი, რისი მოხდენაც შეიძლება ვერ დაუშვა..
თითქმის 2 თვეა გერმანიაში ვცხოვრობ, მარტო, ოღონდ არა სახლში. მარტო ვცხოვრობ ჩემს თავთან.
იმ ჩემს თავთან ასე რომ უყვარს ჯუჯღუნი და სწავლასა და დასვენებას შორის მეორეს რომ მარჩევინებს ხოლმე.
იმ ჩემს თავთან, რომელსაც ამავდროულად შეუძლია თავისუფალი ორი დღე მარტო წიგნებთან გამატარებინოს.
იმ ჩემს თავთან, რომელთან ერთადაც დავდივარ საყიდლებზე, სასეირნოდ..
რომელსაც ვეკითხები რჩევებს,
იმასთან, რომელიც ჩემი მოტივაციაა,
იმასთანაც, რომელიც რასაც არ უნდა აკეთებდეს ყველაფერს გვერდით გადადებს თუ დამჭირდება და 5 წუთს გამონახავს რომ დამეხმაროს უბრალოდ მოსმენით.
იმ ჩემს თავთან, რომელიც ხშირად არასწორ რაღაცებს მარჩევინებს, არასწორ გადაწყვეტილებებს მაღებინებს, მეჯუჯღუნება, სინდისს მიწიოკებს, მაგრამ მერე მიხსნის რაზე ღირს ნერვიულობა და რაზე არა..
იმ ჩემს თავთან, რომელიც ყველაფერზე მაფიქრებს და იმ ზომამდე მივყავარ, რომ აუცილებლად ვიქნებოდი ფიქრისგან თავის გასკდომის მოლოდინში ასე დარწმუნებული რომ არ ვიყო – ასეთი რამ შეუძლებელია ..
ყველაფერზე ვფიქრობ, ყველაფერზე. ხანდახან ისე მინდა ვიღაცას რაღაც მოვუყვე ისე, რომ არ დამჭირდეს ფიქრი იმაზე რასაც ვლაპარაკობ, ანუ ქართულად, ასე მიყუროს, ვუყურებდე ან საერთოდ არ არის ყურება საჭირო უბრალოდ ვიცოდე რომ მისმენს და ვუყვებოდე ნებისმიერ სისულელეს, ჩემი როლიკებით წაქცევის ამბავს, ან რამეს ჩემს პირველ სიყვარულზე, ან იმას ერთ ძალიან მაგარ ბიჭს რომ ვუყვარდი..ნებისმიერ ამბავს რომელიც თუნდაც მილიონჯერ მაქვს მოყოლილი და არ მბეზრდება.
ან უბრალოდ რაღაცის გახუმრება რომ მომინდება შემეძლოს ისე თქმა, როგორც მინდა და სიტყვების არცოდნის გამო არ ვიჭედებოდე.
ან უხერხულობას არ ვგრძნობდე სულ მარტო რომ დავდივარ, რადგან ჩემი არსებული 2 ნაცნობისთვის სადმე წასვლის შეთავაზება მეუხერხულება.
ან არ ვიცი იმდენი რამეა. ყველა.
და ახლა, აქაც გაჩნდა ნაცნობი ადგილები, თავისი პატარა ისტორიებით, რომელიც შემიძლია ჩემს თავთან ერთად გავიხსენო და ვიცინოთ ერთად.
და მეც არ ვიცი, მინდა თუ არა ისევ სადმე ისეთ ადგილზე წასვლა სადაც არ მეყოლება არცერთი ნაცნობი და არცერთ ადგილს არ ექნება დამახსოვრებული ჩემი ისტორია.
მზად ვარ ამისთვის?
წინ კიდევ 10 თვეა.
ჩემს თავთან ცხოვრება კი იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ჩემს წარმოსახვას შეეძლო წარმოედგინა.

დასაჯერებელი ამბავი ანუ ემიგრანტი ვარ?

11.08.16
უკვე ვიზაც მაქვს, ბილეთიც, ჩანთაც, თან ჩალაგებული და 2 კვირაში გაფრენაც დაგეგმილია, მაგრამ არ ვიცი რა ემოცია მაქვს, მიხარია, განვიცდი, ვნერვიულობ, მიჭირს შეგუება/წასვლა, ენის ბარიერის ამბავია, უბრალოდ ვღელავ თუ? .. საერთოდ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება?

