Tag Archives: ცხოვრება

ცხოვრება ჩემს თავთან

ყველაჯერ მაქვს ნაფიქრი იმაზე, თუ რა იქნებოდა, სადმე ისეთ ადგილზე რომ მოვხვედრილიყავი სადაც არავინ ჩემი ნაცნობი არ იქნებოდა, ჩემთვის ყველაფერი უცხო და ახალი იქნებოდა, არცერთი ადამიანი, რომლებსაც შეხება ექნებოდათ ჩემს განვლილ ცხოვრებასთან და არცერთი ადგილი, რომლებთანაც იარსებებდა რამე, თუნდაც უმნიშვნელო მოგონებები.
დიდიხანი ვამტკიცებდი რომ ოცნებები არ ხდება, მაგრამ როდესაც შენთავზე გამოცდი ისეთ წარმოუდგენელს, როგორიც ზემოთაღნიშნული იყო ჩემთვის, უკვე ყველაფერი შეგიძლია დაიჯერო. აღარ რჩება არაფერი, რისი მოხდენაც შეიძლება ვერ დაუშვა..
თითქმის 2 თვეა გერმანიაში ვცხოვრობ, მარტო, ოღონდ არა სახლში. მარტო ვცხოვრობ ჩემს თავთან.
იმ ჩემს თავთან ასე რომ უყვარს ჯუჯღუნი და სწავლასა და დასვენებას შორის მეორეს რომ მარჩევინებს ხოლმე.
იმ ჩემს თავთან, რომელსაც ამავდროულად შეუძლია თავისუფალი ორი დღე მარტო წიგნებთან გამატარებინოს.
იმ ჩემს თავთან, რომელთან ერთადაც დავდივარ საყიდლებზე, სასეირნოდ..
რომელსაც ვეკითხები რჩევებს,
იმასთან, რომელიც ჩემი მოტივაციაა,
იმასთანაც, რომელიც რასაც არ უნდა აკეთებდეს ყველაფერს გვერდით გადადებს თუ დამჭირდება და 5 წუთს გამონახავს რომ დამეხმაროს უბრალოდ მოსმენით.
იმ ჩემს თავთან, რომელიც ხშირად არასწორ რაღაცებს მარჩევინებს, არასწორ გადაწყვეტილებებს მაღებინებს, მეჯუჯღუნება, სინდისს მიწიოკებს, მაგრამ მერე მიხსნის რაზე ღირს ნერვიულობა და რაზე არა..
იმ ჩემს თავთან, რომელიც ყველაფერზე მაფიქრებს და იმ ზომამდე მივყავარ, რომ აუცილებლად ვიქნებოდი ფიქრისგან თავის გასკდომის მოლოდინში ასე დარწმუნებული რომ არ ვიყო – ასეთი რამ შეუძლებელია ..
ყველაფერზე ვფიქრობ, ყველაფერზე. ხანდახან ისე მინდა ვიღაცას რაღაც მოვუყვე ისე, რომ არ დამჭირდეს ფიქრი იმაზე რასაც ვლაპარაკობ, ანუ ქართულად, ასე მიყუროს, ვუყურებდე ან საერთოდ არ არის ყურება საჭირო უბრალოდ ვიცოდე რომ მისმენს და ვუყვებოდე ნებისმიერ სისულელეს, ჩემი როლიკებით წაქცევის ამბავს, ან რამეს ჩემს პირველ სიყვარულზე, ან იმას ერთ ძალიან მაგარ ბიჭს რომ ვუყვარდი..ნებისმიერ ამბავს რომელიც თუნდაც მილიონჯერ მაქვს მოყოლილი და არ მბეზრდება.
ან უბრალოდ რაღაცის გახუმრება რომ მომინდება შემეძლოს ისე თქმა, როგორც მინდა და სიტყვების არცოდნის გამო არ ვიჭედებოდე.
ან უხერხულობას არ ვგრძნობდე სულ მარტო რომ დავდივარ, რადგან ჩემი არსებული 2 ნაცნობისთვის სადმე წასვლის შეთავაზება მეუხერხულება.
ან არ ვიცი იმდენი რამეა. ყველა.
და ახლა, აქაც გაჩნდა ნაცნობი ადგილები, თავისი პატარა ისტორიებით, რომელიც შემიძლია ჩემს თავთან ერთად გავიხსენო და ვიცინოთ ერთად.
და მეც არ ვიცი, მინდა თუ არა ისევ სადმე ისეთ ადგილზე წასვლა სადაც არ მეყოლება არცერთი ნაცნობი და არცერთ ადგილს არ ექნება დამახსოვრებული ჩემი ისტორია.
მზად ვარ ამისთვის?
წინ კიდევ 10 თვეა.
ჩემს თავთან ცხოვრება კი იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ჩემს წარმოსახვას შეეძლო წარმოედგინა.

