არ გილოცავთ ახალ წელს

არ დავწერ 2015 ის შეჯამებას იმიტომ, რომ მთელი წელი სიკვდილთან ასოცირდებოდა და ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა.
არ გილოცავთ ახალწელს იმიტომ, რომ არ ვიცი რა არის მოსალოცი.
არ გილოცავთ ბედობას იმიტომ, რომ მითუმეტეს ვერ ვხვდები რა არის მოსალოცი.
სამაგიეროდ გისურვებთ ძალიან ბედნიერ წელს და არა მხოლოდ ამას.
გისურვებთ მხოლოდ ბედნიერებას და თქვენ გიტოვებთ მთელ საქმეს გასაკეთებლად იმისთვის, რომ ჩემი სურვილი აიხდინოთ, რადგან მგონია, რომ ბედნიერებაც ინდივიდუალურია და ყველასთვის სხვადასხვა კომპონენტებისგან შეგდება.

3 დღეში თინეიჯერი აღარ ვიქნები და ახლა მხოლოდ იმაზე მეფიქრება, რომ 18 სა და 20 იანვარს შორის ის განსხვავება იქნება, რომ 19 ში ჩემი დაბადების დღე მექნება  ხოლო 20 ის მომდევნო დღეს ფინალური მაღლივში.

შეიძლება თინეიჯერობაში ჩემს მიერ დაწერილი ბოლო პოსტია ეს და შეიძლება ეს საერთოდ არაფერს არ ცვლის, მაგრამ …

მაგრამ მაინც,  არ გილოცავთ ახალ წელს!
პ.ს  გულწრფელად ძალიან მინდა, რომ ყველა ბედნიერები იყოთ.

12494668_908401895895103_8347874618596705940_n
მზიურიდან .. 

Leave a comment