17.08.16
1 წელი, სრული ერთი წელი. ოცნება, რომელიც ხდება, მაგრამ ისეთი სასურველი აღარ არის როგორიც თავის დროზე იყო..

20.08.16
4 დღეში იმ სახლიდან მინიმუმ 1 წლით მივდივარ, რომელშიც 20 წელი გავატარე. საკმაოდ რთულია.
ყველაზე ნეტად სიტუაციას ის ამძაფრებს რომ ვიცი, როდესაც დავბრუნდები არაფერი ისე აღარ იქნება როგორც დავტოვებ.
ჩემთვის ძვირფასი ნივთები მიწევს ყუთებში გავანაწილო და სადღაც ბნელ კუთხეში მივაწყო.
ნივთები, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ვაგროვებდი 30 კილოგრამში უნდა გავაერთიანო და მხოლოდ ისინი წავიღო.
სახლიდან გადასვლა ცალკე სევდაა, როდესაც ვერ ახერხებ ყველა ის ნივთი, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია თან წაიღო.
ყველაზე მეტად გული ჩემს პირად ბიბლიოთეკაზე მწყდება, წიგნებზე, რომლებსაც ვაგროვებდი, ვიგებდი, მჩუქნიდნენ. წიგნები, რომელთაგან თითოეულს თავისი ისტორია აქვს და თითოეულზე ამბის მოყოლა შემიძლია. ახლა ყველაფერი ყუთებში აწყვია ამ ყუთების შუაში ვზივარ და ვხვდები მალე ამ ოთახიდან ჩემი კვალი საერთოდ გაქრება. ფოთლები, რომლებიც უნივერსიტეტიდან წამოსულს მომქონდა ხოლმე კედელზე აღარ იქნება, არც დისკები, ფირფიტა, გერმანულის არტიკლების ბრუნება, რომლისთვისაც ერთხელაც არ შემიხედავს ..
მაგრამ რუკებს დავტოვებ ..
წელიწადში ორჯერ ამ ოთახში აღარ შევცვლი დიზაინს იგივე ნივთების სხვანაირად განლაგებით და ყოველთვის, როდესაც გავბრაზდები ამ ოთახში არ გადმოვყრი ჩემს ტანსაცმელს და არ დავიწყებ მთელ დღიან დალაგებას.
არც იმაზე აღარ ვიწუწუნებ როგორი უფორმო თაროები აქვს ჩემს კარადას და არც ოთახზე აღარ ვიტყვი ისეთი პატარაა რომ შევდივარ კარადა საწოლი მაგიდა ან სკამი უნდა გამოვიტანო თორე აშკარად რომელიღაც ზედმეტია-მეთქი.
ამ ოთახში მალე აღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო.
სხვაგან გადასვლა კი ნამდვილად არ წარმონედგინა ასეთი სევდიანი თუ იქნებოდა.

29.08.16
სიტყვა ემიგრანტი, მიუხედავად განმარტების ცოდნისა, მაინც ყოველთვის მთრგუნავდა, რადგან ჩემს გარშემო ემიგრანტები საბერძნეთში ან იტალიაში მოხუცის მოსავლელად წასული ქალები იყვნენ, რომლებმაც ოჯახები გაჭირვების გამო დატოვეს, რომელთა გოგოებიც რჩევებს დედიკოსგან სკაიპით იღებდნენ და რომლების შვილებსაც ძალიან ძალიან უნდოდათ დედიკოსთან ახლოს ყოფნა და დროის მათთან გატარება, რომელთაც ეგონათ რომ დედიკოს გვერდით ყოფნა ყველაფერი კარგის დასაწყისი იქნებოდა..

ახლა მეც ემიგრანტი ვარ. უბრალოდ თავს იმდენად კარგად ვგრძნობ..

გერმანიაში ყოფნის პირველი კვირის კვალობაზე ყველაფერი მშვენივრადაა თუარჩავთვლით რომ ერთხელ გზა ამერია და სახლს ვაიფაის ძებნით მოვაგენი და იმას, რომ ვერაფრით ვრისკავ ველოსიპედით კატაობას მანქანების შიშის გამო.

ის დღე 19 წელი რომ ველოდი.

ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება, უფროსწორად ყველაფერი ხომ შეიძლება მოხდეს და როდესღაც  ეს “ყველაფერი” ხომ პირველად ხდება.  მერე შეიძლება ეს პირველად მომხდარი ერთადერთად გადაიქცეს ან იმდენად ყოველდღიური გავხადოთ, რომ ვერ ისიც ვერ გავაცნობიეროთ, ოდესღაც “ამის” გარეშე ვცხოვრობდით. უბრალოდ არ ვფიქრობთ ხოლმე ასეთ თემებზე, მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა რამეზე ფიქრს გავურბივართ, ან ვცდილობთ გავექცეთ, დავფიქრდებით ხოლმე მსგავს რამეზე. არა განა რამეს შეცვლის იმაზე ფიქრი, რომ  ოდესღაც პირველად იტირე ტკივილის შესამსუბუქებლად ან  პირველად იტკინე რამე, მაგრამ მაინც.lallaaa

ჩემს ოქროს დაბადების დღესშევხვდი იმედით, რომ რაიმე განსაკუთრებული მოხდებოდა, რაიმე განსხვავებულის აღმოჩენის, დასამახსოვრებლის გაკეთების და საერთოდ პოზიტიური დღის იმედი მქონდა. მოვიტყუები თან ძალიან რომ გითხრათ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა მეთქი, იმასაც მოვიტყუები ახალი არაფერი არ აღმომიჩენია მეთქი და იმასაც პოზიტიური დღე არ იყო  მეთქი რომ ვთქვა. აი ისეთი დღე იყო მოკარგო მოგონებები რომ დაგრჩება, მაგრამ ფაქტია წინა 18-ს ჯობდა. როგორ ველოდი ამ დღეს, სულ მეგონა უმაგრესი დღე იქნებოდა, 19 წელი იმხელა ასაკი მეგონა აი იმაზე დიდი, ყველაზე ჩამოყალიბებული მეგონა რომ ვიქნებოდი, სამსახურით მარტო ცხოვრებით და რავიცი,  სულ იმას ვიძახდი მაგარ დროს მაქვს ოქროს დაბადების დღე მეთქი, ალბათ ზედმეტად დიდმა მოლოდინებმა გამოიწვიეს ჩემი ასეთი განწყობა მაგრამ..  ისევ თავს ვიმართლბ, მე ხომ უბრალოდ ვერ ვიტან ჩემს დაბადების დღეს .

ასე მგონია მე თვითონ ვირთულებ ცხოვრებას, აი ასე უბრალოდ, შეიძლება ბევრი რამ უფრო მარტივად მოხდეს მაგრამ მე ყველაფერს ვართულებ,  ვურევ, ვხლართავ.

დედაჩემთან ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია, მაგრამ ამბოლოს ვატყობ, გიჟი ვგონივარ. აი ასე, გიჟად მთვლის მგონი. ოღონდ ისეთ გიჟად არა, მე რომ ვამბობ ხოლმე, დადებით და პოზიტიურ კონტექსტში.

პ.ს ბლოგი 3-ის არის უკვე, აი იმ ასაკშია ბავშვები ყველაზე საყვარლები რომ არიან ხოლმე, ეშველოს იქნებ ამასაც რამე ^_^ :დდ

 

“ძილის წინ ყოველთვის არის გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით”