Advertisements

დასაჯერებელი ამბავი ანუ ემიგრანტი ვარ?

11.08.16
უკვე ვიზაც მაქვს, ბილეთიც, ჩანთაც, თან ჩალაგებული და 2 კვირაში გაფრენაც დაგეგმილია, მაგრამ არ ვიცი რა ემოცია მაქვს, მიხარია, განვიცდი, ვნერვიულობ, მიჭირს შეგუება/წასვლა, ენის ბარიერის ამბავია, უბრალოდ ვღელავ თუ? .. საერთოდ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება?

17.08.16
1 წელი, სრული ერთი წელი. ოცნება, რომელიც ხდება, მაგრამ ისეთი სასურველი აღარ არის როგორიც თავის დროზე იყო..

20.08.16
4 დღეში იმ სახლიდან მინიმუმ 1 წლით მივდივარ, რომელშიც 20 წელი გავატარე. საკმაოდ რთულია.
ყველაზე ნეტად სიტუაციას ის ამძაფრებს რომ ვიცი, როდესაც დავბრუნდები არაფერი ისე აღარ იქნება როგორც დავტოვებ.
ჩემთვის ძვირფასი ნივთები მიწევს ყუთებში გავანაწილო და სადღაც ბნელ კუთხეში მივაწყო.
ნივთები, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ვაგროვებდი 30 კილოგრამში უნდა გავაერთიანო და მხოლოდ ისინი წავიღო.
სახლიდან გადასვლა ცალკე სევდაა, როდესაც ვერ ახერხებ ყველა ის ნივთი, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია თან წაიღო.
ყველაზე მეტად გული ჩემს პირად ბიბლიოთეკაზე მწყდება, წიგნებზე, რომლებსაც ვაგროვებდი, ვიგებდი, მჩუქნიდნენ. წიგნები, რომელთაგან თითოეულს თავისი ისტორია აქვს და თითოეულზე ამბის მოყოლა შემიძლია. ახლა ყველაფერი ყუთებში აწყვია ამ ყუთების შუაში ვზივარ და ვხვდები მალე ამ ოთახიდან ჩემი კვალი საერთოდ გაქრება. ფოთლები, რომლებიც უნივერსიტეტიდან წამოსულს მომქონდა ხოლმე კედელზე აღარ იქნება, არც დისკები, ფირფიტა, გერმანულის არტიკლების ბრუნება, რომლისთვისაც ერთხელაც არ შემიხედავს ..
მაგრამ რუკებს დავტოვებ ..
წელიწადში ორჯერ ამ ოთახში აღარ შევცვლი დიზაინს იგივე ნივთების სხვანაირად განლაგებით და ყოველთვის, როდესაც გავბრაზდები ამ ოთახში არ გადმოვყრი ჩემს ტანსაცმელს და არ დავიწყებ მთელ დღიან დალაგებას.
არც იმაზე აღარ ვიწუწუნებ როგორი უფორმო თაროები აქვს ჩემს კარადას და არც ოთახზე აღარ ვიტყვი ისეთი პატარაა რომ შევდივარ კარადა საწოლი მაგიდა ან სკამი უნდა გამოვიტანო თორე აშკარად რომელიღაც ზედმეტია-მეთქი.
ამ ოთახში მალე აღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო.
სხვაგან გადასვლა კი ნამდვილად არ წარმონედგინა ასეთი სევდიანი თუ იქნებოდა.

