2014-ის ბოლო პოსტი

მიუხედავად იმისა რომ 31 დეკემბერია ახალი წლის განწყობა მაინც არ იგრძნობა. არ არის და ალბათ იმიტომ ) ხალხი ფუსფუსებს, ყველა რაღაცას აკეთებს ოღონდ რატომ თვითონაც ვერ ხვდებიან, ეგ კიარა თსუ-ს საახალწლო party-ზე ათასზე მეტ ადამიანს რომ ელოდებოდნენ სამასი ძლივს მივიდა.. new year

ახალ წელს სასაწაულებიც ხდება, ოცებებიც, სურვილებიც და ნატვრებიცო, მერე რა რომ არ მჯერა სასწაულების, მერე რა რომ ამბობენ ვისაც სჯერა მხოლოდ იმას უხდება სურვილებიო. დავიჯერებ და ამიხდეს მეც. ხოდა ჩემი სურვილი თოვლისბაბუასთან არ არის თოვლის მოსვლა 31 დეკემბრის ღამეს, არც ის მინდა პირველში გაღვიძებულს რომ თოვლი დამხვდეს და საერთოდ თოვლის ბაბუ ზამთრის გაქრობაზე რა აზრისაა ნეტა?

არ მინდა თოვლი, რომ გავიღვიძებ შემოდგომა მინდა რომ იყოს. ოღოდ აი ის, ფოთლები რომ იწყებენ ცვენას.  რომ დადიხარ და ფოთლები “გაწვიმს”.

ერთ რამეზე ვერ ჩამოვყალიბდი. ოცნებები ხდება თუ არა?

სულ იმას ვამბობ, ოცნება ისაა რომელიც არ ხდება სამაგიეროდ სურვილები ხდება, დიდი შრომისა და წვალების შემდეგ- მეთქი.

ჰო, ამას ვამბობ, მაგრამ გულის სიღრმეში ალბათმეც მჯერა რომ ოცნებები ხდება. მთავარი მონდომებაა, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს მიზანს სურვილს დავარქმევთ ოცნებას თუ სხვა რამეს მთავარია არ დავიზაროთ და ყველაფერი გავაკეთოთ მის ასასრულებლად.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ. თითქმის ყველა ჭკვიანური სურვილის, მიზანისა  და ოცნების ასრულებას. ცოტა გიჟურებისასაც, თავგადასავლებით რომ იყოს ცხოვრება სავსე ^_^ იმედი მაქვს ეს წელი წინაზე ბევრად უკეთესი იქნება თქვენთვის ჩემთვის, ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის, იმათი საყვარელი ადამიანებისთვის ..

მოკლედ გილოცავთ დამდეგს.

2015 წლამდე ..

Leave a comment