“ძილის წინ ყოველთვის არის გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით” – გურამ დოჩანაშვილის ამ სიტყვებმა რატომღაც პოსტის დაწერა მომანდომა, თუ რა ხდება ძილის წინ და რაზე ფიქრობს ადამიანი.
სხვადასხვა ასაკში ძილის წინა, გარდამავალი წამი სხვადასხვაგვარია.
ახალშობილის “გონება” მაგ დროს მხოლოდ საჭმელზე ფიქრობს, შემდეგ ზღაპრებზე, ბაღი, სკოლა.. ნელ-ნელა იზრდება ადამიანი, მასთან ერთად იცვლება შეხედულებები, აზრები და აქედან გამომდინარე ძილისწინა წამიც ასაკთან ერთად იცვლება, ჩემი ასაკის ადამიანის უმეტესობის საფიქრალი ალბათ ბევრი არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. კაცმა რომ მკითხოს არ მეშინია გამოცდების, არ ვნერვიულობ. და საერთოდ ძალიან წყნარად და აუღელვებლად ვლაპარაკობ გამოცდებზე, მაგრამ ძილის წინ ჩემი ფიქრები მაინც გამოცდებს, ჩაბარებას, პროფესიასა თუ სამსახურს უკავშირდება, ეს ყველაფერი ხომ ჯაჭვივითაა ერთმანეთზე გადაბმული და ერთი რგოლის ამოვარდნითაც ყველაფერი დამთავრდება. პრინციპში ძილისწინა წამი მხოლოდ ერთ თემაზე ფიქრს როდი ეთმობა, შეიძლება მთელი დღის ანდა ცხოვრების გააზრებაც მოასწრო ამ დროს, ყველა შენს გაკეთებულ თუ გაუკეთებელ მოქმედებაზე, გადაუდგმელ ანდა არასწორად გადადგმულ ნაბიჯზე, არასწორად ნათქვამ სიტყვაზე დასაფიქრებელი დროა, ფიქრობ აწმყოზე, მომავალზე. რა ხდება დღეს და რამოხდება ხვალ, რისი გაკეთება ღირს და რისი არა, შეიძლება თავში ისეთი რამე ამოგიტივტივდეს რამაც მთელი ღამე მოსვენების და ძილის საშუალება არ მოგცეს, ტყუილად ნურავინ იტყვის, რომ ცხოვრებაში ისეთი არაფერი გაუკეთებია რაც წამიერად მაინც არ უნანია თან ძალიან, მოკლედ ვისთვის სერიოზული და ვისთვის უაზრო მიზეზების გამო ბევრს ღამე ფიქრში გაუთევია და გარდამავალი წამი რამდენიმე საათად ქცეულა. ეს ის წამია როდესაც ტყუილად დაკარგულ დროს მისტირი და დროის უკან დაბრუნება გინდება.. ხანდახან დროის უკან დაბრუნება მხოლოდ იმიტომ გინდა რომ ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთო როგორც გააკეთე. ანდა ბავშვობა გენატრება, ზედმეტი საფიქრალი რომ არ გქონდა. მხოლოდ გართობაზე რომ ფიქრობდი, და სადარდებელი მხოლოდ ის გქონდა ხვალ რომელი თამაში გეთამაშა ანდა შენი თოჯინისათვის რომელი კაბა ჩაგეცმია. ძილისწინა საფიქრალს მხოლოდ ასაკი არ განაპირობებს. არსებობს გარემო ფაქტორები რომლებიც დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე, მის ჩამოყალიბებაზე.. “ცხოვრებამ მოიტანა”-ო იტყვიან ხოლმე და მართალიც არის, უკიდურესი გაჭირვება ადამიანს ისეთ რამეს გააკეთებს რაც იქამდე წარმოუდგენელი ეგონა მაგრამ როდესაც საქმე ოჯახს და შვილებს ეხება ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი. ასევეა ზედმეტი ფუფუნებაც იგი ადამიანს “აფუჭებს” რაღაც პერიოდის შემდეგ ყველაფრის სურვილს უკარგავს, უქრობს. მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანებიც რომლებიც, ფულზე არ იყიდებიან და ღირსებას არ კარგავენ.
საბოლოოდ კი იმ აზრამდე მივედი, რომ ძილისწინა წამი საუკეთესო დროა მომავალზე დასაფიქრებლად და წარსულის შეცდომების გასააზრებლად. და მაინც “ძილის წინ ყოველთვის არის გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით”
P.s ,,დღისით ძალიან ადვილია გულგრილად უყურო ყველაფერს, ღამით კი სულ სხვა საქმეა.” (ჰემინგუეი)

შემდეგ პოსტამდე..

“არდადეგები”

ზედმეტი შესავლების გარეშე ვიტყვი, რომ საშინელი, საშინელი,  სა-ში-ნე-ლი არდადეგები მქონდა წელს. ან უსაშინლესი. მოკლედ, მგზავრობა-საშინელი “ტუდაც, ატ სუდაც” სიმღერები იყო უუუუუუუუუუუფ ახლაც ყურებში ჩამესმის “ნეტა რა მემართება ნეტა რა მემართება მე სიყვარულის ალში ვიწვიიიი”  არა ყველაფერი ყველაფერი მაგრამ ეს საქართველოს ჰიმნი რატო ჰქონდათ ან 2 ჯერ რატო მოგვასმენინეს  ვერმივხვდი 😐 მთაში ვიყავი, აი ძალიან რომ ველოდებოდი და ძალიან მინდოდა წასვლა. მოკლე პოსტი მინდა დავწერო იმაზე როგორია “ჩვენი მთა” და არა იმაზე რაოდენ უნაყოფო და ცუდი გამოდგა ჩემი არდადეგები.

971420_195882737245752_1538323417_n

ეს არის ადგილი სადაც ასე ველოდებოდი წასვლას,  სახლებს “ეილები” ჰქვია (თუარვცდები (და მგონი ვცდები) თურქული სიტყვა უნდა იყოს)  რომელიც გამოიყურება ასე წინიდან

1305517_544887472226412_683792569_n

გვერდიდან

DSC04711

მეორე გვერდიდან

DSC04715

ხოლო უკნიდან ასე

DSC04710

პირადად ჩემი ადგილიაეს. მივისაკუთრე და როგორი სიცივეც არ უნდა ყოფილიყო ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი. DSC04709

რადაგიმალოთ და ბევრად უკეთესი დროის გატარებას ვგეგმავდი მთაში,, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა ამიტომ ახლა უბრალოდ ტკბილად ვიხსენებ შარშანწინდელ დასვენებას, მართლა დასვენებას მთაში. პრინციპში ყველა შემთხვევაში ისვენებ ადგილზე, რომელიც გარე სამყაროს არის მოწყვეტილი, ელემენტარული დენიც კი არ არის. ყველაზე მეტად მაგ მიზეზის გამო წავედი ალბათ.. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვისთან ერთად და როგორ სიტუაციაში წახვალ ზოგადად დასასვენებლად და არამარტო. ადრე ვფიქრობდი, რომ მარტოობა კარგი იყო მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მარტო ვერ გავძლებ, მეგობრის გარეშე. .

large (5)

ეს პოსტი უნდა გამოსულიყო რაც მთავარია კარგი, თემა უნდა ყოფილიყო : მთა, არდადეგები, როგორია ადგილი სადაც ვისვენებდი მაგრამ რომ გადავიკითხე .. ზემოთ რაც ვახსენე არცერთს არ შეესაბამება 🙂

P.s ვწუხვარ უხარისხო და ცოტა სურათების გამო.. გადასაღები იმაზე მეტი იყო ვიდრე წარმოგიდგენიათ მაგრამ..

:)

საკმაოდ დიდი ხანია არაფერი დამიწერია, არადა ყოველდღე შემოვდივარ “new post”-ს ვაკლიკებ და ვზივარ. ვფიქრობ რა შეიძლება დავწერო მაგრამ ბოლოს, ბოლოს არაფერი. არც  ერთი სიტყვა. სიმართლე რომ ვთქვა წერა არასდროს გამომდიოდა მაგრამ ახლა მთლად უნიჭობის ზენიტში ვარ..

ახლა კი ამ სურათით გემშვიდობებით (?) ‘მუზის’ მოლოდინში ;დ

ზედმეტად პირადი ანუ უ-კარგხასიათო დღე

tumblr_mjal4mwiCh1rhmxy6o1_500_largeსაშინელი დღე მქონდა უფროსწორად უსაშინლესი, მოწყენილობისა და უხასიათობის პიკზე ვარ. ჯანდაბა (ამ სიტყვას ცუდად შევეჩვიე ჰო? ეგ არაფერი). მოკლედ დილიდანვე ცუდად დაიწყო დღე ნუ 12-ის მერე დაძინება ვცადე მაგრამ ჩემი ფიქრეები მხოლოდ ჩემი mp3-კენ იყო მიმართული რომელსაც 2 დღეა ‘ვგლოვობ’ საწყალი.. არადა რა კარგი იყო 8 გბ ჰქონდა მეხსიერება კინოებსაც ვუყურებდი ხოლმე, დიქტოფონის ფუნქციასაც ასრულებდა და კარგი ხმაც ქონდა. ეჰჰ ცხონებული.. ჯიბიდან  ამომივარდა, ძალიან მეწყინა ამ ნივთის დაკარგვა, ძვირფასი იყო რაღაცნაირად. ‘რა? სად? როდის?’-ში მოვიგე.  მოკლედ ასე ძლივს ჩაძინებულს 7-ის ნახეხვარზე გამეღვიძა  და მერე ისე ჩამეძინა9-ის 15 წუთზე ძლივს ავწიე თავი ეგეც იმიტომ, რომ გავიაზრე 9-ის ნახევარზე სახლიდან უნდა გავსულიყავი  სკოლაშ რომ არ დამეგვიანა.  “მარშუტკაში” ლამის ჩამომეძინა,  ისევ mp3 გამახსენდა და ისევ ცუდი ხასიათი.. Continue reading ზედმეტად პირადი ანუ უ-კარგხასიათო დღე