29.08.16
სიტყვა ემიგრანტი, მიუხედავად განმარტების ცოდნისა, მაინც ყოველთვის მთრგუნავდა, რადგან ჩემს გარშემო ემიგრანტები საბერძნეთში ან იტალიაში მოხუცის მოსავლელად წასული ქალები იყვნენ, რომლებმაც ოჯახები გაჭირვების გამო დატოვეს, რომელთა გოგოებიც რჩევებს დედიკოსგან სკაიპით იღებდნენ და რომლების შვილებსაც ძალიან ძალიან უნდოდათ დედიკოსთან ახლოს ყოფნა და დროის მათთან გატარება, რომელთაც ეგონათ რომ დედიკოს გვერდით ყოფნა ყველაფერი კარგის დასაწყისი იქნებოდა..

ახლა მეც ემიგრანტი ვარ. უბრალოდ თავს იმდენად კარგად ვგრძნობ..

გერმანიაში ყოფნის პირველი კვირის კვალობაზე ყველაფერი მშვენივრადაა თუარჩავთვლით რომ ერთხელ გზა ამერია და სახლს ვაიფაის ძებნით მოვაგენი და იმას, რომ ვერაფრით ვრისკავ ველოსიპედით კატაობას მანქანების შიშის გამო.

შიში?

ყველაზე მეტად რისი გეშინიაო რომ მკითხონ, დაუფიქრებლად ვუპასუხებ სიკვდილის და იმის, რომ კარგი დედა არ ვიქნები-მეთქი. სიკვდილისას “შიში” რამდენად ქვია არ ვიცი, მაგრამ ამ კითხვას ხშირად ვუსვამ საკუთათ თავს და პირველი სულ ეს ორი რამ მომდის თავში. შემდეგ წარუმატებლობა და მოკლედ ეს სხვა დროს იყოს.
დღეს მინდა იმაზე დავწერო, თუ როგორ მინდა კარგი დედა ვიყო. ყველა დეტალს, რომელიც არ მომწონს მშობლების ქცევაში საგულდაგულოდ ვახარისხებ გონებაში და ჩემს თავს ხშირად ვუმეორებ, რომ ასეთი არ უნდა ვიყო. არამარტო მე, არამედ არცერთი მშობელი.
არ ვიცი ის პოსტი გამოვაქვეყნე თუ დრაფტებში მაქვს საიმედოდ შენახული, მაგრამ ამ შიშმა ერთი პერიოდი სერიოზული მოტივაცია მომცა. პროფესიის არჩევისასაც კი ვფიქრობდი, მე რომ ვიყო ამ პროფესიის ჩემი შვილი თუ იამაყებს ამით ? ვიქნები მისთვის მისაბაძი ადამიანი? მექნება საშუალება შევუქმნა ნათელი მომავალი? თავიდან, როდესაც სოციალური მუშაობის შესახებ გავიგე თვითონ საქმე მომეწონა, მაგრამ სახელი დიდად არ მხიბლავდა. რას იტყვის ჩემი კრავაი (პირობითათ. ისე კი ძალიან მინდა შვილს კრავაი დავარქვა) დედაჩემი სოციალური მუშაკიაო? ამაზე იმიტომ ვფიქრობდი, რომ ახლაც, როდესაც ვამბობ სოციალური მუშაკი ვიქნები რომ დავამთავრებ უნივერსიტეტს-მეთქი “ეს მუშაკი რა უბედურებააო” და აგდებული დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ მე მართლა კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით და მიხარია რომ ეს პროფესია ავირჩიე.  მერე დავფიქრდი, ამაზე მაგარს ვერფერს გავაკეთებ. ჩემი შვილისთვის კიდე სახელი კი არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი არამედ ის, რომ ღირსეული, საამაყო დედა ჰყავდეს განურჩევლად პროფესიისა, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში სათაკილოა მეეზოვედ მუშაობა, მაგრამ მე ვნახე ძალიან მაგარი, საამაყო დედები, რომლებიც არიან მეეზოვები, რომლებიც არაფერს თაკილობენ და უმაგრესი ადამიანებიც არიან.
სულ მინდოდა ვინმე მისაბაძი მაგალითი მყოლოდა, მერემივხვდი რომ ამით საკუთარ თავს ზღუდავ ასე თუ ისე. თითქოს საზღვრებს უწესებ, მაგრამ  მე მაინც მინდა ჩემი შვილების თუ შვილიშვილებისთვის მისაბაძი მაგალითი თუარა საამაყო დედა და ბებია ვიყო.
ძალიან ძალიან არ მესმის იმ დედების, რომლებსაც უნდათ ბავშვები ყველაფერს უსრულებდნენ რასაც ეტყვიან თანაც ისე, რომ არანაირი კითხვა და პროტესტი არ გაუჩნდეთ. არ ვიცი ეს იმითაა
განპირობებული, რომ უნდათ ბავშვები თავიანთ ჭკუაზე ატარონ რომ შემდეგ ზედმეტი სანერვიულო აირიდონ თავიდან თუ იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში საშინლად დანერვოზებულია ყველა და ყველას ნერვები საშინელ  დღეშია, მაგრამ ვიცი, რომ ეს აღზრდის სტილი არასწორია და სასწრაფოდ უნდა გაქრეს ჩვენი მეხსიერებიდან, ცნობიერებიდან და საერთოდ მისი არსებობა არც გავიხსენოთ. მე-10 კლასში ვიყავი როცა გავიგე ჩემი ფიზიკის მასწავლებელი თავის შვილს ბანკეტის მერე ექსკურსიაზე რომ გაჰყვა და სხვები მწვადს რომ წვავდნენ ეს თეთრ ხორცს რომ უწვავდა თავის შვილს. აჰ და ბანკეტზე არ გაუშვა 18 წლის ბიჭი იმიტომ, რომ მშობლები არ მიჰყავდათ!!!
ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ იყო კარგი დედა არ ნიშნავს იჯდე სახლში,ბავშვს გამზადებულ საჭმელს ახვედრებდე და სახლს ულაგებდე, მაგრამ ძალიან ვაფასებ დიასახლისებს, რადგან მათ მთელი ცხოვრება ოჯახს შესწირეს, აი ასე, გადადეს ყველაფერი გვერდით და დაჯდნენ სახლში, რასაც მე ალბათ ვერ ვიზამ. კარგ დედას დროის სწორად განაწილება  უნდა შეეძლოს, რაც ძალიან
ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი.
12665681_1106949839324386_292083137_n

 

 

ის დღე 19 წელი რომ ველოდი.

ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება, უფროსწორად ყველაფერი ხომ შეიძლება მოხდეს და როდესღაც  ეს “ყველაფერი” ხომ პირველად ხდება.  მერე შეიძლება ეს პირველად მომხდარი ერთადერთად გადაიქცეს ან იმდენად ყოველდღიური გავხადოთ, რომ ვერ ისიც ვერ გავაცნობიეროთ, ოდესღაც “ამის” გარეშე ვცხოვრობდით. უბრალოდ არ ვფიქრობთ ხოლმე ასეთ თემებზე, მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა რამეზე ფიქრს გავურბივართ, ან ვცდილობთ გავექცეთ, დავფიქრდებით ხოლმე მსგავს რამეზე. არა განა რამეს შეცვლის იმაზე ფიქრი, რომ  ოდესღაც პირველად იტირე ტკივილის შესამსუბუქებლად ან  პირველად იტკინე რამე, მაგრამ მაინც.lallaaa

ჩემს ოქროს დაბადების დღესშევხვდი იმედით, რომ რაიმე განსაკუთრებული მოხდებოდა, რაიმე განსხვავებულის აღმოჩენის, დასამახსოვრებლის გაკეთების და საერთოდ პოზიტიური დღის იმედი მქონდა. მოვიტყუები თან ძალიან რომ გითხრათ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა მეთქი, იმასაც მოვიტყუები ახალი არაფერი არ აღმომიჩენია მეთქი და იმასაც პოზიტიური დღე არ იყო  მეთქი რომ ვთქვა. აი ისეთი დღე იყო მოკარგო მოგონებები რომ დაგრჩება, მაგრამ ფაქტია წინა 18-ს ჯობდა. როგორ ველოდი ამ დღეს, სულ მეგონა უმაგრესი დღე იქნებოდა, 19 წელი იმხელა ასაკი მეგონა აი იმაზე დიდი, ყველაზე ჩამოყალიბებული მეგონა რომ ვიქნებოდი, სამსახურით მარტო ცხოვრებით და რავიცი,  სულ იმას ვიძახდი მაგარ დროს მაქვს ოქროს დაბადების დღე მეთქი, ალბათ ზედმეტად დიდმა მოლოდინებმა გამოიწვიეს ჩემი ასეთი განწყობა მაგრამ..  ისევ თავს ვიმართლბ, მე ხომ უბრალოდ ვერ ვიტან ჩემს დაბადების დღეს .

ასე მგონია მე თვითონ ვირთულებ ცხოვრებას, აი ასე უბრალოდ, შეიძლება ბევრი რამ უფრო მარტივად მოხდეს მაგრამ მე ყველაფერს ვართულებ,  ვურევ, ვხლართავ.

დედაჩემთან ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია, მაგრამ ამბოლოს ვატყობ, გიჟი ვგონივარ. აი ასე, გიჟად მთვლის მგონი. ოღონდ ისეთ გიჟად არა, მე რომ ვამბობ ხოლმე, დადებით და პოზიტიურ კონტექსტში.

პ.ს ბლოგი 3-ის არის უკვე, აი იმ ასაკშია ბავშვები ყველაზე საყვარლები რომ არიან ხოლმე, ეშველოს იქნებ ამასაც რამე ^_^ :დდ

 

ილიას დავესესხები და “კაცია ადამიანი?!”

ახლა მოგიყვებით ამბავს თუ როგორ დავკარგე წარმოდგენა 2 ადამიანის გამო მთელს კაცობრიოაბზე (90% ზე მაინც).

ერთი კვირა გავიდა მას მერე, ისტორიიდან გამოსული ანას ველოდებოდი, დაახლოებით 9 საათი იყო ან 10 ის ნახევარი, სახლში ერთად ვაპირებდით წამოსვლას, ხიდზე გადმოვდიოდით პატარა ბავშვი რომ შევნიშნეთ ცოტა მეუცნაურა ამ დროს რა უნდა აქ-მეთქი, ანასაც ვუთხარი, მაგრამ უკან ქალი და ბავშვი მოყვებოდნენ და ალბათ ერთად არიანო მითხრა ერთხელ მივიხედე და ფეხი რაღაც ორმოში ჩაუვარდა, მერე წინ რომ გავიხედე და იმ ქალმა და ბავშვმა გადაუხვიეს უკვე მოაჯირზე ადიოდა და თან მტკვრისკენ იყურებოდა,  არ ახვიდე-მეთქი ისეთი ხმით ვუთხარი მეც გამიკვირდა,  მოკლედ არ ვიცი  აპირებდა ეს ბავშვი გადახტომას  თუ არა, მაგრამ რამე რომ დამართნოდა ნამდვილად ვერ გადავიტანდი.. საბოლოოდ სახლამდე მივიყვანეთ და იქ იყო ერთი ამბები პატრული და სამეზობლო შეკრებილი, ქალები ოღონდ, კაცები მწვადს წვავდნენ ქეიფობდნენ და შეშფოთებას გამოთქვამდნენ ალბათ ევროპის ანდა ამერიკისავით 🙂 გაგიკვირდებათ და დედა ბავშვს არ ჩახუტებია, 8 წლის გოგონა იყო, მაგდა..  სულ სიკვდილზე ლაპარაკობდა ბებიამ მიყვებაო.. როგორც შემდეგ მივხვდი და გავიგე 6 წელი წასული იყო დედამისი და 1 თუ 2 თვის ჩამოსული ან იქნებოდა ან არა,  პირველი რეაქცია რაც ამ ქერა ნაწნავებიანი ბავშვის დანახვისას ჰქონდა ის იყო რომ დაარტყა, რომ მახსენდება დედამისზე მეტად ჩემთავზე ვბრაზდები, და პატრულზე რა თქმა უნდა, უყურებდნენ ლამის როგორ ცემა დედამ შვილი და ხმა არ ამოუღიათ. თავიდან ვიფიქრე აფექტის მდგომარეობაში იყო და იმიტომ თქო, მაგრამ დაკარგულ შვილს რომ დაინახავ აფექტის მდგომარეობაში უნდა დაარტყაა? თუ უნდა ჩაეხუტო და თბილად დაელაპარაკო?  დაახლოებით ნახევარი საათი ისე ველაპარაკეთ ბავშვს დედა თავიდან შევაყვარეთ, არაფერს მოვატყუებო ყველაფერს ავუხსნი და არ მცემსო, მაგრამ შენც არ მომიკვდე!! იმდენად გაუცხოებული იყო დედა რომ ასე თქვა 6 წელი გაზარდეს ჩამოვედი და მე უნდა დამეკარგოსო? მერე პირადობა პატრულს არ გაყვესო.. ამ დროს მეზობლები ეხუტებოდნენ ბავშვს.  დედა წინ და უკან დადიოდა არც გახსენებია ბავშვთან მისვლა, ერთი-ორი დაარტყა, თმა მოქაჩა თუ მოწიწკნა თუ რავიცი და მორჩა.. ისტორიის და სამოქალაქოს მასწავლებლებთან ვსაუბრობდი მსგავს თემაზე შემდეგ და მოვუყევი რაც მოხდა, ასე მითხრეს ყველა მაგას არ გააკეტებდა ბევრი გვერდზე ჩაუვლიდა და არც მიაქცევდა ყურადღებასო, გავოცდი, როგორ უყურებდნენ პატარა გოგონას რომელიც მოაჯირზე იყო გადაყუდებული და არაფერს იზამდნენ-მეთქი? უსახური!

დღეს კიდევ ჩემი ორი ნაცნობი (შეყვარებულები არიან) ყვება რომ თურმე 1-2 თვის წინ ქართულიდან რომ მიდიოდნენ დაუნახავთ როგორ ცემდა ბიჭი გოგოს, იქვე რამენიმე ბიჭი მდგარა კიდევ, გოგოს დაუძახია ამათი დანახვისთანავე პატრულში დარეკეთო, მერე უკან რომ მიუხედავთ გოგოს ბუჩქებისკენ მიათრევდნენ, აბა გამოიცანით რა ქნა ამ “საყვარელმა” წყვილმა. რა თქმა უნდა არ დარეკა პატრულში. აი მაშინ დავრწმუნდი რომ ყველა კაცი ადამიანი არ არის, დავრწმუნდი რომ სამოქალაქოს მასწავლებელი მართალი იყო რომ მითხრა ყველა არ მივიდოდა იმ ბავშვთან და არ გაარკვევდა რა სჭირდაო, დავრწმუნდი და გამახსენდა ქართულის მასწავლებლმა რომ თემა დაგვაწერინა ადრე “ყველა ვინც ძალადობაზე თვალს ხუჭავს თვითონ ხდება ძალადობის მსხვერპლი” მერე უცებ მოვიშორე ეს ფიქრები თავიდან, მაგრამ მას მერე ისე საშინლად ვგრძნობ თავს იმდენად გაოცებული ვარ როგორ ჩეიძლება მსგავს რამეზე თვალი დახუჭო. ილიას დავესესხები და მართლაც “კაცია ადამიანი?!”

მე სიყვარულის არ მწამს !

theeeeeeeeeeseeeeeeიმ სიყვარულის არ მწამს შეყვარებულის გვერდით რომ დგახარ და სხვაზე იტყვი რა მაგარი გოგო მიდისო..იმ სიყვარულის არ მწამს მთვრალი რომ დაგირეკავს და სიყვარულს აგიხსნის.. იმ სიყვარულის არ მწამს როცა დასჭირდები მაშინ რომ ახსენდები.. იმ სიყვარულის არ მწამს 2 წლის მერე ყოფილი შეყვარებული რო სიყვარულს აგიხსნის.. იმ სიყვარულის არ მწამს 1-2 წელი ერთად რომ ხართ და 1 წლის მერე არაფერი რომ არ ახსოვს.. და საერთოდ მე სიყვარულის არ მწამს ! Continue reading მე სიყვარულის არ მწამს !

“სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს”

”ვინაობა – ქართველი ხალხი;
დაბადების ადგილი და დრო – ‘ოდითი’ (ხალხი ოდითგანვე არსებობს);
განათლება – ბრძენი;
მოწოდებით – ნაციონალი,ბუნებით -მეოცნებე;
საყვარელი ფერი – შავი
საყვარელი რიცხვი -41 ან 5 Continue reading “სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს”